საფრანგეთის ელჩი: პანდემიაზე რეაგირების კუთხით საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ყველა აღაფრთოვანა
დიეგო კოლასი
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
საქართველოში პანდემიის საპასუხოდ ძალიან კომპეტენტურმა და გამჭვირვალე რეაგირებამ დიდი წარმატება აჩვენა და მსოფლიოს დაანახა ქვეყნის ძალიან პოზიტიური იმიჯი, ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ეფექტური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უმთავრესია - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი ჟურნალ „დიპლომატთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„აშკარაა, რომ უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ერთად მუშაობენ და ამისათვის მათ სჭირდებათ ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციები.
აქედან გამომდინარე, ერთმანეთის დასახმარებლად ერთი გზაა მულტილატერალიზმის - გაეროს სისტემის გაძლიერება, ჯანდაცვის საკითხების გლობალური მმართველობა. აპრილის დასაწყისში პრეზიდენტი მაკრონი დაეხმარა Alliance ACT Accelerator-ის ამოქმედებას, რათა საყოველთაო ვაქცინაციის შესაქმნელად გამოკვლევები დაეფინანსებინა.
ეს იყო წარმატება, რადგან მობილიზდა 7,5 მილიარდი დოლარი. ასევე პარიზის ნოემბრის სამშვიდობო ფორუმზე ყურადღება ძირითადად დაეთმობა გლობალური მმართველობის საკითხებს ჯანდაცვის სფეროში და ეკონომიკური რეკონსტრუქციის საკითხებს განვითარების ბანკების პირველ სამიტზე.
შემდეგ მოდის უფრო ტრადიციული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში. როგორც „გუნდი ევროპის“ წევრმა, ვთვლი, რომ საფრანგეთმა, ევროკავშირთან და სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეძლო სწრაფი დახმარება, დაფინანსება და მიმართულების მიცემა, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა იმ შესანიშნავ რეაგირებაში, რომლითაც საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ასე აღაფრთოვანა ყველა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმავე შეხედულების ერთობას პანდემიის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნავს დიეგო კოლასი.
რა გავლენას იქონიებს კრიზისი საფრანგეთსა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ელჩი პასუხობს:
„მე ვფიქრობ, რომ კრიზისი აჩვენებს მსოფლიოს, თუ რამდენად კომპეტენტური და გამჭვირვალეა ანუ, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს ნამდვილად გაზრდის ინტერესს ამ ქვეყნის მიმართ და, შესაბამისად, გაამყარებს კავშირებს ფრანგ და ქართველ იმპორტიორებს, ექსპორტიორებსა და ინვესტორებს შორის.
ჩვენ დავინახეთ, რომ კრიზისის შუა პერიოდში ზოგი ბიზნესი ხელახლა ფიქრობდა თავიანთ მოწყობასა და განსაკუთრებით იმაზე, თუ საით გადაეტანათ თავისი წარმოება - რეგიონული თუ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებისკენ. ისიც ნათელი იყო, რომ საქართველოს ჰქონდა არგუმენტები გადაწყვეტილების მიმღები პირების დასარწმუნებლად, რომ სწორედ საქართველოში მოეხდინათ ინვესტირება და საკუთარი ბიზნესი ამ ქვეყანაში გაეფართოებინათ.
საქართველოში არის საქმიანი მეგობრული გარემო. მთავრობა და ფართო საზოგადოება ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებს. მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ახლახან მოვინახულე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორის, Groupe Atlantic-ის, ქარხანა ქუთაისში. ისინი შექმნიან სამუშაო ადგილებს და უფრო მეტ სასწავლო შესაძლებლობას მომდევნო თვეებში. მე ვფიქრობ, დღეს ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხელი შევუწყო ამ წარმატებული პარტნიორობის განვითარებას“, - აცხადებს დიეგო კოლასი.
ყველა სიახლე
20 მარტი 2026, 17:30
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსული გემი, რომელიც ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.
20 მარტი 2026, 17:15
საზოგადოება
იღუმენი გაბრიელი: უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება
„უკეთესი იქნება დაკრძალვის შემდგომ, 3 დღის ან ერთი კვირის შემდეგ საფლავზე მივიდეთ და პატივი მივაგოთ“, - აღნიშნა დეკანოზმა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა განვლო ძალიან დიდი, რთული გზა, რომელიც იყო ეკლიანი და ეს არც ერთ მის სულიერ შვილს არ აგრძნობინა“. - განაცხადა იღუმენმა.
20 მარტი 2026, 17:12
საზოგადოება
დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება
ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, - განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას.
20 მარტი 2026, 17:06
საზოგადოება
სამების საპატრიარქო ტაძარი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, 24 საათის განმავლობაში ღიაა - ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა, ხალხით არის სავსე
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
20 მარტი 2026, 16:55
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო.
20 მარტი 2026, 16:41
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა.
20 მარტი 2026, 16:35
საზოგადოება
გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.
20 მარტი 2026, 16:33
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა.
20 მარტი 2026, 16:32
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა
20 მარტი 2026, 15:44
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო.
20 მარტი 2026, 15:40
საზოგადოება
ზაალ მიქელაძე: პატრიარქმა შეძლო უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს
„ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა,“ - წერს სოცაილურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პატრიარქის გამოსამშვიდობებელ პოსტში.
20 მარტი 2026, 15:31
საზოგადოება
დიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები - ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!
მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
20 მარტი 2026, 15:15
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
ფინანსთა მინისტრმა მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე მინისტრის მოადგილეებმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დეპარტამენტების უფროსებმა და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა.
20 მარტი 2026, 15:14
საზოგადოება
მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 22 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას.
20 მარტი 2026, 15:08
მსოფლიო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი, ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი. ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე ავრცელებს.
20 მარტი 2026, 14:52
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: გამოღვიძების დროა! იაფი რუსული ენერგიის გარეშე ევროპა ნავთობის კრიზისს ვერ დაძლევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა აღიაროს, რომ იაფი რუსული ენერგიის გარეშე არსებული სანავთობო კრიზისის დაძლევა შეუძლებელია.
20 მარტი 2026, 14:49
საზოგადოება
სასულიერო აკადემიის დეკანი ზვიად ვარშალიძე: მისი უწმინდესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასულიერო აკადემია და სემინარია, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იყო წლები, როდესაც მისი უწმინდესობა უშუალოდ იყო რეაქტორი აკადემიისა
მას არაერთხელ უხსენებია და უთქვამს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო განათლებას განსაკუთრებით მომავალი სასულიერო პირებისთვის, - განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანმა მამა ზვიად ვარშალიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას.
20 მარტი 2026, 14:25
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა სიონის ტაძარში დაკრძალული პატრიარქების საფლავებს. მისი უწმინდესობა ანთებულ საკმეველს და სანთელს დაუდგამდა ხოლმე თითოეული მათგანის საფლავს
ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხისა, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის, - განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.
20 მარტი 2026, 14:17
საზოგადოება
ყვარელსა და თელავში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ყვარელში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ.
20 მარტი 2026, 14:14
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი ჩამოვა
პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვაზე, ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge–ს ვატიკანის საელჩო აწვდის.


