Imedi /  12 სექტემბერი 2019, 20:58 / სანდო წყარო

მეთიუ ბრაიზა: ინაშვილის მოწოდება გამოძიების შესახებ საქართველოს არ შეეფერება

მეთიუ ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა

მსგავსი მარტივი განცხადება მხოლოდ ავტორიტარულ და არადემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება გახდეს გამოძიების საგანი. ასეთი კი არ არის საქართველო, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნას. ამერიკელი დიპლომატი Imedinews-ს ესაუბრა.

„რაც გუშინდელ ინტერვიუში ვთქვი, იყო ის, რომ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა ხელი ჩაავლო კონფერენციის ორგანიზატორს, ქალბატონ ნინო ევგენიძეს - ირმა ინაშვილმა ხელი შეუშალა კონფერენციის მიმდინარეობას, რაც ჩემს ქვეყანაში შესაძლოა, შეფასებულიყო ფიზიკურ შეურაცხყოფად, რომელიც შეერთებულ შტატებში თავისთავად დანაშაული იქნებოდა.

სამშაბათს საღამოს, ქალბატონ ნინო ევგენიძის პიჯაკზე მართლაც იყო ქალბატონი ინაშვილის ფიზიკური შეტევის კვალი, რომელსაც დაახლოებით რვა საათით ადრე ჰქონდა ადგილი და რაც მე საკუთარი თვალებით ვნახე.

ასეთი მარტივი განცხადება მხოლოდ ავტორიტარულ და არადემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება გახდეს გამოძიების საგანი. ასეთი კი არ არის საქართველო. საქართველო რჩება განვითარებადი დემოკრატია, რომლის პოლიტიკური ინსტიტუტები იმსახურებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მისწრაფების უზრუნველსაყოფად, რაც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციას გულისხმობს.

ამრიგად, ქალბატონი ინაშვილის მოწოდება გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის სრულიად შეუფერებელია. ამ ქვეყანაში მომავალი არჩევნები განსაზღვრავს დემოკრატიული ევოლუციის შემდეგ ფაზას, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების გზით პოლიტიკური ტრანზიციის ეტაპით. ეს ნამდვილად იყო უდიდესი მიღწევა ქართული დემოკრატიისთვის.

ქალბატონ ინაშვილის პარტიას, არჩევნებზე კონკურენციის დროს, უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობისა, რომლებიც არ ეთანხმებიან მისი პოლიტიკური პარტიის მიზნებსა და პრინციპებს. და ბოლოს, ქალბატონი ინაშვილის უკვე მეორედ გამოჩენა კონფერენციაზე, მიზანშეწონილობასთან უფრო ახლოს იყო. მან უფრო ღირსეულად ისაუბრა. დასვა კითხვები და მიიღო პასუხები, რაც დემოკრატიის პრინციპებისთვის დიდი გამარჯვება იყო“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Imedinews-ს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი ამერიკელი დიპლომატის, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

ბრაიზას განცხადებას, რომ ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკაწრა, პოლიტიკოსი ცილისწამებად აფასებს.

„პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკელი ექსპერტის დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებასაც მოითხოვს. პოლიტიკური პარტია 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ხალხმრავალი აქციის გამართვას აპირებს. ამ მოთხოვნის საფუძვლად პოლიტიკოსი სასტუმრო „რუმსში“ მომხდარ ინციდენტს ასახელებს, როდესაც ამერიკელმა დაპირისპირებისას მას დაუყვირა და ინაშვილის თქმით, ხელითაც შეეხო. პოლიტიკოსმა ამერიკელი ექსპერტისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა. 

10 სექტემბერს, ირმა ინაშვილი სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის მოთხოვნით გამოჩნდა, თუმცა ის ამ ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა, რასაც ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიტიკოსმა კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვა მაინც მოახერხა და ღონისძიების ამერიკელ სტუმრებს ჰკითხა, არის თუ არა ადამიანების წამება დასავლური ღირებულება. ინაშვილი დისკუსიის მონაწილეებისთვის იმის თქმას შეეცადა, რომ რასაც ბოკერია და სააკაშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ ამბობენ, სიცრუეა და ისინი უცხოელ პარტნიორებზე მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობენ. დევიდ კრამერმა კი განმარტა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ქალი, რომელიც ძალიან უხეშობდა და შლიდა კონფერენციას. იმის უარსაყოფად, რომ თითქოს კრამერი ინაშვილს არ იცნობდა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა კრამერთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც მისი თქმით, ვაშინგტონში, 2010 წელს გამართულ შეხვედრაზეა გადაღებული. 

ყველა სიახლე

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.