imedi /  18 ნოემბერი 2019, 15:52 / სანდო წყარო

რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებული ხომალდები უკრაინას დაუბრუნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ერთი წლის წინ ქერჩში დაკავებული გემები უკრაინას დღეს გადასცა. კერძოდ, უკრაინულ მხარეს გადაეცა კატერი „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და ბუქსირი „იანი კაპუ“. 

„ეს გემები რუსეთში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის მტკიცებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. გემები უკრაინას იმიტომ გადაეცა, რომ რუსეთის ფედერაციის სამართალდამცველმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

მანამდე, რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ დაწერა, რომ მოსკოვი კიევს ხომალდებს „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტამდე დაუბრუნებდა, რომელიც 9 დეკემბერს ჩატარდება

რუსეთმა 3 უკრაინული ხომალდი ანექსირებულ ყირიმში 2018 წლის ნოემბერში დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.

ხომალდზე მყოფი მეზღვაურები უკრაინაში რუსეთთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

10 დეკემბერი 2019, 12:34

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონმა წინასაარჩევნო რგოლში ცნობილი ფილმიდან სცენა გაითამაშა. ვიდეო

ბორის ჯონსონი რეჟისორ რიჩარდ კერტისის პოპულარული სურათის „Love Actually“ იმ სცენარს იმეორებს, რომელშიც მსახიობ ენდრიუ ლინკოლნის გმირი კირა ნაითლის პერსონაჟს სიყვარულს პლაკატების დახმარებით უხსნის. რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს ჩატარდება.

თსუ

10 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

2020 წლიდან თსუ-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება

2020-21 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს. პირველ ეტაპზე, საუბარია ორ პროგრამაზე: ესენია საბუნებისმეტყველო და ინჟინერულ-კომპიუტერული მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს.

10 დეკემბერი 2019, 12:30

ეკონომიკა

Amazon-ი ტარამპს პენტაგონთან კონტრაქტის ჩაშლაში ადანაშაულებს

ინტერნეტგაყიდვების გიგანტმა Amazon-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონი) სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი მხარეებს შორის $10 მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლა გახდა.Reuters-ის ცნობით, სარჩელის თანახმად Amazon-ი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას სთხოვს, რომ პენტაგონთან საკონტრაქტო ხელშეკრულებას გადახედოს.

ნინო ლომჯარია

10 დეკემბერი 2019, 12:25

საქართველო

ომბუდსმენმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

პანდის ტყუპი ბერლინის ზოოპარკი

10 დეკემბერი 2019, 12:04

ტაბლოიდი

ბერლინის ზოოპარკმა პანდის ტყუპი წარადგინა. ვიდეო

პანდამ მენგ მენგ პატარები 31 აგვისტოს გააჩინა. ორივე მამრია. ერთ-ერთს მენ ქსიანგი დაარქვეს, მეორეს კი მენგ იუანი, რაც „ნანატრ ოცნებას“ და „ახდენილ ოცნებას“ ნიშნავს. ძმები დაახლოებით 6 კილოგრამს იწონიან, ზოოპარკის სტუმრები მათ მომავალ წელს ნახავენ, როცა პანდები სიარულს შეძლებენ.

ჩეხეთი სროლა

10 დეკემბერი 2019, 12:02

მსოფლიო

ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულია 4 ადამიანი, 2 კი დაჭრილია. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს. საავადმყოფოდან ევაკუაცია განხორციელდა. სხვა დეტალები უცნობია.

10 დეკემბერი 2019, 11:56

ტექნოლოგიები

WhatsApp-მა სმარტფონებში ელემენტის სწრაფად განმუხტვის პრობლემა გადაჭრა

WhatsApp-მა მესენჯერის არაკორექტური მუშაობის პრობლემა გადაჭრა, რაც Android-ებში ელემენტის სწრაფად განმუხტვას იწვევდა. TechRadar-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში სმარტფნების Google Pixel, Samsung-ის და OnePlus-ის მფლობელები აცხადებდნენ, რომ WhatsApp-ის მესენჯერი ფონურ რეჟიმში მუშაობდა და ელემენტი მუხტის 30%-ს ხარჯავდა.

ბაქო ხანძარი

10 დეკემბერი 2019, 11:52

მსოფლიო

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ბაქოში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძარი სამშენებლო მასალების ბაზრობა Eurohome-ში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი სხვა მაღაზიებზე გავრცელდა. ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ცნობით, 2 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ სენატი

10 დეკემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა ზომებს შორის თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების F-35 გადაცემაზე აკრძალვა და უკრაინის დახმარებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდება. ​​​​​​​​

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

10 დეკემბერი 2019, 11:38

ეკონომიკა

საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ჩატარებული სამუშაოები და 2020 წლის გეგმები წარადგინა

2019 წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე.

აქცია ქუთაისში

10 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ექიმის დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას.

პიტ ფრეიტსი

10 დეკემბერი 2019, 11:06

სპორტი

Ice Bucket Challenge-ის პოპულარიზატორი კალათბურთელი პიტ ფრეიტსი გარდაიცვალა

Ice Bucket Challenge-ი, რომლის მონაწილეებიც ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აზიარებდნენ და ამ ავადმყოფობის კვლევისთვის თანხის გაღებისკენ ყველას მოუწოდებდნენ, 2013 წელს დაიწყო.

ჩილე

10 დეკემბერი 2019, 10:01

მსოფლიო

ანტარქტიდასთან ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

C130 Hercules-ი ა ქალაქ პუნტა-არენასიდან გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზვრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაერო

10 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეა ყირიმიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

ამ დოკუმენტით რუსეთს მოუწოდებენ, ყირიმიდან თავისი ჯარები გაიყვანოს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტს მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 19 კი წინააღმდეგი იყო.

წლის ადამიანი

10 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

შორთლისტში ასევე არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

ვლადიმერ პუტინი

10 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

პუტინი: ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. კრემლის ლიდერმა საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილს „ბოევიკი“ უწოდა.

ნორმანდიული ოთხეული

10 დეკემბერი 2019, 08:27

მსოფლიო

ცნობილია რაზე შეთანხმდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები სამიტზე

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 3 ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება.

მეგზევის დღე

10 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

10 დეკემბერი მეგზევის დღეა

სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს „მეგზევის დღე“ აღინიშნება. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან.

ჟენევა

10 დეკემბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი იწყება

მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდი 11 დეკემბერს შედგება, თუმცა მანამდე, შეხვედრა დღეს თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაჭრა

10 დეკემბერი 2019, 00:52

ძალოვნები

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.