Imedi /  09 ნოემბერი 2019, 15:58 / სანდო წყარო

ბრეგაძე: ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არასრულწლოვნები მოტყუებით გადაიღეს

სანდრო ბრეგაძე

სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო.

სანდრო ბრეგაძის თქმით, მას ერთ-ერთი ბავშვის მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ბრეგაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც 8 ნოემბერს, კინოთეატრებთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ქართული მარშის“ ლიდერის განცხადებით, პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ მოითხოვენ.

„აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს

თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

კინოთეატრებთან 8 ნოემბერს გამართული აქციის პარალელურად ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის კინოფესტივალზე მორიგი ჯილდო მიიღო. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 11:55

ეკონომიკა

საქართველოდან 4,8 მილიონი აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 4,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

30 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

„თერჯოლამედიში“ კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვალება გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 82 წლამდე იყო. ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

30 ნოემბერი 2020, 11:42

COVID19

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 9 946 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9 946 ადამიანს დაუდასტურდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 732 625 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12 327 პაციენტი ემსხვერპლა, 387 476 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 11:40

მსოფლიო

ლექსიკონმა Merriam-Webster წლის სიტყვად „პანდემია“ აირჩია

ლექსიკონმა კიდევ 11 სიტყვა დაასახელა, რომელსაც მის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად ეძებდნენ. მათ შორისაა: coronavirus (კორონავირუსი), defund (დაფინანსების შეკვეცა), Mamba (მამბა), Kraken (კრაკენი), quarantine (კარანტინი), antebellum (ომამდელი), asymptomatic (უსიმპტომო) და ა.შ.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 11:38

მსოფლიო

მედია: ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 11:31

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ფიტნესკლუბი „რეფორმერი“

30 ნოემბერი 2020, 11:29

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.

30 ნოემბერი 2020, 11:17

თემა

როგორც იქნა, მივფრინავ! პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში რა უნდა ვიქონიო?

თუ 2020 წელს შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც მოახერხეთ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა და სამოგზაუროდაც მიდიხართ (ყველას ძალიან გვშურს!), პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებზე აუცილებლად იზრუნეთ. მისი შემადგენლობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: სად მიფრინავთ, რა სახის აქტივობებს გეგმავთ, აპირებთ თუ არა თქვენი შვილის წაყვანას და გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადებები. იმისათვის, რომ არაფერი დაგრჩეთ ან თქვენს ჩემოდანში სრულიად უსარგებლო ნივთი არ აღმოჩნდეს, შეფუთვის დროს ჩვენი ჩამონათვალი შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

კლინიკის კორიდორი

30 ნოემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სულ ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. კერძოდ, თბილისის საავადმყოფოებში - 2 798, აჭარაში - 991, იმერეთში - 1 240.

რეგიონი აჭარის მთავრობა

30 ნოემბერი 2020, 11:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

მიზეზი სამართალდამცველების წინააღმდეგობა გახდა, რომლებმაც მათ მთავრობის სახლში შესვლის უფლება არ მისცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები თორნიკე რიჟვაძესთან აჭარის ერთ-ერთი მოქალაქის პრობლემის განხილვას აპირებდნენ.

30 ნოემბერი 2020, 11:04

COVID19

კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 622 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

30 ნოემბერი 2020, 11:00

თემა

მოლდოვას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ვინ არის ოპოზიციონერი მაია სანდუ

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა მაია სანდუმ. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. სანდუმ დაამარცხა მოლდოვის ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. თავად მაია სანდუ კი პირიქით, პროდასავლურ კანდიდატად ითვლება.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 10:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტი Twitter-ზე გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ექიმის ინფორმაციით, ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2 104 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 383 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 857 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პი

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 216 ადამიანს დაუდასტურდა, 3 937 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 ნოემბერი 2020, 10:56

რეგიონი

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაიპარა

76 წლის კაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს, 22:24 საათზე, უკანა კარიდან დატოვა. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

კარლ ჰარცელი

30 ნოემბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც ესწრება. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.

შონ კონერი

30 ნოემბერი 2020, 10:53

კულტურა

სპეციალისტებმა შონ კონერის გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს

საბუთში ასევე ნათქვამია, რომ გულისცემის არარეგულარული რიტმი ინსულტის, გულის უკმარისობის და სხვა გართულებების რისკს ზრდის.

30 ნოემბერი 2020, 10:36

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. ჯო ბაიდენს დელავერის შტატში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდგინდა.

ჯენიფერ ფსაკი

30 ნოემბერი 2020, 10:25

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს.