თეა წულუკიანი საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საელჩოებს მოუწოდებს, დაგმონ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა საარჩევნო ყუთთან და მინდა შევუერთდე მადლობების სერიას, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს. მადლობა ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ რადიკალური ძალები არ შეეცადონ და ქვეყანას არ დაუპირისპირონ არეულობის მცდელობები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი გუნდის სახელით მინდა მივმართო საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ყველა საელჩოს - ყველამ ვნახეთ, რომ რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს, მაშინ როდესაც კანდიდატები რომელთაგან ზოგიერთი არის ასევე თავისი არჩევნების დამკვირვებელი, დადიან საარჩევნო უბნებზე იარაღით და ცდილობენ დააშინონ ამომრჩეველი, ეს არის მიუღებელი და ეს ყველამ ერთად უნდა დავგმოთ. ამიტომ, ამ ფაქტებზე ყურადღებას მივაპყრობთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვხედავთ, რომ პოლიცია მუშაობს და არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე ტიპის დესტრუქციული მცდელობა იყოს რაიმე ტიპის შედეგის მომტანი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს.საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა.2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს.პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის გამოსახულებით პასპორტის ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას აპირებს, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
მეფე ჩარლზი ტრამპს: რომ არა ჩვენ, თქვენ დღეს ფრანგულად ისაუბრებდით
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ ვაშინგტონში გამართული სახელმწიფო ვახშმის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და აღნიშნა, რომ არა დიდი ბრიტანეთი, დღეს შეერთებულ შტატებში ინგლისურის ნაცვლად, ფრანგულ ენაზე ისაუბრებდნენ.
29 აპრილი 2026, 08:44
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
29 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ
მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას
ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
29 აპრილი 2026, 08:03
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.
29 აპრილი 2026, 08:00
ჯანდაცვა
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.
29 აპრილი 2026, 02:16
მსოფლიო
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
29 აპრილი 2026, 01:50
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება
აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.
29 აპრილი 2026, 01:44
მსოფლიო
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.
29 აპრილი 2026, 01:31
მსოფლიო
მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
29 აპრილი 2026, 01:25
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია
მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.
29 აპრილი 2026, 01:06
სპორტი
კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
29 აპრილი 2026, 00:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.
28 აპრილი 2026, 23:28
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.


