IMEDI /  30 იანვარი 2021, 00:05 / სანდო წყარო

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მზადაა მეხუთე რაუნდისთვის, ჩვენ გახსნილი ვართ

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია მზადაა მეხუთე რაუნდისთვის, ჩვენ გახსნილი ვართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, პარლამენტში მარტო უნდა იყოს და 100-მანდატიანი საკონსტიტუციო სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილოს, თუ შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ არ არის დამაკმაყოფილებელი ოპოზიციისთვის ის ცვლილებები, რომლის გატარებაზე „ქართულმა ოცნებამ“ თანხმობა განაცხადა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს დამაკმაყოფილებელი არ არის.

„მეორე, თუნდაც დოკუმენტი, რომელიც მეოთხე რაუნდის დროს ჩვენ შევადგინეთ, ამ დოკუმენტთან მიმართებაში გაუარესებულია. არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ეს პარტია „მოქალაქეებმა“, მაგრამ გაუარესებულია. მაგალითად, ცესკო-ში თურმე, პოლიტიკური წარმომადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ დამსწრეს სტატუსით უნდა იყოს. ანუ, დამკვირვებელი უნდა იყოს და კომისიის წევრის და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებაო. ეს კიდევ უარეს ვითარებას ქმნის, ვიდრე ცესკო-ში ახლა იყო. მე, მაგალითად, იმდენად ვიცი მართვის სისტემები, რომ კობახიძე ვერ გამომაპარებს იმას, რაც დოკუმენტში ჩაწერა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ დოკუმენტს ასევე აკლია რიგგარეშე არჩევნების საკითხი, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება და ამის გარეშე შეთანხმება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება.

კითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს იმ პირობებში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები საერთო ჯამში, დადებითად შეაფასეს, NDI-ის კვლევის მიხედვით კი გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევნებზე დამაშინებელი გარემო ვერ დაინახა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ISFED-ის დღევანდელი განცხადებიდან ბევრი რამ შეიცვლება და არა მარტო ამ განცხადებიდან გამომდინარე.

„იმიტომ, რომ საარჩევნო კაზუისტიკიდან ახლა ყველაფერი პოლიტიკურ დღის წესრიგში გადადის. ანუ, საქართველოში დემოკრატიული სისტემა არსებობს, წეს-წყობილება დემოკრატიულია თუ არა. თუ პარლამენტი ერთფრაქციულია და საზოგადოების ნებას არ წარმოადგენს, ის დემოკრატიის რამე სტანდარტის დაკმაყოფილების მექანიზმად ვერ ჩაითვლება. ახლა, სამშაბათს 48% აპირებს, მოსახლეობის 52%-ს მანდატები შეუწყვიტოს, სულ რომ სხვაზე არ წავიდეთ, მათივე გაყალბებული შედეგებით. ეს ლეგიტიმაციის პირველი დიდი, ფუნდამენტური პრობლემაა, რაც ექნებათ და დამერწმუნეთ, განწყობები და რეალობა საერთაშორისო ასპარეზზეც უფრო და უფრო შეიცვლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მანდატების შეწყვეტა მოხდა, ეს შეიძლება, კარგიც იყოს, რადგან მოხდება სრულიად ახალ პროცესში გადაბიჯება.

კითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ 2 თებერვალს, თუ კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში წარიმართება, საკმარისი 76 ხმა ვერ მოგროვდეს, ვაშაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ის ორივე სცენარისთვის მზადაა.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 09:01

მსოფლიო

რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დრონებით მასირებულად დაბომბა. ინფორმაციას ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

19 თებერვალი 2025, 08:47

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ

„სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ. დღეს ვხედავთ ჩვენი ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, რომლებიც იყო ქვეყნებში და რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, იყო მიმართული არა ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებზე, არამედ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. სწორედ ამისგან და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ტარდება არაერთი რეფორმა“ - აღნიშნა ლაშხმა.

გიორგი ჩაკვეტაძე

19 თებერვალი 2025, 08:44

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ - იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება

„იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ - იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება, პოვნა და შემდეგ საქართველოში გადმოტანა. იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც მათი მხრიდან ხორციელდებოდა წლების მანძილზე, მათ უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი დაფინანსებაც, რადგანაც გაძლიერდეს ეს ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანიც არის რომ მოემსახურონ ქართულ საქმეს. ეს არის ამ კანონპროექტის იდეა“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 თებერვალი 2025, 08:37

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს მუხლი აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს კოდექსიდან, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ წინა ხელისუფლება შეგნებულად აპირებდა საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ღალატს

„თქვენ იცით, რომ ეს მუხლი [ღალატის] ომამდე [აგვისტოს ომი] რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ ისინი [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება] შეგნებულად აპირებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ღალატს. ვაბრუნებთ ერთი ერთში იმ მუხლს, რომელიც მანამდე არსებობდა იმისათვის, რომ აქაც გარკვეული სპეკულაციები ამას არ მოჰყვეს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ ვიყენებთ, რაღაცა სხვანაირი კანონი მივიღეთ და ა.შ

ვახტანგ ჩოჩია

19 თებერვალი 2025, 08:26

პოლიტიკა

ვახტანგ ჩოჩია: თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს FARA-ს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს

„ინიციატივა თავის მხრივ, მიზნად ისახავს იმას, რომ ის მანიპულაცია, რაც არსებობდა საქართველოში და რასაც აჟღერებდნენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისე ჩვენთან არსებული ოპოზიცია, ამოიწუროს. თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დარწმუნდებიან, რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი კანონი იმ მხრივ, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათეული წელია და უმთავრეს მიზნად ისახავს საგარეო ჩარევის პრევენციას“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

19 თებერვალი 2025, 08:15

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: რა თქმა უნდა და FARA-ს კანონის მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას

„ჩვენ ვგეგმავთ ერთი-ერთზე ვთარგმნოთ ეს კანონი და ყოველგვარი და ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა და მისი მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას საიმისოდ, რომ ის სპეკულაციები, რომელსაც ვისმენდით გამჭვირვალობის კანონთან, მანამდე იგივე FARA-თან, თუ სხვა უცხოურ გამოცდილებით და მიმართებაში, აღარ იყოს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ემანუელ მაკრონი

19 თებერვალი 2025, 03:54

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2025, 03:38

მსოფლიო

ტრამპი: რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2025, 03:21

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2025, 03:05

მსოფლიო

ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის

დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2025, 02:36

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა - არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნების ჩატარება, თუ მას სურს ადგილის მიღება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის დაბალ რეიტინგზე.

ჯეფრი საქსი

19 თებერვალი 2025, 01:41

მსოფლიო

ჯეფრი საქსი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას „დიფ სთეითის“ პროექტს უწოდებს

ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო მშვიდობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

19 თებერვალი 2025, 00:49

სპორტი

ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

19 თებერვალი 2025, 00:45

ტაბლოიდი

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია

მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი დაუპირისპირდება.

19 თებერვალი 2025, 00:27

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად

საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 00:14

პოლიტიკა

კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

რომის პაპი ფრანცისკე

19 თებერვალი 2025, 00:07

მსოფლიო

რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა

რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 23:46

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

18 თებერვალი 2025, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?

როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.