imedi /  14 ოქტომბერი 2020, 13:44 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავით გარეჯის საკითხი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

დავით გარეჯი ჩვენთვის არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი და ის აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი, მე გახლავართ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში მისაღები არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავით გარეჯის საკითხში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდეს, არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. ჩვენ როგორც ხელისუფლება ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ სამართლებრივი, გამჭირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც არსებობს. მაგრამ დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ჩვენ კონსტიტუციით და კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყდეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: რაც გუშინდელი აქციის დროს სადღაც შორიდან, „სკაიპით“ ჩართულმა ლიდერმა განაცხადა, იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, ამას შესაძლოა, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს

ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება. სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შესაძლოა სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

აშშ

30 ოქტომბერი 2020, 14:50

პოლიტიკა

ნატოში აშშ-ის მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნატოში აშშ-ის მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი ტექსტი მისიის Twitter-ზე გავრცელდა. „საქართველოში შაბათს არჩევნებია, მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. დემოკრატიული ღირებულებები საფუძველია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატოში საქართველოს მომავალი წევრობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია: იმის გამო, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა

ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ მარტივი მიზეზების გამო - ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა, პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას

„ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები - თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საკმარისი დამკვირვებლები გვყავს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში

საკმარისი დამკვირვებელი გვყავს ქვეყანაში და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებსა და საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, ადამიანურად დამწყდა გული

აუღრესად, ადამიანურად დამწყდა გული. ეს ქვეცნობიერი ამბავია, ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც ვერ მოიფიქრა, რომ გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის მიერ, პარტიის დასკვნით აქციაზე რუსულად შესრულებულ სიმღერას.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:34

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა სრულად იქნება გამოძიებული

სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება გამოძიებული და თითოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ შემომწირველი ტენდერებს იგებს, შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ორგანიზაციებს.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სადაც გამოხატვის თავისუფლება გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:21

საზოგადოება

გიორგი გახარია: პანდემიასაც დავამარცხებთ და ეკონომიკურ კრიზისსაც გადავლახავთ, მაგრამ ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ განვითარებას

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ანტირეკორდია, აღმოჩენილია 546 ახალი ქეისი. ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში ლოკდაუნებიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ 8 ქვეყანაა მსოფლიოში რომელმაც ინფიცირებულების რაოდენობით მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ეს ყველაფერი ზრდის გამოწვევას როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც“.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, უმკაცრესად დაისჯება

ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეგვიძლია პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, თავისუფალი, ღია და ტრანსფარენტული, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ყველას, მათ შორის მთავრობისა და ოპოზიციის ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:16

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება

წინასაარჩევნო კონტექსტში, ბევრი საუბარი იყო „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ მნიშვნელოვან საკითხებს მოკლე ვადაში ხმების დასაგროვებლად. ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება. იქნება წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:15

ეკონომიკა

გიორგი გახარი: სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის სერიოზულ პოტენციალზე

სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

2-27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

30 ოქტომბერი 2020, 13:47

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა BSCEE ჯგუფის ფორუმზე მომხსენებლად იყო მიწვეული

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის შეხვედრაზე, ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა „COVID-19-ის გამოწვევები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები“ იყო.

30 ოქტომბერი 2020, 13:42

COVID19

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი 64 წლის ქალია, რომელიც მკურნალობის კურსს ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა, ხოლო მეორე კი 65 წლის კაცია, რომელიც თბილისის კლინიკაში მკურნალობდა.

30 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

30 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში გადასატანი ყუთით სტაციონარსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

დომინიკ რააბი

30 ოქტომბერი 2020, 13:30

COVID19

დომინიკ რააბი: არ გამოვრიცხავ, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ლოკალიზებული მიდგომა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყველა თავის რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს დაიცავს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 13:16

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის კლებამ მხოლოდ 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და გამოვა რეცესიიდან, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის facebook-ის გვერდზე.

30 ოქტომბერი 2020, 13:07

COVID19

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საფრანგეთში განმეორებითი ლოკდაუნი დღეიდან შევიდა ძალაში. ქვეყნაში დაიხურება რესტორნები, ბარები და მაღაზიების უმრავლესობა. მოსახლეობა გარეთ გასვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებს. შეზღუდვები მინიმუმ 1-ელ დეკემბრამდე იმოქმედებს.