რამდენი ქალი ამხილეს სექსუალურ ძალადობაში კამპანია #MeToo-ს დაწყებიდან
ფოტო: shutterstock.com
ერთი წლის წინ, 2017 წლის ოქტომბერში, აშშ-ში დაიწყო მასობრივი კამპანია #MeToo სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ. ამ კამპანიის ფარგლებში, ასობით გავლენიანი კაცი დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და სექსუალურ ძალადობაში. მათგან ბევრი თანამდებობიდან გადადგა ან საჯარო საქმიანობა შეწყვიტა; მკაცრად აკრიტიკებდნენ მათაც, ვინც ამ კაცების დაცვას ცდილობდა.
კამპანიის დაწყების შემდეგ სექსუალურ ძალადობაში ქალებსაც ადანაშაულებენ, მაგრამ მათი რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. Forbes-ის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ამგვარ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულებული 700 ადამიანიდან, ქალი მხოლოდ 17-ა. მათ შორის არიან მაგალითად, მომღერალი მერაია ქერი, რომლის ძალადობაზეც მისმა მცველმა დაიჩივლა, ასევე #MeToo-ს რამდენიმე აქტივისტიც.
2017 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა განაცხადა, რომ მას თავისი ლექტორი, გერმანული ენების და ლიტერატურის პროფესორი ავიტალ რონელი ავწიროებდა. 11-თვიანი გამოძიების შემდეგ უნივერსიტეტმა ქალი დამნაშავედ ცნო და ორი წლით საქმიანობა აუკრძალა.
2018 წლის თებერვალში ლოს-ანჯელესის საკანონმდებლო სათათბიროს წევრი და #MeToo-ს აქტივისტი ქრისტინა გარსია სექსუალურ შევიწროებაში ყოფილმა კოლეგამ დაადანაშაულა. კაცმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე ნასვამმა გარსიამ ის კედელთან მიიმწყვდია და ზურგსა და თეძოებზე მოფერება დაუწყო, მან კი ძლივს შეძლო ქალისგან თავის დაღწევა. კაცის ორმა ნაცნობმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ მეგობარმა მათ მალევე უამბო. მსგავსი ისტორია აქტივისტის შესახებ გამოცემა Politico-ს კიდევ ერთმა კაცმა უამბო. საკანონმდებლო სათათბიროს სპეციალურმა კომისიამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ გარსიას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც ქალი სამუშაოს დაუბრუნდა.
ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ისტორიად იქცა #MeToo-ს აქტივისტის, მსახიობისა და რეჟისორის, აზია არჯენტოს მიმართ ბრალდებები. მსახიობმა ჯიმი ბენეტმა განაცხადა, რომ ქალმა მასზე სექსუალურად იძალადა, როდესაც ბენეტი 18 წლისაც არ იყო. არჯენტო თავიდან ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ მსახიობთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. არჯენტოს თქმით, მან არ იცოდა თუ ბენეტი არასწრულწლოვანი იყო და სექსის ინიციტივაც არა მისგან, არამედ ბენეტისგან მოდიოდა.
Los Angeles Times-ი აღნიშნავდა, რომ #MeToo-ს აქტივისტების მიმართ ბრალდებებმა ცხადყო, რომ მოძრაობაში არამოწყვლადი ადამიანები არ არიან, მაგრამ ამან კამპანიის რეპუტაცია არ უნდა შელახოს, თუმცა შევიწროების მსხვერლთ შეიძლება ძალადობის შესახებ საჯარო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგოს.
არსებობს მოსაზრება, რომ ქალების მიმართ ბრალდებები იშვიათად რამდენიმე მიზეზის გამო ისმის. ქალებს კაცებზე იშვიათად აქვთ ძალაუფლება და ზოგადად ბევრად ნაკლებად არიან მიდრეკილნი ძალადობისკენ. ამასთან, შევიწროების შესახებ ზუსტი მონაცემები რეალურად არ არსებობს: დასაქმების თანაბარი უფლებების ამერიკული კომისია მხოლოდ დაზარალებულ სქესს აღრიცხავს. გარდა ამისა, კაცები, სავარაუდოდ, უფრო იშვიათად აცხადებენ სექსუალური ძალადობის და შეწვიროების შესახებ, ვიდრე ქალები.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 10:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს
„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
22 ივლისი 2026, 10:32
მსოფლიო
Bloomberg: ბერნემმა ირანზე აშშ-ის დარტყმებისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებას მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უფლება მისცა აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ბაზები გამოიყენოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 10:28
ტექნოლოგიები
გაერო: ადამიანთა 30%-ზე მეტისთვის ჯანსაღი კვება ძვირია
ორგანიზაციის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2,69 მილიარდ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მრავალფეროვანი საკვები და ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე არსებული მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. 2030 წლისთვის შიმშილის აღმოსაფხვრელად „უზარმაზარი“ სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო.
22 ივლისი 2026, 10:13
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 10:11
ეკონომიკა
ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირვლეი ავიარეისით ვიმგზავრე. ჩვენ გავეცანით საქართველოს მიმართულებას, ძალიან გვახარებს თბილისის ულამაზესი ხედების ხილვა. მიღებულ შთაბეჭდილებებს სულ უფრო მეტ მგზავრს გავუზიარებთ, რათა მათ ჩვენი ავიკომპანიის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში იმოგზაურონ. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ველოდებით, რომ მომავალში პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ”,-აცხადებს China Eastern Airlines-ის წარმომადგენელი სტივენ ლი.
22 ივლისი 2026, 10:06
მსოფლიო
ოლექსანდრ სირსკი: ვტოვებ უკრაინის მთავარსარდლის თანამდებობას. მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც შეტევაზეა გადასული
უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაყენებულმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.
22 ივლისი 2026, 09:58
საზოგადოება
ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყის ხანძრების რისკი იზრდება - სპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.
22 ივლისი 2026, 09:41
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა საუდის არაბეთთან ისტორიული ბირთვული შეთანხმება დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან ისტორიული ბირთვული შეთანხმება ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც სამეფოს სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული პროგრამის განვითარებას ითვალისწინებს და მომავალში ქვეყნის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შესაძლებლობასაც შეიძლება გაუხსნას გზა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 09:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს, ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვდებთ დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდება ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორს.
22 ივლისი 2026, 09:16
მსოფლიო
The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს. ინფორმაციას The New York Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმების მორიგი სერიის შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ზედიზედ მე-11 ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
22 ივლისი 2026, 08:43
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
22 ივლისი 2026, 08:29
რეგიონი
ონში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა
სწორედ ამ შეჯიბრების შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
22 ივლისი 2026, 08:27
კულტურა
პრემია „მაჩაბელი“ 5 ნომინაციაში გაიცა
თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ პრემია 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ეროვნული ბიბლიოთეკა გამარჯვებული ავტორების წიგნებს გამოსცემს.
22 ივლისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში
ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.
22 ივლისი 2026, 08:11
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
22 ივლისი 2026, 08:04
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს - დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლად გაედინება.
22 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სინგაპურში ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება
სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტი ფარგლებში, დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება, მომდევნო დღეებში კი დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.


