imedi /  03 სექტემბერი 2019, 19:46 / სანდო წყარო

სანდრა რულოვსი: ივანიშვილს ან მოწამლავენ, ან მოკლავენ, ან დაიკარგება

სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. მისი განცხადებით, მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი უნდა დაიწყოს და ამით გიორგი გახარიას გაპრემიერება უნდა გააპროტესტონ. რულოვსის აზრით, მთავრობის მეთაურად გიორგი გახარიას დანიშვნა რუსეთის დაკვეთაა.

"ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, რომ გახარია უნდა დაინიშნოს პრემიერმინისტრად. ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო - მათი კაცი უკვე არის კაბინეტის უფროსი, შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია.

დამიჯერეთ, რომ ბიძინას მოიშორებენ ესენი მალე და თვითონ ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია. ან მოწამლავენ, ან მოკლავენ, ან დაიკარგება - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ბიძინას თუ კიდევ აქვს 1% მაინც დარჩენილი ჯანსაღი აზროვნება, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს. ჩვენ არაფერი გვრჩება, გარდა პროტესტისა.

უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ ამ კაცის დანიშვნა ხდება დიდი სახალხო პროტესტის ფონზე. ასე თუ იწყებს პრემიერი თავის მოღვაწეობას, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. მე ვფიქრობ, რომ წელს უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, თორემ 2020 წელს გვიან იქნება",- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“. აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვის მანძილზე მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდა.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კოვზანაძე

12 აპრილი 2021, 16:25

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: პენსიონერებზე ზრუნვა ის საკითხია, რომლის ირგვლივაც, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ყველა უნდა გაერთიანდეს

„ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი და მთავრობა მთლიანად ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს

პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური მოლაპარაკებების გარდა, მათთვის ძალზედ პრიორიტეტულია, უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს ქვეყანაში დგას.

ვატო შაქარაშვილი

12 აპრილი 2021, 16:16

პოლიტიკა

ვატო შაქარაშვილი: 9 აპრილის შეკრებაც და ორგანიზებული ძალის შექმნაც მხოლოდ ერთ მიზეზს ემსახურება

„აი ია“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებზე ისაუბრა. ვატო შაქარაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე. ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მომღერალი გია გაჩეჩილაძეა.

12 აპრილი 2021, 16:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: აგროტურიზმი არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ჩვენს ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული

„ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეგი ბაქრაძე

12 აპრილი 2021, 16:07

სამართალი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ლევან რატიანს შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა. ამასთან, მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

12 აპრილი 2021, 16:04

სამართალი

ბათუმში, „სირცხვილიას“ ოფისში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირების საქმის განხილვა დასრულდა

„მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო მითითებით ან გაფრთხილებით ამ ფაქტის განმუხტვა. საერთოდ ვერ გავიგე, რა საჭირო იყო მოქალაქეების გარეთ გამოყვანა. მე ვნახე ვიდეოები და სხვა ადამიანები უფრო არღვევდნენ, ვიდრე ისინი, ვინც დააკავა პოლიციამ. არადა, ბევრი სამართალდარღვევის ფაქტი ვნახე. ბატონო გენრი, მე ვიზიარებ თქვენს პოზიციას, ვნახე რომ იცავდით მეუღლეს, მაგრამ არ დაგირღვევიათ კანონი. საერთოდ ვერ მივხდი, რა საჭირო იყო აღმკვეთის გამოყენება“, - აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 15:59

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავა

12 აპრილი 2021, 15:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებსა და ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან შეხვედრებს გავმართავთ, რომელზეც არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 15:55

COVID19

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციები

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კელი დეგნანი

12 აპრილი 2021, 15:53

COVID19

კელი დეგნანი: შტატებისა და ევროპის მსგავსად, ვაქცინაციის მაჩვენებელი უკვე საქართველოშიც იზრდება

ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. დიპლომატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაქცინის უსაფრთხოებაზე და მნიშვნელობის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. მისი განცხადებით, ეკონომიკის სრულად ასამუშავებლად, კოლექტიური იმუნიზაცია გადამწყვეტია.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 15:44

COVID19

ამირან გამყრელიძე:„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტურობა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება

ყველა იმ ვაქცინას, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზე გამოიყენება, ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი აქვს კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებსა და განსაკუთრებით, სიკვდილიანობაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, „სინოფარმის“ ეფექტურობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. „სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% -იანი ეფექტურობა ბრაზილიაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში მისი ეფექტურობა 70%-მდეა.

კორონას ვაქცინა

12 აპრილი 2021, 15:39

COVID19

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი

„ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრის კალენდარი წინასწარ ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ.

12 აპრილი 2021, 15:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი იაპონიის ელჩს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

12 აპრილი 2021, 15:23

COVID19

Reuters: კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, თურქეთი შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, თურქეთი შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხათუნა ზახაშვილი

12 აპრილი 2021, 15:20

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორედ ავადობა დამახასიათებელი კოვიდ-19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას

მთელ მსოფლიოში რეინფიცირების რიცხვი იზრდება და პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორედ ავადაობა დამახასიათებელი კოვიდ-19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პიტერ სტანო

12 აპრილი 2021, 15:19

პოლიტიკა

პიტერ სტანო: საქართველოში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ პოლიტიკური ძალები საჭირო გამბედაობას, სიმწიფესა და მზადყოფნას გამოხატავენ

„კრისტიან დანიელსონის მისია არ იყო წარმატებული, რადგან არც მმართველი პარტიიდან და არც ოპოზიციიდან არ იყო პოლიტიკური ნება წარმოდგენილ დოკუმენტზე შეთანხმების მისაღწევად კომპრომისზე წასასვლელად. ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მსჯელობენ შემდეგ ნაბიჯებზე. ეს პროცესი გრძელდება. შედეგებზე და კონკრეტულ თარიღზე ჯერ ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. მსჯელობა გრძელდება და ევროკავშირის გზავნილი იგივე რჩება. საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები საჭირო პოლიტიკურ გამბედაობას, სიმწიფესა და მზადყოფნას გამოხატავენ“, - განაცხადა სტანომ.

12 აპრილი 2021, 15:14

კულტურა

მცხეთაში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა იწყება

მცხეთის კულტურის ცენტრში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა იწყება. პროექტი ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოამზადა.

12 აპრილი 2021, 15:04

საზოგადოება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკითხველმა გაიცნო

„კლიენტებთან სწორი და გულწრფელი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საფუძველია,“ – მიიჩნევს წიგნის მაღაზია „წიგნის სივრცის“ (Bookspace) დამფუძნებელი ნათია ლურსმანაშვილი, – „განსაკუთრებით, როცა საქმე წიგნის სფეროს ეხება, შენი წიგნები კი მასობრივ მკითხველზე არაა გათვლილი“.

12 აპრილი 2021, 15:03

რეგიონი

ფეროშენადნობების ახალ საწარმოში ასი ადამიანის დასაქმება იგეგმება

ამისთვის კომპანია „მანგანეზ ინდასტრისს“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა. სანაცვლოდ კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1,7 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.