imedi /  25 ოქტომბერი 2019, 22:11 / სანდო წყარო

ევროკავშირმა Brexit-ის გადავადებას დაუჭირა მხარი

Brexit

ევროკავშირმა Brexit-ის ​გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

გამოცემის ინფორმაციით, ამაზე ბლოკის 27 სახელმწიფოს ელჩები მომავალ კვირას იმსჯელებენ. გავრცელებული ცნობით, Brexit-ის საბოლოო თარიღის ორი ვარიანტი არსებობს: ევროკავშირი ლონდონს ვადას 2020 წლის 31 იანვრამდე მისცემს, ან პროცესს გაურკვეველი დროით გადადებს.

არჩევანი ლონდონში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. 24 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტს Brexit-ის შეთანხმების განსახილველად მეტი დრო მისცეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდებიან

17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა 19 ოქტომბერს თემთა პალატამ Brexit-ის გადავადებას მხარი დაუჭირა.

20 ოქტომბერს ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

პედრო სანჩესი პაბლო იგლესიასი

12 ნოემბერი 2019, 18:03

მსოფლიო

ესპანეთში სოციალისტები და პარტია Podemos-ი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებენ

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა პედრო სანჩესმა და მემარცხენე პარტია Podemos-ის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს

დისნეი

12 ნოემბერი 2019, 17:48

ტექნოლოგიები

Disney+-მა მაუწყებლობა ხარვეზებით დაიწყო

სტრიმინგ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 7500-მდე საჩივარი მიიღო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ისინი ვერ გადიან ავტორიზაციას, ასევე შეფერხებებია მაუწყებლობაშიც. სირთულეები ძირითადად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მომხმარებლებს აქვთ.

საბერძნეთი თურქეთი საზღვარი

12 ნოემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

თურქეთის მიერ დეპორტირებული ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი საბერძნეთმა საზღვარზე არ გაატარა

ბერძნული მხარის ცნობით, კაცმა აშშ-ში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და საბერძნეთში დარჩენა მოითხოვა. დეპორტირებულმა ღამე ორ საზღვარს შორის გაატარა. ანკარამ ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაცია 11 ნოემბერს დაიწყო.

ვანო ზარდიაშვილი

12 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

„ქართული ოცნების“ წევრს ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზარდიაშვილს პარლამენტში თემურ გოცირიძე შეცვლის.

ალექსანდრ ლუკაშენკო

12 ნოემბერი 2019, 17:31

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯის გაუქმების პირობა დაასახელა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სიკვდილით დასჯა ქვეყანაში მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაუქმდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ლუკაშენკო ავსტრიელი კოლეგის ალექსანდერ ვან დერ ბელენის განცხადებას იმის შესახებ, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების გარეშე ბელარუსი ევროპის საბჭოს წევრი ვერ გახდება.

ემზარ კვიციანი

12 ნოემბერი 2019, 17:24

ძალოვნები

ემზარ კვიციანის თქმით დაკარგულია მისი ძმისშვილი, რომელიც თბილისის ზღვაზე მოკლული კაცის მეგობარია

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა კაცის ცხედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, მოკლული კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული კაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ არაფერი იცის და მის ძმიშვილს, ბექა კვიციანს ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს.

Impossible Whopper

12 ნოემბერი 2019, 17:21

ეკონომიკა

Burger King-ი აშშ-ის შემდეგ ხელოვნური ხორცის ბურგერების ევროპაში გაყიდვას იწყებს

ევროპაში სწრაფი კვების ობიექტებში მცენარეული ხორცისგან დამზადებული რამდენიმე სახეობის ბურგერი გაიყიდება. რესტორნების ქსელის განცხადებით, მცენარეული ხორცი იზიდავს იმ მყიდველს, ვისაც ხორცის მოხმარების შემცირება ჯანმრთელობისა და გარემოზე ზრუნვის მოტივით სურს.

დემონსტრაცია ბარსელონაში

12 ნოემბერი 2019, 17:19

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობას კვლავ დაუჭირა მხარი

ამასთან, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და ქვეყნის მთავრობამ დეპუტატები გააფრთხილებს, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ადგილობრივმა პარლამენტმა ანალოგიური რეზოლუცია 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო.

საახალწლო განათება

12 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

საახალწლო განათების მონტაჟის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

გერმანია პოლიცია

12 ნოემბერი 2019, 16:56

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ISIS-ის 3 წევრი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი მაკედონური წარმოშობის გერმანიის 24 წლის მოქალაქეა, მისი თანამზრახველები კი თურქეთის მოქალაქეები არიან.

მოლდოვა

12 ნოემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მოლდოვის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. პრემიერმინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა. სხდომის პარალელურად პარლამენტის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა სანდუსთვის მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

ფილიპე VI 

12 ნოემბერი 2019, 16:51

მსოფლიო

ისტორიაში პირველად ესპანეთის მეფე ოფიციალური ვიზიტით კუბას ეწვია

ვიზიტი ჰავანის დაარსების 500 წლისთავს ეძღვნება, ესპანეთის მეფე და დეფოფალი კი კუბის დედაქალაქში 14 ნოემბრამდე დარჩებიან. ფილიპე VI ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ფილიპე VI-ს მამა, ხუან კარლოსი კუბას ორჯერ ეწვია, თუმცა მისი არც ერთი ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა.

კატა

12 ნოემბერი 2019, 16:49

ტაბლოიდი

ტეხასელი რევოლუციონერი კატა მეგობრებს თავშესაფრიდან ათავისუფლებდა 🐈

"რევოლუციონერი" კატა, სახელად ქვილთი, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლებმა "სამარტოო საკანში" ჩასვეს, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე გაათავისუფლა მასთან ერთად, სპეციალურ ოთახში მცხოვრები კატები. თავშესაფარი Friends For Life ტეხასის შტატში მდებარეობს.

დარა ხოსროვშაჰი

12 ნოემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ჰაშაღის მკვლელობაზე Uber-ის უფროსის მოსაზრების გამო კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას "შეცდომა" უწოდა. ამის გამო, კომპანია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ

12 ნოემბერი 2019, 16:24

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა.

გამოფენა

12 ნოემბერი 2019, 16:18

კულტურა

რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების, ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

აჭარის ტელევიზია

12 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 15:59

საქართველო

კოდისწყაროდან გატაცებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

მკვლელობა

12 ნოემბერი 2019, 15:51

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,