ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარს შეხვდა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მხარეებმა შეაფასეს 2020 წლის დეკემბერში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული მდგომარეობა.
მინისტრის მოადგილემ სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ახალგორის რაიონში, ისევე, როგორც ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე.
შეხვედრაზე მწვავედ დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობა.
ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც იურიდიულად ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე.
მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის და აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში პროგრესის მიღწევისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინსვლის მიზნით.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
23 აგვისტო 2026, 23:23
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
23 აგვისტო 2026, 21:22
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
23 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.
23 აგვისტო 2026, 18:07
სპორტი
ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.
23 აგვისტო 2026, 17:50
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
23 აგვისტო 2026, 17:34
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.
23 აგვისტო 2026, 17:32
მსოფლიო
ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა
BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.
23 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
23 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია
ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.
23 აგვისტო 2026, 17:12
თემა
რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?
წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?
23 აგვისტო 2026, 17:11
რეგიონი
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.
23 აგვისტო 2026, 17:09
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.
23 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს
„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.
23 აგვისტო 2026, 14:37
მსოფლიო
ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა
სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.
23 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.
23 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.
23 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.
23 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
23 აგვისტო 2026, 14:15
მსოფლიო
დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა
„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.


