imedi /  06 სექტემბერი 2017, 00:00 / სანდო წყარო

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის სპოილერი გავრცელდა

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის გადაღებაზე მომუშავე პირთან დაახლოებულმა წყარომ ახალი ნაწილის სიუჟეტი გაასაჯაროვა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

მისი თქმით, ბონდიანას ახალ ფილმში აგენტი 007 საიდუმლო სამსახურიდან მიდის და ქორწინდება, თუმცა შემდეგ ცოლს უკლავენ. ეს ტრაგედია ფილმის მთავრ გმირს აიძულებს სამსახურში დაბრუნდეს, რათა ცოლის მკვლელზე შური იძიოს. 

"სიუჟეტი გვაგონებს ფილმს "მძევალი", თუმცა ბონდის შესრულებით"- ამბობს გამოცემის წყარო.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლს მეხუთედ შეასრულებს

კომენტარები ()