imedi /  03 ივნისი 2018, 20:01 / სანდო წყარო

ტრამპი: რომ მცოდნოდა FBI მანაფორტზე საქმეს იძიებდა, მას აღარ დავიქირავებდი

დონალდ ტრამპი
პოლ მანაფორტი

დონალდ ტრამპი
პოლ მანაფორტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროს პოლ მანაფორტის წინააღმდეგ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით Twitter-ზე დაპოსტა.

ტრამპის თქმით, FBI-ს უნდა ეთქვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომ პოლ მანაფორტის შესახებ საქმეს იძიებდნენ.

"მანაფორტი ჩემ წინასაპრეზიდენტო კამპანიას გვიან შემოუერთდა და ჩვენთან ცოტა ხანი იყო. (FBI-ის ყოფილ დირექტორს) ჯეიმს კომის საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე, რომ მის წინააღმდეგ საქმე მიდიოდა და აღარ დავიქირავებდი", - წერს ტრამპი Twitter-ზე.

 

 

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ 12 ბრალდება წარუდგინა, არცერთს არ აღიარებს. მანაფორტს ფულის გათეთრების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

სასამართლომ მანაფორტს შინაპატიმრობა 30 ოქტომბერს მიუსაჯა. მას და მის საქმიან პარტნიორს, რიკ გეითსს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 80 და 70 წლამდე პატიმრობა, ასევე ფულადი ჯარიმა ემუქრებათ. 

მილიარდერი პოლ მანაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შემდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა. ის ასევე მუშაობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან. 

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პატარა სცენაა მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. სწორი შედარებაა, რომ ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია

რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც აზელენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

15 ივლისი 2026, 14:16

მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მარცხის შემდეგ საფრანგეთში 160 ადამიანზე მეტი დააკავეს

საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა პოლიციას პიროტექნიკით ესროლეს და ქუჩაში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. არეულობისას პარიზის ქუჩებში გაჩენილ ხანძრის კერებს მეხანძრეთა ათობით ბრიგადა აქრობდა.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 14:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე: ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში

ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე.

15 ივლისი 2026, 14:14

ტექნოლოგიები

NASA და „როსკოსმოსი“ თანამშრომლობის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

8-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ჯარედ აიზეკმანი ყაზახეთში ბაიკანურის კოსმოსურ ცენტრში ჩავიდა. ის იმ რუსული კოსმოსური ხომალდის აფრენას დაესწრო, რომელიც ორ რუს და ერთ ამერიკელ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ჩაიყვანს.

არჩილ გორდულაძე

15 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი

საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბალაშ ორბანი

15 ივლისი 2026, 14:06

მსოფლიო

ბალაშ ორბანი: როგორც კი არათანაბარი წევრობის პრინციპი დამკვიდრდება, ეს მხოლოდ მომავალ წევრებზე არ გაჩერდება. ადრე თუ გვიან, ეს შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად ევროკავშირში შემავალი მცირე წევრი სახელმწიფოების პოზიციების შესასუსტებლად

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: როგორც კი არათანაბარი წევრობის პრინციპი დამკვიდრდება, ეს მხოლოდ მომავალ წევრებზე არ გაჩერდება. ადრე თუ გვიან, ეს შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად ევროკავშირში შემავალი მცირე წევრი სახელმწიფოების პოზიციების შესასუსტებლად. უნგრეთის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში შედის, დაუპირისპირდეს ამ წინადადებას და გვერდით დაუდგეს მათ, ვინც თანაბარი წევრობის პრინციპს იცავს. იტალიამ, ავსტრიამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, საბერძნეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. სად არის უნგრეთი?“ - წერს ორბანი.

15 ივლისი 2026, 13:50

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს და გენერალური მდივნის მოადგილეს, ანა ვენეციანოს შეხვდა.

15 ივლისი 2026, 13:07

მსოფლიო

კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა

ამავდროულად, გერმანელთა 69% მხარს უჭერს ადამიანების უფლებას, ეძებონ თავშესაფარი ომისა თუ დევნისგან სხვა ქვეყანაში. Ipsos UK-ის დირექტორი, ტრინ ტუ ამ წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები ზოგადად მხარს უჭერენ ლტოლვილთა დაცვას, თუმცა, ამავე დროს, სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესის პრაქტიკულ რეალიზებას.

15 ივლისი 2026, 12:59

სამართალი

პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული.

15 ივლისი 2026, 12:44

საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ

შსს-ის მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.

15 ივლისი 2026, 12:41

ეკონომიკა

თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება

2026 წლის 28 ივლისს, სასტუმრო Swissôtel Tbilisi-ში, საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა EurAsia Gulfგამართავს საერთაშორისო ნეთვორქონგ ღონისძიებას Tbilisi Eurasian Tuesday | Georgia × GCC, რომელიც თავს მოუყრის ბიზნესის, ინვესტიციების, დიპლომატიური კორპუსისა და სამეწარმეო სფეროსწარმომადგენლებს.

15 ივლისი 2026, 12:40

რეგიონი

საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქპატენტის სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 12:37

საზოგადოება

ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 12:35

რეგიონი

ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 12:30

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

15 ივლისი 2026, 12:29

მსოფლიო

FT: უკრაინას ევროკავშირის ფულით უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური დეტალები შეძენის ნება დართეს

ევროკავშირის კრედიტის პირობების თანახმად, ამ თანხით შესყიდული თავდაცვითი პროდუქცია უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ბაზრიდან, უკრაინიდან ან დამტკიცებული პარტნიორებიდან - მაგალითად, კანადიდან. გარდა ამისა, შესყიდვები არ უნდა „ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს“.

15 ივლისი 2026, 12:21

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

15 ივლისი 2026, 12:19

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 12:12

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“

15 ივლისი 2026, 12:10

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.