imedi /  10 ნოემბერი 2020, 13:42 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: 39 უბანში, უმეტეს შემთხვევაში, ციფრებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი შეცვლილა, თუ შეიცვალა იყო 20-30 ხმის ფარგლებში

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ეუთო/ოდირის მისიამ პირველად ანგარიშში პარტიებს მოუწოდა, მიემართათ ყველა სამართლებრივი საშუალებისთვის, თუკი მათ რაიმე პრეტენზია ჰქონდათ. დღეს სწორედ ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ლიდერების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეებში რაზეც იყო საუბარი, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ტყუილზე იყო აგებული.

„როგორც გახსოვთ, ეუთო/ოდირის მისიამ პირველად ანგარიშში, რომელიც არჩევნების მეორე დღეს წარმოადგინა, ყველა პარტიას მოუწოდა (ვიცით რა, რომ არჩევნების ღამესვე იყო აღშფოთება ოპოზიციურ პარტიებს შორის), მიემართათ ყველა სამართლებრივი საშუალებისთვის, თუკი მათ რაიმე პრეტენზია ჰქონდათ. დღეს სწორედ ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი.

ვიცით, გუშინ დასრულდა გადათვლები, საჩივრების საკითხები, ყველაფერი ამოიწურა და ახლა უკვე შეგვიძლია სურათი დავინახოთ იმ სიცხადით, როგორც არსებობს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როგორც აღმოჩნდა, ეუთო/ოდირი თავადაც აკვირდება ამ სტატისტიკას და ციფრებს. კარგად იყვნენ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რაც გვაქვს. კერძოდ, ამ დღეებში რაზეც იყო საუბარი, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ტყუილზე იყო აგებული.

ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ საერთო ჯამში, თუ არ ვცდები, 39 უბანი გადაითვალა, მათ შორის 21 საჩივრების საფუძველზე, თუ არ ვცდები, 12 სასამართლოს გადაწყვატილების შესაბამისად გადაითვალა, ხოლო ექვსი თავად საოლქო კომისიების ინიციატივით. ვნახეთ, დიდი არაფერი ცვლილება არ არის. დღესაც, სამწუხაროდ, კვლავ სოციალურ ქსელში გვერდიდან გვერდზე დააქვთ სხვადასხვა ოქმუ, ისე, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ამბობენ. მაგალითად, საბურთალოზე, 73 უბანზე გადათვლის შედეგად „ევროპულ საქართველოს“ დაემატა 35 ხმა და მე როგორც სოცალურ ქსელში ვნახე, საუბარი იყო, თითქოს, ეს ხმები სადღაც იყო გადამალული. არ ამბობენ, რომ ეს 35 ხმა ალეკო ელისაშვილს ეწერა. ასე რომ, თუ რაღაცას საუბრობენ, თქვენც, ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ, რესპონდენტებს სიმართლე ბოლოდე ათქმევინოთ. სიმართლე კი ისაა, რომ ამ 39 უბანში, უმეტეს შემთხვევაში, ციფრებთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი შეცვლილა, თუ შეიცვალა იყო 20-30 ხმის ფარგლებში, ისიც, ხან ზოგს ემატება, ზოგს აკლდება, მათ შორის რამდენიმე ხმა ჩვენც დაგვემატა.

შეგახსენებთ, ერთი პროცენტი გადაითვალა ყველა უბნის და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ყველა სიახლე

06 მაისი 2021, 23:45

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანია დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანია დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლევან იზორია

06 მაისი 2021, 23:30

პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი- შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

06 მაისი 2021, 21:29

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს: სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ, ვინ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მცხოვრებ ექიმ ნანა გეგეჭკორს პასუხობს. როგორც ცერცვაძე განცხადებაში აღნიშნავს, ნანა გეგეჭკორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

06 მაისი 2021, 21:26

მსოფლიო

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2021, 21:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ასევე სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან.

06 მაისი 2021, 21:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 847 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 847 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 777 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: წარმოუდგენელია, ადამიანის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დასატოვებლად გასაღები და არ გამოდიოდეს ციხიდან

ნონსენსია, როდესაც ადამიანი თავს ასაღებს პოლიტიკოსად, აქვს ამბიცია პარტიის თავმჯდომარეობაზე, მის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება და არ გამოდიოდეს. დასავლეთში ამას ხმამაღლა და ვერ იტყვიან , თუმცა ფაქტია ყველასთვის იწვევს გაკვირვებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.