22 ოქტომბერი 2021, 16:44 / სანდო წყარო

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. ამდენად, განსხვავებულია სურათის შესრულების ტექნიკა, მასალა და კონტექსტი.

ლია შველიძე უცნობ ქალებს სხვადასხვა დროს განსხვავებული რაკურსით წარმოგვიდგენს. ის არ მოგვითხრობს მათი ცხოვრების ამბებს, და არც მათი როლისა ან ადგილის შესახებ ცდილობს სიუჟეტის განვითარებას. მხატვრის ინტერესი ცხოვრების შემეცნებაა, რომელსაც ის ქალის მზერით უყურებს და ემოციებს მხატვრულ ფორმაში გარდასახავს. შიშის, სიხარულის, მარტოობის, მონატრების განცდას მის მხატვრობაში განსხვავებული ფორმა და ფერი აქვს.

მხატვარი სვამს კითხვებს საკუთარი თავისა და დამთვარიელებლის წინაშე, ხშირად კომპოზიციის სტრუქტურაში ჩართულია ტექსტიც, როგორც მისი მხატვრული და შინაარსობრივი აქცენტის განმსაზღვრელი ელემენტი. აბსტრაქტული, ხშირად ერთგვაროვანი ფერის ფონზე მხატვრის ქალთა სახეები განსაკუთრებული მონუმენტურობითა და მნიშვნელოვნებით გამოირჩევა.

ლია შველიძე საქართველოში ერთ-ერთი იმ ცნობილ მხატვართაგანია, რომლის შემოქმედებაც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად იფინება სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია როგორც სახელმწიფო ისე კერძო ფონდებსა და კოლექციებში. 1987-1991 წლებში ლია შველიძე აქტიურად მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში ჯგუფ „მე-10 სართულის“ მხატვრებთან ერთად. მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებსა და ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული, საეტაპო მნიშვნელობისაა 1994 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და 2016 წელს ქ. ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარდგენილი პერსონალური ექსპოზიციები, ასევე 2000-2003 წლებში „ძველ გალერეაში“ გამართული გამოფენების სერია „დაჯექი“ .

ლია შველიძის ადრეული ნამუშევრები ინსპირირებულია ისეთი მხატვრული მიმდინარეობებით როგორიცაა პოპ არტი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მხატვარი 1980-1990 იანი წლებში მუშაობს დიდი ფორმატის ტილოებზე, რასაც 2015 წლიდან კვლავ უბრუნდება. სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე მხატვარი აქტიურად იწყებს ექსპერიმენტს ფორმასა და მასალაში. ამ პერიოდის ნამუშევრები განსაკუთრებული ექსპრესიით გამოირჩევა. მიუხედავად არაერთი ნამუშევრისა, სადაც წამყვანი აბსტრაქტულ-დეკორატიული ფორმაა, ფიგურატიული სტილი მხატვრისთვის დომინანტური რჩება, ხოლო მისი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი ყოველთვის ქალია.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2021, 23:45

სამართალი

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები

„მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, სამუშაო ადგილებისთვის შემუშავებულია 41 ზოგადი და სექტორული რეკომენდაცია, რომლის დანერგვაც მნიშვნელოვნად ამცირებს COVID19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში“

თენგიზ ცერცვაძე

04 დეკემბერი 2021, 23:40

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებას არ ემხრობა

ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

04 დეკემბერი 2021, 23:33

COVID19

თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონზე“: ჯერჯერობით ამ შტამისგან სიკვდილი არ დაფიქსირებულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია

კარგი ის არის, რომ ჯერჯერობით არ არის მონაცემები, რომ ახალი შტამი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და სასიკვდილო დაავადებას, უფრო მეტიც, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, სიკვდილი ამ შტამისგან არ დაფიქსირებულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს „ომიკრონზე“ საუბრისას განუცხადა.

04 დეკემბერი 2021, 23:08

მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიური უბედურების ზონიდან სულ მცირე 300 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე დასახლებამდე მიღწევაჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რადგან მისასვლელი გზები ტალახითა და წაქცეული ხეებით არის დაფარული.

04 დეკემბერი 2021, 22:21

სამართალი

თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს

როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ვიქტორ ყიფიანი

04 დეკემბერი 2021, 21:51

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ინდივიდუალური გაწევრიანების გეგმა - ეს არის ნატოს წევრობისკენ გზაზე მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით ჩარჩენის პერსპექტივა

რიგის მინისტერიალმა გარკვეულწილად ოპტიმიზმის საფუძველი მომცა ქართული აქტივობის თვალსაზრისით. კერძოდ, ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ წარადგინა პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ნატოსკენ ჩვენი ინტეგრაციული გზა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

04 დეკემბერი 2021, 21:48

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე: ჩვენს სამეზობლოსთან შედარებით ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმები დაწინაურებულია და საქართველოს, როგორც ღირსეულ პარტნიორს ისე შეუძლია ჩავიდეს ევროპელ პარტნიორებთან

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენად წელგამართული მიდის საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ვფიქრობ, რომ ჩვენი წელგამართულობის მთავარი მიზეზი გამოიხატება ორ ასპექტში: პირველი - მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა ქვეყნის პოლიტიკურ კუსთან დაკავშირებით, ყველა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე თანხმდება, რომ პოლიტიკურ ევროპაში საქართველოს გაწევრიანება არის ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო გზა და მეორე - საზოგადოებაში არის ვრცელი და ფართო კონსესუსი, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ქვეყანამ უნდა იაროს. მე ვფიქრობ, რომ წელგამართულობის მხრივ მორალური ძალისა და მორალური ავტორიტეტის, ეს არის ყველაზე ჩვენი მთავარი იარაღი, თუ რატომ მივდივართ ამ სამიტზე თამამად.“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანი

