სირიაში აშშ-სა და რუსეთის ძალების პირველი ბრძოლის დეტალები ცნობილია
ფოტო: Sgt. Marjorie A. Bowlden
თებერვლის დასაწყისში, სირიის პროვინცია დეირ-აზ-ზორში პრეზიდენტი ბაშარ ასადის მხარდამჭერებს, (რომელთან ერთადაც იბრძოდნენ რუსი დაქირავებული მებრძოლები) და მეამბოხეებს შორის (რომელსაც მხარს უჭერდნენ ამერიკელი სამხედროები) ბრძოლა შედგა. 25 მაისს, გამოცემა The New York Times-მა ბრძოლის სურათი აღადგინა, რაც სირიაში ამერიკული და რუსული ძალების დაჯახების პირველი ღია მაგალითი გახდა.
"რუსების მეთაურებმა დაგვარწმუნეს, რომ იქ მათი ხალხი არ იყო"
დეირ-აზ-ზორი ევფრატის სხვადასხვა ნაპირზე მდებარეობს და იანვრის ბოლოს ორივე მხარეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები ერთდროულად ტარდებოდა. ერთ ოპერაციას ახორციელებდნენ ამერიკელი სამხედროები, მეორეს - რუსები.
აშშ-სა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები სირიაში რეგულარულად ცვლიდნენ ინფორმაციას სპეციალური არხებით, რათა თავიდან აეცილებინათ შეტაკება. ასე იყო დეირ-აზ-ზორში. The New York Times-ის წყაროები აცხადებენ, რომ ამერიკელებმა რუსეთის მხარე რამდენჯერმე გააფრთხილეს: შეიარაღების მაღალი კონცენტრაცია ერთ რეგიონში პოტენციურად საშიშია.
პასუხად, რუსული მხარე აცხადებდა, რომ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ასადის მხარდამჭერებზე, რომლებიც ოპერაციას ატარებენ. გაზეთის რესპონდენტები ამტკიცებენ: საუბრების შიფრი აჩვენებდა, "სირიული"დანაყოფების ჯარისკაცები ერთმანეთში რუსულად ლაპარაკობენ. ამერიკული დაზვერვის ცნობით, ამ დანაყოფებში მართლაც იყვნენ სირიელები, მაგრამ ძირითად ნაწილს რუსი დაქირავებული მეომრები შეადგენდნენ - სავარაუდოდ დაჯგუფება "ვაგნერი".
"სირიაში რუსული ჯარის უმაღლესი სარდლობა ირწმუნებოდა, რომ იქ მათი ხალხი არ იყო", - განაცხადა აშშ-ის სენატში უშიშროების მინისტრმა ჯეიმს მეტისმა. მისი თქმით, მან ამ შეიარაღებული ფორმირებების განადგურების ბრძანება მისცა, და ეს ასეც მოხდა.
ამერიკელები თავდასხმის შეჩერებას სთხოვდნენ
7 თებერვალს, დაახლოებით 30 საზღვაო ამერიკელი ქვეითი და სამხედრო ამბოხებულებთან ერთად ნავთობქარხანა Conoco-ს მახლობლად, პოზიციაზე იმყოფებოდა. მათგან რამდენიმე კილომეტრში აშშ-ის სპეცდანიშნულების არმია დრონებითა და სადამკვირვებლო კამერით, აწოდებდნენ Conoco-სთან მდგარ სამხედროებს ინფორმაციას.
15:00 საათზე, ნავთობქარხანასთან გაჩნდა ასადის დაახლოებით 500-მდე მომხრე და 27 სამხედრო ტექნიკის ერთეული, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორი. ამერიკულმა მხარემ მოქმედებაში მოიყვანა საჰაერო ძალები. მხარდამჭერთა ბაზაზე 15-კაციანი დაჯგუფება შეიქმნა, რომლებიც მზად იყვნენ მისულიყვნენ მებრძოლების დასახმარებლად ნავთობქარხანასთან.
22:30 საათზე, ასადის მომხრეები, ამერიკელებისა და მეამბოხეების პოზიციებზე, შეტევაზე გადავიდნენ.
როგორც The New York Times-ი წერს, ბრძოლის პირველი 15 წუთი ამერიკელები რუსულ მხარეს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ თავდასხმა შეეჩერებინათ, თუმცა ასადის მომხრეებმა ოპერაცია გააგრძელეს.
ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო
როდესაც მიხვდნენ, რომ თავდასხმა გრძელდება, ამერიკულმა ძალებმა საბრძოლო ადგილას ავიაცია გააგზავნა, მათ შორის ბომბდამშენი B-52, მძიმე დამრტყმელი რაკეტები AC-130, ვერტმფრენები AH-64, დრონები და გამმანადგურებლები. 3 საათის განმავლობაში, ისინი ასადის მომხრეების პოზიციებს ბომბავდნენ.
ნავთობქარახანასთან ასევე გაემართა დამხმარე ბაზაც. სამხედროები გამორთული განათებით მოძრაობდნენ და მხოლოდ თერმულ ტექნიკას იყენებდნენ.
01:00 საათისთვის, დამხმარე ბაზა ნავთობქარხანასთან მივიდა. გაერთიანებული ძალებით, დაახლოებით 40 ამერიკელმა სამხედრომ ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელებს. ერთი საათის შემდეგ, ასადის მებრძოლებმა უკან დახევა დაიწყეს. რამოდენიმე მათგანი შემდეგ ბრძოლის ველზე დაბრუნდა, რათა დაღუპულების ცხედრები წაეღოთ.
შედეგი
დაღუპულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. რუსულმა მხარემ ოფიციალურად გამოაცხადა მხოლოდ 4 გარდაცვლილი მებრძოლის შესახებ და რამდენიმე დაჭრილზე. სირიის სამხედროებმა 100 გარდაცვლილზე გაავრცელეს ინფორმაცია. სხვადასხვა წყაროებმა მთლიანობაში 300-მდე მსხვერპლი დათვალეს.
თავდასხმის მოტივებიც ბოლომდე გაუგებარია. ერთ-ერთი ვერსიით, რუს დაქირავებულ მეომრებს კონტროლი უნდა დაემყარებინათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ვარაუდობენ, რომ მათ ნავთობის გაყიდვით რაღაც წილი ეკუთვნით.
ამერიკელების მხრიდან არცერთი სამხედრო არ დაშავებულა.
სირიის ომის შესახებ ვრცლად ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 16:09
საზოგადოება
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
28 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
28 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 მაისი 2026, 15:39
მსოფლიო
შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 15:38
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
28 მაისი 2026, 15:34
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა
რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
28 მაისი 2026, 15:21
ტაბლოიდი
Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება
„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.
28 მაისი 2026, 15:15
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები
ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 15:14
მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
28 მაისი 2026, 15:09
პოლიტიკა
მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა
დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
28 მაისი 2026, 15:05
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
28 მაისი 2026, 15:04
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 15:04
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
28 მაისი 2026, 14:58
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების
ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.
28 მაისი 2026, 14:53
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა
მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.


