Imedi /  16 აპრილი 2018, 20:31 / სანდო წყარო

ლავროვი: არ არსებობს მტკიცებულება, რომ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

არ არსებობს მტკიცებულება, რომ სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ეს განმარტება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს

რუსეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვი არ ჩარეულა იმ პროცესებში, რომელმაც დასავლეთს, 14 აპრილს სარაკეტო იერიშისკენ უბიძგა. 

მანამდე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დადგმული და სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს ქიმიური თავდასხმა არ განხორციელებულა. 

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

16 იანვარი 2019, 07:50

სპორტი

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა

1/16 ფინალში ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ოთხ სეტში მოუგო სერბ ვიქტორ ტროიცკის – 6:3, 2:6, 6:2, 7:5.

შოვი

16 იანვარი 2019, 00:56

ძალოვნები

შოვში თოვლის ფესტივალზე დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს.

ბაყაყები

16 იანვარი 2019, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ბაყაყმა მეორე ნახევარი იპოვა

მეცნიერები დიდი ხანის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ რომეო ამ ჯიშის უკანასკნელი ბაყაყი იყო დედამიწაზე. დიდი ხნის მანძილზე ის ბოლივიის მუზეუმში მარტო ცხოვრობდა. პარტნიორის მოსაძებნად მეცნიერებმა რომეოს სოციალურ ქსელში გვერდიც კი შეუქმნეს. მალევე მათ ბოლივიის მთებში ჯულიეტასაც მიაგნეს.

უკრაინის არჩევნები

16 იანვარი 2019, 00:31

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას კიდევ სამი პოლიტიკოსი დაემატა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა. ესენი არიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ თავმჯდომარე ანატოლი გრიცენკო, პარტია „ჩვენების“ ლიდერი ევგენი მურაევი და რადის ვიცესპიკერი ვიტალი კუპრი.

ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტუსკი

16 იანვარი 2019, 00:12

მსოფლიო

Brexit-ზე კენჭისყრას ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები გამოეხმაურნენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა დასრულდა. კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს. ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრა ვესტმინსტერში

15 იანვარი 2019, 23:39

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის სამთავრობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

Brexit-ამდე 73 დღით ადრე ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432 კი წინააღმდეგი წავიდა. Brexit-ის საკითხზე დებატებმა მთლიანობაში სრული 8 კალენდარული დღე წაიღო. დებადებზე 55 საათი და 43 წუთი დაიხარჯა, რა დროსაც სიტყვის უფლება 425-მა კანონმდებელმა გამოიყენა.

ნიკოლას მადურო

15 იანვარი 2019, 23:25

მსოფლიო

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი უზურპატორად გამოაცხადა

ვენსუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

15 იანვარი 2019, 23:00

ძალოვნები

სუსის რეგიონულ სამსახურებში ახალი უფროსები დანიშნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ადასტურებს.

ეიჰორნის ყინულის სახლი

15 იანვარი 2019, 22:24

ტაბლოიდი

აშშ-ში მამობილმა ეტლით მოსარგებლე ქალიშვილს ყინულის მოძრავი ქოხი აუშენა

Reddit-ის მომხმარებლები აღფრთოვანდნენ ოჰაიოში მცხოვრები გრეგ ეიჰორნის საქციელით, რომელმაც თავის ეტლით მოსარგებლე შვილს ნამდვილი თოვლის ქოხი აუგო. ისიც ეტლით გადაადგილდება.

პოლიცია

15 იანვარი 2019, 21:54

ძალოვნები

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ფოთში, ჭალადიდი-ყორათის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

სროლა ვერაზე

15 იანვარი 2019, 21:46

ძალოვნები

ვერაზე მომხდარი ინციდენტისას კიდევ ერთი პირი დაიჭრა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სროლას სავარაუდოდ წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.ერთ-ერთ მათგანს, გირგი ადუაშვილს ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები - იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა.

15 იანვარი 2019, 21:44

სპორტი

არაოლიმპიური სპორტის სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული უძლიერეს კაცთა ფედერაციიდან კოტე ჯანაშიამ მოიპოვა. პრიზი მას ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გადასცა. მეორე და მესამე პოზიციები სუმოისტმა ლევან გორგოძემ, იგივე ტოჩინოშინმა და ლევან საგინაშვილმა, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციიდან გადაინაწილეს.

Facebook Story

15 იანვარი 2019, 21:28

ტექნოლოგიები

Facebook „სთორი“ დაგეხმარებათ მეგობარი ღონისძიებაზე მიიწვიოთ

სოცქსელი ტესტავს ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი პირდაპირ „სთორიდან“ შეძლებს მიიწვიოს მეგობარი ღონისძიებაზე. სოცქსელმა Facebook Story 2017 წლის 28 მარტს აამოქმედა. თავგადასავალის გამოსაქვეყნებლად „სთორის“ ყოველდღიურად 300 მილიონი მომხმარებელი იყენებს.

15 იანვარი 2019, 21:07

საქართველო

ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებული ქართველები საქართველოში ჩამოფრინდნენ

ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებული მოქალაქეები საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. სამშობლოში დაბრუნებულთა მტკიცებით, მათთვის არავის აუხსნია, რა მიზეზით დაატოვებინეს ქვეყანა.

15 იანვარი 2019, 20:58

ძალოვნები

სასამართლოში გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე დაიკითხა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი თევდორაძე დაიკითხა. მან მეორე დაკითხვაზე ჩვენება შეცვალა. ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატს კითხვები სწორედ ამ თემაზე აქვს.

მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი

15 იანვარი 2019, 20:45

საქართველო

ბახტაძე და ფაშინიანი ბოლნისში ერთმანეთს არაფორმალურად შეხვდნენ

ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.

15 იანვარი 2019, 20:40

საქართველო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილებას საპატრიარქო სინოდის სხდომაზე მიიღებს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში, საკითხის შესწავლა გრძელდება.

სასამართლო

15 იანვარი 2019, 20:37

მსოფლიო

ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს პატიმრობის ვადა გაუგრძელეს

სასამართლომ ოთხი მეზღვაურის განაჩენი გამოაცხადა. მოსკოვის სასამართლო დიდი ალბათობით დანარჩენ მეზღვაურებთან დაკავშირებით მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. 25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს.

ავარია ქუთაისში

15 იანვარი 2019, 20:19

ძალოვნები

ქუთაისში ავარიისას 53 წლის კაცი დაიღუპა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 53 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ონლაინ ვაჭრობა

15 იანვარი 2019, 20:09

ეკონომიკა

ბელარუსმა მოვაჭრეებს აქციების ბიტკოინებით ყიდვის ნება დართო

ბელარუსმა IT ინდუსტრიაში რეფორმების განხორციელება 2015-16 წლებიდან დაიწყო. კრიპტოვალუტის შესახებ კანონს კი საკანონმდებლო ორგანომ 2017 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. მიზანი უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება იყო.