აკა მორჩილაძე: ბედნიერებაა, როცა ასეთ უძველეს კულტურას წარმოადგენ
ფოტო: facebook
ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნა, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე.
„მთავარი მიზეზი რის გამოც აქ ვიმყოფები არის ის, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა პატივი ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო. არსებობს დავიწყებული კულტურები და კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით.
არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.
მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია. განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა:
ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს.
აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა, ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა.
ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.
ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა.
მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, (არ არის აქ ამის ადგილი), დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და არა არა.
როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.
აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს), სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.
ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.
თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები.
ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.
საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ - არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.
ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი... ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ.
უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია...
სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.
პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20 საუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.
საქართველოს გაცნობა რა თქმა უნდა შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს.
ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის და ოცნებაც. რადგან აქ ვართ უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ ცნობადი სახეები, მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და მათ ხელობას არასდროს დაუცავთ ძნელბედობისგან.
პოეტი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. თავის შემოქმედებას. შეიძლება საზღვარგარეთს შეაფაროს თავი. შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, ვიღაცას მოერიდოს, მაგრამ ამ დამანგრეველი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება გამორჩეულ ფიგურად.
ქართველი მწერალი ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. აი ეს არის ჩვენი ქართველი მწერლების ამბავი“ - თქვა აკა მორჩილაძემ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 15:42
საზოგადოება
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“.
03 სექტემბერი 2026, 15:42
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის სკრინინგის ანგარიშების დამტკიცებაზე უარით ის კვლავ დაბლოკა.
03 სექტემბერი 2026, 15:39
ტექნოლოგიები
Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს
ჯერჯერობით ყველა რობოტაქსიში მძღოლი-ოპერატორი იმყოფება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მართვას საკუთარ თავზე აიღებს. თუ რომელიმე უპილოტო ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება, Uber-ის აპლიკაცია შეკვეთისას კლიენტს ჰკითხავს, სურს თუ არა ასეთი მანქანით სარგებლობა. უარის თქმის შემთხვევაში, მასთან ჩვეულებრივ, მძღოლიან ტაქსის გააგზავნიან.
03 სექტემბერი 2026, 15:32
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა.
03 სექტემბერი 2026, 15:31
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელზე ირანის თავდასხმა ყოველგვარი შეზღუდვისგან გაგვათავისუფლებს - ჩვენ დარტყმას მივაყენებთ მთელ ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით, და ირანს ქვის ხანასა და სიბნელეში დავაბრუნებთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანს აფრთხილებს, რომ თუ თეირანი ისრაელს თავს დაესხმება, სამხედროები რეჟიმის მთლიან ინფრასტრუქტურას ამოიღებენ მიზანში, „მათ შორის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც“.
03 სექტემბერი 2026, 15:24
მსოფლიო
სომხური მედია: სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება
სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა.
03 სექტემბერი 2026, 15:20
საზოგადოება
შპს ბლექ სი პეტროლიუმი: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება
23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, - ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 15:11
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს
„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
03 სექტემბერი 2026, 15:06
მსოფლიო
პედრო სანჩესი: მაროკოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, ვიმოქმედებდით, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სეუტის კრიზისთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ დებატებზე მაროკოს შესახებ რიტორიკა შეცვალა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
03 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიელებს დივერსიების მოსაწყობად იბირებს
რუსეთი დანიის მოქალაქეებს უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადგილობრივი თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ დივერსიების მოსამზადებლად იბირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (PET) კონტრდაზვერვის უფროსმა, ემილ გრეშოლმმა განაცხადა.
03 სექტემბერი 2026, 14:41
ეკონომიკა
საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაზრდილია პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ მხრივ ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები. ამ ყველაფერს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სწორ პოლიტიკას უკავშირებს
03 სექტემბერი 2026, 14:40
საზოგადოება
გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 51-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელი შვილისთვის სასკოლო ფორმა შეიძინა.
03 სექტემბერი 2026, 14:24
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით თავად დაზარალებულმა მიმართა. სამართალდამრღვევი პროცესს არ დაესწრო.
03 სექტემბერი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს
პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს.
03 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც ღარიბაშვილის, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მანიპულაციებისთვის, რომ ისრები სხვისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით
კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით.
03 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: პროკურატურამ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა. გამოიკითხება ეს ხალხი და ნათლად დავინახავთ - ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რამე ხელშესახები ჰქონდათ, როცა ამ თემაზე ლაპარაკობდნენ
პროკურატურამ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა. გამოიკითხება ეს ხალხი და ნათლად დავინახავთ - ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რამე ხელშესახები ჰქონდათ, როცა ამ თემაზე ლაპარაკობდნენ?, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კომენტარებთან დაკავშირებით.
03 სექტემბერი 2026, 14:21
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომლის გამოსახულებაც 1-დოლარიან მონეტაზე გამოჩნდა
ოთხშაბათს აშშ-ის ზარაფხანამ 1-დოლარიანი მონეტა გამოუშვა, რომელზეც ტრამპის გამოსახულებასთან ერთად დატანილია ტრადიციული წარწერები: LIBERTY (თავისუფლება) და IN GOD WE TRUST (ღმერთის გვჯერა).
03 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგ არ იქნება, თუ რუსეთი თავისი სამხედრო ბაზის ქვეყნიდან გაყვანას გადაწყვეტს.
03 სექტემბერი 2026, 14:08
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება. 14:00 საათზე, ნიკა გვარამიას გამოკითხვაა ჩანიშნული.
03 სექტემბერი 2026, 14:03
რეგიონი
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (კმ83-კმ84), მდინარე ხევისწყალზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.