04 დეკემბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები „აიძულო“ შენსკენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი, ფაქტია და პრაქტიკაც გვიჩვენებს, საჭიროა ძალისხმევათა გაერთიანება

იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები „აიძულო“ შენსკენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი, ფაქტია და პრაქტიკაც გვიჩვენებს, საჭიროა ძალისხმევათა გაერთიანება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 21:03

თემა

შეიძლება თუ არა ადამიანების „გამოცრა“? შეთქმულების თეორეტიკოსები „დევაქცინაციის“ საშუალებად საშიშ და ტოქსიკურ ნივთიერებებს მიიჩნევენ

სოციალური ქსელებში ანტივაქსერული შეთქმულების თეორიები აღარავის უკვირს. თუმცა დევაქცინაციის მოტივით გავრცელებული ახალი სიგიჟე უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. შესაძლებელია თუ არა ადამიანების გამოცრა და რა საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ნივთიერებით დევაქცინაციის მცდელობა ადამიანების სიცოცხლეს?ამ კითხვებზე პასუხები Businessinsider- მა მოიძია.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:57

სამართალი

მიხეილ სარჯველაძე: მენიშნა, რომ დაიწყო ჯაჭვის შეკვრა, რაც შეიძლება გახანგრძლივდეს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში ყოფნა

„ამბობდნენ, რომ კედელ-კედელ დადის და გადაადგილება უჭირსო, შემდეგ რაც სასამართლოზე ვიხილეთ იგივე მდგომარეობა არ არის. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში სააკაშვილს ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა ჰქონდა, ამის გამო 6 წელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?! ობიექტურად, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს, დიახ ის უნდა დარჩეს გორის ჰოსპიტალში, მაგრამ რაც წამს ის ობიექტური საჭიროება აღარ იქნება და შესაძლებელი გახდება გარკვეული თერაპიული კურსი ან მკურნალობა გაიაროს არა გორის ჰოსპიტალში, არამედ რუსთავში ან გლდანის დაწესებულებაში, ბუნებრივია ეს გამოიწვევს მისი მდებარეობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს ლოგიკურია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რომც იყოს მოთხოვნა, დღეს საქართველოში სხვა ამოცანები დგას - განსახილველია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვლადიმერ ბექიშვილი

04 დეკემბერი 2021, 20:31

სამართალი

პროკურორი ზურაბ ზვიადაურის საქმეზე: ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შესახებ

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაჩივრებს ცალკე მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საჩივრდება შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, ამიტომ, ამ ეტაპისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:28

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს

რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:27

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: აღიარებაა, რომ ყველა იმ ხარჯის შესახებ, რაზეც იყო საუბარი, სააკაშვილი თურმე აბსოლუტურად ინფორმირებული ყოფილა

დიდი ხანია ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გააუბრალოვონ თემა - თემა კი უმძიმესია. ამაზე უფრო მძიმე კორუფციული სამართალდარღვევა, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მმართველობისთვის დამახასიათებელი, ასე სააშკარაოზე არასდროს გვინახავს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

სილვესტერ სტალონე

04 დეკემბერი 2021, 19:33

მსოფლიო

სილვესტერ სტალონემ გერმანიაში თავისი ნახატების გამოფენა გახსნა

ექსპოზიცია მსახიობის იუბილეს ეძღვნება - წელს სტალონეს 75 წელი შეუსრულდა. ჰაგენის მუზეუმში მისი 50 ნახატი ჩაიტანეს. მათ შორისაა ავტოპორტრეტები და ახალგაზრდობის დროინდელი ნამუშევრები, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

კახა კალაძე

04 დეკემბერი 2021, 19:17

საზოგადოება

კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებების მასშტაბებზე

„თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად, მომღერლები ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გადაგიხდით. რა უნდა იყოს ტენდერის პირობები, რის მიხედვით შევარჩიოთ, პირველი თუ მეორე ხმის მიხედვით?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 დეკემბერი 2021, 19:01

სამართალი

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

„აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება“.

გურამ მაჭარაშვილი

04 დეკემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თეა წულუკიანს პასუხები საკმაოდ სწორი და ადეკვატური ჰქონდა - თუ პოლიტიკოსი არ მოგწონს და იცი, რომ შენზე ძლიერია, არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ გამოსვლას და ოპონენტებთან მის პოლემიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კითხვებზე თეა წულუკიანის პასუხები ადეკვატური იყო.

ჟაირ ბოსონარუ

04 დეკემბერი 2021, 17:53

მსოფლიო

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

კონკრეტულად საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ბოლსონარუმ კოვიდსაწინააღმეგო ვაქცინასა და შიდსს შორის კავშირზე ისაუბრა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ის დაეყრდნო ბრიტანეთის ხელისუფლების არარსებულ „ოფიციალურ ანგარიშებს“, რომლის თანახმადაც, ადამიანებში, რომლებიც სრულად აცრილები არიან, შიდსი „უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

04 დეკემბერი 2021, 17:48

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის აქცია დასრულდა

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებელთა ინტერესები.