კობახიძე: „ნაცმოძრაობის” განშტოებებთან, „ნაცებთან”, „შმაცებთან” და „შმაცუნებთან” კოალიცია გამორიცხულია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან კოალიციის შექმნა გამორიცხა. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„იცით, რომ განშტოებები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, არიან „ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“. კოალიციის შექმნა არის გამორიცხული. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, მაგალითად „პატრიოტთა ალიანსი”, „დემოკრატიული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გვინდა 60%-ის აღება. თუ 60%-ს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის შედეგების პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეეჭვება ოპოზიციამ 40%-ზე მეტი მიიღოს. კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ უპრინციპობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და წითელი ხაზები, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კოალიცია “ ნაციონალური მოძრაობის” განშტოებებთან და სხვა ორიენტაციის მქონე პარტიებთან. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას” და მათ განშტოებებს, მათ ეს პრინციპები არ აქვთ. მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ თუ „ქართული ოცნება” აიღებს 45%-ს, მაშინ ისინი შექმნიან კოალიციას. მაგალითად, რომან გოცირიძემ გააკეთა ასეთი განცხადება. ეს მათი არჩევანი და ღირებულებებია”, - თქვა კობახიძემ.
კობახიძე საპარლამენტო არჩევნების შესაძლო შედეგების პროგნოზი რამდენიმე კვირის წინაც გააკეთა. მაშინ მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა არჩევნების დროს პროგნოზებს ხშირად აკეთებდა და არსებითად არასოდეს შემცდარა.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
13 მაისი 2026, 10:32
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, პაკისტანის, კენიის, ირანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ერაყის, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, სუდანის, უგანდის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 74 მოქალაქე.
13 მაისი 2026, 10:29
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი შიო III-ს: ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი - ღვთის სადიდებლად
მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
13 მაისი 2026, 10:23
ტექნოლოგიები
კვლევა: ხელოვნება და კულტურა ბიოლოგიურ დაბერებას ისევე აფერხებს, როგორც ვარჯიში
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ახალი კვლევის თანახმად, ხელოვნებასა და კულტურულ აქტივობებში რეგულარული მონაწილეობა ბიოლოგიური დაბერების პროცესს აფერხებს. 3 500-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, ვინც კვირაში ერთხელ მაინც პოულობდა დროს კულტურული დასვენებისთვის, დაბერების ტემპი 4%-ით უფრო ნელი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მსგავს აქტივობებში იშვიათად ერთვებოდა.
13 მაისი 2026, 10:19
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი
პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე“ ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს.
13 მაისი 2026, 10:14
მსოფლიო
The Wall Street Journal: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს ფარულად ბომბავდა
არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს ფარულად ბომბავდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მაისი 2026, 10:04
საზოგადოება
როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ComCom-მა მასწავლებლებისთვის კონფერენცია მესამედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის კონფერენცია - „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, მიზნად ისახავდა სკოლებში მედიაწიგნიერების სისტემური ინტეგრირების ხელშეწყობას და პედაგოგებში სწავლებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
13 მაისი 2026, 09:38
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთში ჩასვლა არ გამორიცხა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსკოვში ჩასვლა არ გამორიცხა.
13 მაისი 2026, 09:22
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 მაისს საქართველოში
ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი და მცირე ნალექი იქნება დღეს თელავში, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
13 მაისი 2026, 09:11
პოლიტიკა
დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. (გვ 26)
13 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 08:51
რეგიონი
ახალციხეში, იაძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ასევე კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო გასართობი სივრცეებით, ფანჩატურებით და საჭირო ინფრასტრუქტურით. საბავშვო ბაგა-ბაღი 75 აღსაზრდელს ემსახურება. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარით დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ კი ბაღის ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო.
13 მაისი 2026, 08:46
რეგიონი
ბათუმში სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის კონფერენცია ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბათუმში სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის კონფერენცია ჩატარდა.
13 მაისი 2026, 08:28
რეგიონი
განმუხურში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდში, განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
13 მაისი 2026, 08:26
პოლიტიკა
ზუკა რურუა: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები და ეს დაფინანსება ყოფილიყო გარდამავალ პერიოდში. ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს პირველ რიგში განათლების გაუმჯობესებაში, იმ პროცესში, თითქოს ვიღაცებს ჰქონდათ შიში, რომ დაფინანსება არ გაუგრძელდებოდათ. კანონში ცვლილებების შედეგად, მათ, ვინც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არის ჩარიცხული, გაუგრძელდებათ დაფინანსება“, - აღნიშნა რურუამ.
13 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება
ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
13 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს
არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის გამოხმაურებებს.
13 მაისი 2026, 03:05
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს
ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ირანის განადგურებული სამხედრო ძალების შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ატყობინებენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს“.
13 მაისი 2026, 01:34
მსოფლიო
CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ირანთან ცუდ შეთანხმებას დადებს
ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლოა მანამდე გააფორმოს შეთანხმება, ვიდრე იმ ძირითად საკითხებს გადაჭრის, რამაც თავდაპირველად ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა - ამის შესახებ CNN-ს ისრაელის რამდენიმე წყარომ განუცხადა.
13 მაისი 2026, 01:33
საზოგადოება
ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა
ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.


