imedi /  21 ოქტომბერი 2018, 20:03 / სანდო წყარო

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ერ-რიადს ახალ გამოწვევას უგზავნიან

საუდის არაბეთი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა

ჯამალ ჰაშაღი

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია საუდის არაბეთისგან მოითხოვს, რომ რაც შეიძლება დროულად განმარტოს ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის დეტალები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროპული ქვეყნის ერთიანი განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა მტკიცებულებებითა და ფაქტებით უნდა გაამყაროს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი "პირველივე ჩხუბში"  მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ქვეყნები მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს შეკითხვებს პასუხი და ითქვას, თუ კონკრეტულად რა და როგორ მოხდა 2 ოქტომბერს. ისინი საუდის არაბეთს გამოძიების მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გამოძიება დეტალურად განხორციელდეს და გამოვლინდნენ ზუსტი დამნაშავეები, რომლებიც სათანადოდ აგებენ კანონის წინაშე პასუხს. ჩვენ საუდელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ", - წერია ევროპული ქვეყნების განცხადებაში.

ცნობილია, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის  მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის ვერსიით უკმაყოფილოა. ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან ამ თემაზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. პრეზიდენტის განმარტებით, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. 

მანამდე საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული. 

საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოს შენობაში შევიდა, მასსა და დიპლომატიური უწყების თანამშრომლებს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა.

საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა. ჯამალ ჰაშაღის საქმეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. დიდი შვიდეული სამიტზე კი ევროპელმა ლიდერებმა ერ-რიადს, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამჭირვალე და დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ცხოველები

18 იანვარი 2019, 18:19

ტაბლოიდი

მექსიკაში ცხოველები აკურთხეს

მექსიკაში ის ფრანცისკანელმა ბერებმა დაამკვიდრეს. წმინდა ანტონი ეგვიპტეში მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ობლად დარჩენილმა წმინდანმა საკუთარი ქონება ღარიბებს დაურიგა და უდაბნოში წავიდა, სადაც ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობდა.

სოცქსელები

18 იანვარი 2019, 18:12

ტექნოლოგიები

გადაიხდიდით ონლაინ უსაფრთხოებისთვის? კვლევა ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობა არა

კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც Facebook-ის ირგვლივ პირადი ინფორმაციის დაცულობაზე და ამ თემის რეგულაციაზე მსოფლიო ალაპარაკდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 3,240-მა მოზარდმა მიიღო. კვლევა 2018 წლის 13-16 დეკემბერს ჩატარდა.

მენდელეევის ცხრილი

18 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

შოტლანდიაში მსოფლიოში უძველესი მენდელეევის ცხრილი იპოვეს

შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დალაგებისას ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდური ეგზემპლარი იპოვეს, რომელიც მსოფლიოში უძველესად მიიჩნევა.

ბრიუსელი ხიდი

18 იანვარი 2019, 17:54

მსოფლიო

ბრიუსელში ხიდი ჩაინგრა

ბრიუსელში ვილებრუკის არხზე გამავალი ხიდი ჩაინგრა, რის გამოც დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს შორის მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კირა მებუკე

18 იანვარი 2019, 17:47

კულტურა

მსახიობი კირა მებუკე გარდაიცვალა

ის იყო შალიკაშვილის თეატრის პირველი ქალი მიმი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან უდუდესი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში.

Tesla

18 იანვარი 2019, 17:44

ეკონომიკა

Tesla კომპანიაში დასაქმებულებს 7%-ით შეამცირებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უახლოეს მომავალში წარმოებასთან დაგეგმილი პროცესებია. ამერიკულ ავტომწარმოებელს ამ დროისთვის 45,000 დასაქმებული ჰყავს. მანამდე SpaceX-მა განაცხადა, რომ დასაქმებულებს 10%-ით შეამცირებს.

გაზპრომი

18 იანვარი 2019, 17:38

მსოფლიო

„გაზპრომი“ ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის დავალიანების ჩამოწერას არ აპირებს

აბონენტებისთვის 9 მილიარდი რუბლის ოდენობის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება გროზნოს რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 2015 წელს ჩეჩნეთის დავალიანება „გაზპრომის“ მიმართ 152 მილიარდ რუბლს აჭარბებდა.

18 იანვარი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

იაპონიამ ხელოვნური ვარსკვლავთცვენის მოსაწყობად ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

თანამგზავრი სტარტაპმა ALE-მ შექმნა. მის ბორტზე მეტალის 400 ბურთია მოთავსებული. დანიშნულ დროს მათ თანამგზავრიდან ისვრიან, რის შემდეგაც ბურთები დედამიწის მიმართულებით გაფრინდებიან. ფრენის პროცესში ისინი დაიწვებიან, დედამიწიდან კი ეს ვასკვლავთცვენასავით გამოჩნდება.

პარლამენტი

18 იანვარი 2019, 17:29

საქართველო

ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

სიახლე შეეხო ალჟირს, მაროკოსა და ტუნისსაც. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ასეთ შემთხვევაში გერმანია მერვე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩართავს.

18 იანვარი 2019, 17:25

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 150 ათასზე მეტი ფრენა შესრულდა

შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა - დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2019, 17:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ფეთხუმობაში ამხილეს

მოდის ექსპერეტებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ მეგან მარკლი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება დაჭმუჭნილი ტანსაცმლით. მაგალითად გამოცემას მისი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მოჰყავს, როდესაც მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works-ს ეწვია, რომელიც უმუშევარ ქალებს დახმარებას სთავაზობს.

Tesla ავტოპილოტი

18 იანვარი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla ორმოში ჩავარდა

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი, რომელიც კალიფორნიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, გზისპირა თხრილში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს 10 საათზე, დამაკავშირებელი გზის გზაგასაყარზე მოხდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის ნოემბერშიც მოხდა.

18 იანვარი 2019, 17:05

საქართველო

დაკავებულის და: შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა

"მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ, რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, - განაცხადა თეონა ტატიშვილმა.

გიგი უგულავა

18 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

თბილისის მოქმედ მერს ყოფილმა უპასუხა

მან კალაძე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და მერის გზავნილებს ჯანსაღ აზრს აცდენილი უწოდა. თემაზე კომენტარები გაკეთდა საკრებულოშიც. ოპოზიციამ კახა კალაძეს "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი უწოდა და შსს-ს მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.

გზა

18 იანვარი 2019, 16:51

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

H1N1

18 იანვარი 2019, 16:45

მსოფლიო

ინდოეთში წელს H1N1 ვირუსით 40 ადამიანი დაიღუპა

ამავე ინფორმაციით, 1-17 იანვარს ინფიცირების 1036 შემთხვევა გამოვლინდა.გასულ წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსს 1100 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

ინდონეზია პოლიცია

18 იანვარი 2019, 16:40

მსოფლიო

ინდონეზიელმა ქალმა ტელეფონის პინ-კოდის დამალვის გამო ქმარი დაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარს, რომელიც სახურავის შესაკეთებლად იყო ასული, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, მისთვის ტელეფონის პინ-კოდი ეთქვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ცოლ-ქმარს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა.

18 იანვარი 2019, 16:36

ეკონომიკა

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. თუმცა ადასტურებს, რომ 2006-2007 წლებში მის ბიზნეს-ჯგუფს ასეთი ინტერესი ჰქონდა,მაგრამ მაშინ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ეროვნული ბანკი

18 იანვარი 2019, 16:35

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იენს ლემანი

18 იანვარი 2019, 16:34

მსოფლიო

ცნობილი გერმანელები დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვენ

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და „არსენალის“ ყოფილი მეკარე იენს ლემანი ერთ-ერთ მათგანია, რომელებიც ჟურნალ The Times-ში გამოქვეყნებულ წერილს 31 ადამიანთან ერთად ხელს აწერს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს გადის.