imedi /  09 ოქტომბერი 2019, 14:19 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება. 

„მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს“, - უთხრა გოცირიძემ თადუმაძეს.

„მეგონა, იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ იყო რამდენიმე ათეული. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ ამ შეხვედრას დააორგანიზებს.

გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ასევე ჰკითხა ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“. „ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, - ჰკითხა გოცირიძემ უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ უპასუხა „არ ვიცი“.

მანამდე თადუმაძემ განაცხადა, რომ წელიწადნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 21:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 21:37

COVID19

დავით ბაქრაძე: საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავიარეისის დაგეგმვისთანავე საქართველოს საელჩო ყველა საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას ამის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სრულად იყონ ამის შესახებ ინფორმირებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, გარკვეული პირები თუ ორგანიზაციები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და რაღაც პირობების თუ დაპირებების სანაცვლოდ, პირად მონაცემებს ართმევენ ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

01 აპრილი 2020, 21:33

COVID19

Bloomberg: კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია

ჩინეთის მთავრობამ მიზანმიმართულად შეამცირა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს მიაწოდეს.

01 აპრილი 2020, 21:31

COVID19

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან კორონავირუსის შედეგები და პრევენციული ნაბიჯები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მზრუნველობის საკითხს. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

ცხელების ცენტრი

01 აპრილი 2020, 21:09

COVID19

დღეიდან ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო. დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებისგან ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზის შეგროვება, ტრიაჟი, 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

აშშ-მა გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო

დონალდ ტუსკი

01 აპრილი 2020, 21:05

COVID19

დონალდ ტუსკი: ამ პანდემიის ჟამს უფრო მეტი ევროპა გვჭირდება

პანდემიის ეს ჟამი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული გამოცდაა ევროპული სოლიდარობისთვის, - განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

01 აპრილი 2020, 21:01

ვიდეო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ისევ გაიზარდა

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 20:59

COVID19

დავით ბაქრაძე: აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს 10-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული

ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს 10-მდე მოქალაქეა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც საკონსულოს აქვს. რამდენიმე ელოდება ტესტის პასუხს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკაში მცხოვრების საქართველოს ყველა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას და ასეთ დროს ეს კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

01 აპრილი 2020, 20:58

ვიდეო

კონსულტაცია დიპლომატებთან

01 აპრილი 2020, 20:57

COVID19

StopCoV ფონდში უკვე 20 500 000 ლარია მობილიზებული

1 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

01 აპრილი 2020, 20:57

ვიდეო

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დღეს სპეციალური რეისი ბულგარეთიდან შესრულდა

01 აპრილი 2020, 20:56

ვიდეო

ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა

01 აპრილი 2020, 20:55

ვიდეო

რეისები, რომლითაც ემიგრანტები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ წინასწარ იგეგმება

01 აპრილი 2020, 20:50

COVID19

ბათუმის შესასვლელებში ავტომობილების დეზინფექცია დაიწყო

ბათუმის შესასვლელებში ავტომობილების დეზინფექცია დაიწყო. სპეციალური ხსნარით ამუშავებენ როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს. მკაცრი კონტროლის გარეშე მოქალაქეები ბათუმში ვერ შედიან. საველე კარავში მძღოლებთან ერთად თერმოსკრნინგს გადიან მგზავრებიც. როგორც პოლიციის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა განაცხადა, დღის განმავლობაში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველა პირი დაჯარიმდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 24 საათის განმავლობაში ვიცავთ საგანგებო რეჟიმს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც ბლოკსაგუშაგოებს ასევე სოფლებიდან დამაკავშირებელ გზებს. მთლიანად ქალაქში პატრულირება ხორციელდება.

01 აპრილი 2020, 20:50

ვიდეო

რა ვითარებაა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე

01 აპრილი 2020, 20:49

ვიდეო

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ინციფირებულის კონტაქტები დადგენილია

01 აპრილი 2020, 20:47

ვიდეო

შაგან საქმეთა მინისტრი ერგნეთში ჩავიდა

01 აპრილი 2020, 20:45

საზოგადოება

საგარეო უწყება: 12 აპრილს ბერლინი-თბილისის, 14 აპრილს კი ამსტერდამი-თბილისის რეისები განხორციელდება

უწყების ინფორმაციით, ეს ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.

01 აპრილი 2020, 20:43

ვიდეო

მეორე დღეა ქვეყანა ახალ რეალობაში მკაცრი კარანტინის რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას