imedi /  19 აპრილი 2018, 10:14 / სანდო წყარო

პარლამენტმა მთავრობას ყირგიზეთში უნდობლობა გამოუცხადა

ყირგიზეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ usnews-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას რამდენიმე პოლიტიკური პარტია მიემხრო, რომელთაც 2017 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებული მთავრობის მიერ დღემდე განხორციელებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს.

მოაწერს თუ არა პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მთავრობის დათხოვნის განკარგულებას ხელს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 13:54

პოლიტიკა

სტივ ნიკანდროსი: აშშ-ის და მისი ხანგრძლივი მოკავშირის, საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებების და უთვალავი პერსონალური კავშირის წყალობით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა

შეერთებული შტატებისა და მისი ხანგრძლივი მოკავშირის საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიური მეშვეობით, არამედ ადამიანების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, მეწარმეების, ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური საზოგადოებების და უთვალავი პერსონალური კავშირების წყალობით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში შენდებოდა, - განაცხადა ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელმა სტივ ნიკანდროსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

04 ივნისი 2026, 13:38

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან

საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

04 ივნისი 2026, 13:28

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართება

6 და 7 ივნისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია ღონისძიებების სივრცეში, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები/Serate Verdi“ გაიმართება, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი იტალიელი პოეტის, მწერლის, მხატვრის, მოქანდაკის, სცენარისტისა და კულტურის მოღვაწის, ტონინო გუერას ხსოვნას, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

04 ივნისი 2026, 13:22

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი. ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან აფასებს

ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიგი თევზაძე

04 ივნისი 2026, 13:02

პოლიტიკა

გიგი თევზაძე: ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტს სულ სხვადასხვა რაღაცებს ელაპარაკებიან - მეორე მხრივ ისინი უყურებენ როგორ იქცევიან ოპოზიციური პარტიები, ჩხუბობენ, რაღაც წერილებს უქვეყნებენ ერთმანეთს

ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, მიდიან სახდეპთან და სულ სხვადასხვა რამეებს ელაპარაკებიან, უმეტესობას ვიცნობ და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამას აკეთებენ, - განაცხადა ილიაუნის ლექტორმა, გიგი თევზაძემ.

გიგი თევზაძე

04 ივნისი 2026, 13:01

პოლიტიკა

გიგი თევზაძე: როგორც ჩანს, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს - ოპოზიციამ აშშ-ს იმდენად ვერ გააგებინა რა უნდა, რომ ისინი იძულებული გახდნენ, ჩამოვიდნენ და ილაპარაკონ, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

„საბოლოოდ ასე ჩანს, რომ მოდი, რაღაცნაირად მოვილაპარაკოთ, მოდი, ვაიძულოთ რომ არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევიდეს პარლამენტში და მერე ვნახოთ. იმიტომ, რომ მათ [აშშ-ს] აშკარად სჭირდებათ ვიღაცები, ვისთანაც დაილაპარაკებენ და ეს ვიღაცები იქნებიან ხალხის მიერ არჩეულები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ ანუ, გააკონტროლონ და გაყალბება არ დაუშვან. მე ვფიქრობ, რომ რუბიოს ხალხი ასე ფიქრობს დღეს, რომ ასე უნდა მოხდეს“, - აცხადებს გიგი თევზაძე.

04 ივნისი 2026, 12:56

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2026, 12:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მოხარული ვარ, რომ კვლავ ვმასპინძლობთ მაღალი დონის დისკუსიას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საერთო მიზნის გარშემო - ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

კახა კალაძე

04 ივნისი 2026, 12:54

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ისინი მთლიანად იმართებიან გარედან. რა მითითებებიც იქნება, ან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ მას მოერგონ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს და საიდან იმართებიან. ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ისინი თანხვედრაში ნამდვილად არ არიან, არიან აცდენილები. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ხედავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

04 ივნისი 2026, 12:51

პოლიტიკა

კახა კალაძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო

მზად ვართ ამერიკასთან განახლებული ურთიერთობების, ოღონდ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის სამართლიანობას ეფუძნებოდეს, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 12:46

პოლიტიკა

პრემიერი „ლელოზე“: 2024 და 2020 წელს თვითონაც თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე

„რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს

გამოვიდა ჯო უილსონი, გამოვიდა ეკა გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

04 ივნისი 2026, 12:39

საზოგადოება

თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

04 ივნისი 2026, 12:33

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 12:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება იქნება მყისიერი, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით

ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 12:24

პოლიტიკა

პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შსს

მესტიაში ამოღებულია დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

რიკარდ იოზვიაკი

04 ივნისი 2026, 12:23

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი მადიარის განცხადებაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე: 10-15 წელი სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ევროკავშირის დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს

„ბევრი გამოეხმაურა მადიარის ვარაუდს 10-15 წელიწადში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის შესახებ, თუმცა ეს ვადები სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს - არა 2027 წელი, არა 2030 წელი, არამედ 2030-იან წლები“, - წერს იოზვიაკი.

04 ივნისი 2026, 12:22

ეკონომიკა

ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნეს სექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება: იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით

2026 წლის I კვარტალში, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნესსექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 12:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი, ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება

ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი და ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

04 ივნისი 2026, 12:15

ეკონომიკა

საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, სებ-ს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.