19 თებერვალი 2021, 20:36 / სანდო წყარო

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე: უდავოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა

ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

ირაკლი ღარიბაშვილი გაიზარდა, ჩამოყალიბდა და წარმოჩნდა, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, - აცხადებს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ასაკისა, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელოს.

„უდავოა, რომ ის საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა. მივესალმები იმას, რომ დღევანდელ საქართველოში აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში, მოახერხა და ხელისუფლების პირველ პირად წარადგინა ისეთი პიროვნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია. მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება“ - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.

ყველა სიახლე

ლევან ჯღარკავა

05 მარტი 2021, 16:59

საზოგადოება

დიდუბის გამგეობა რაიონში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს

ერთ-ერთი პროექტი დიღმის მასივის პირველი კვარტალის მე-13 და მე-14 კორპუსებთან მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანია 2 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

მიხეილ ჩხენკელი

05 მარტი 2021, 16:55

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ონლაინ საერთაშორისო სემინარი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სემინარი „მათემატიკა საქართველოს საშუალო განათლების საფეხურის სასწავლო კურიკულუმში: საგანმანათლებლო გეგმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ გახსნა, სადაც ცნობილმა მათემატიკოსმა, მათემატიკური განათლების რეფორმის ავტორმა და ტექნოლოგიების სპეციალისტმა კონრად ვოლფრამმა წაიკითხა მოხსენება ახალი თამამი იდეის შესახებ მათემატიკის სწავლების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მერაბ გაფრინდაშვილი

05 მარტი 2021, 16:54

ეკონომიკა

მერაბ გაფრინდაშვილი: საუბარი იმაზე, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხალი სუსტ გრუნტებში შენდება, სიცრუეა

ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა „ნამახვანჰესის“ კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ბერჩის მეწყერია, თუმცა მას 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია.

05 მარტი 2021, 16:53

რეგიონი

ნათია თურნავა: მოვთხოვთ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.

პაატა იმნაძე

05 მარტი 2021, 16:46

COVID19

პაატა იმნაძე: როდესაც ქვეყანაში ვაქცინები შემოვა, ხელს სწორედ ის ადამიანები შეგვიშლიან, დღეს რომ ამბობენ ვაქცინა არ არისო

სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნიკანორ მელიას ციხე, როგორც პიროვნებას ბენეფიტს არ მოუტანს, მისი დაკავება იყო ერთადერთი სამართლებრივი გზა

ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიება ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

05 მარტი 2021, 16:34

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მზად ვართ, „ზემო ნამახვანის“ პროექტირებასა და შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების დონეზე უზრუნველვყოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ცაგერში იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.

ვახტან გომელაური

05 მარტი 2021, 16:33

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.

„ევროვიზია 2021“

05 მარტი 2021, 16:29

კულტურა

სომხეთი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთი „ევროვიზია 2021“-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, დროის უქონლობა და სხვა ობიექტური მიზეზები არ გვაძლევს კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

05 მარტი 2021, 16:22

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფიპრესის ჯილდო გადაეცა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კინოკრიტიკოსთა საერთაშრისო ასოციაციამ (ფიპრესი) მისი რჩეული ფილმები 4 სექციაში დაასახელა. მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, - ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბენი განცი

05 მარტი 2021, 16:12

მსოფლიო

ბენი განცი: ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმებს ანახლებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმებს ანახლებს და მზად არის, დამოუკიდებლად იმოქმედოს.

05 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, იყო ძალიან კარგი და საქმიანი. ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

რომის პაპი ფრანცისკე

05 მარტი 2021, 15:54

მსოფლიო

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში პირველად ჩავიდა. როგორც BBC იუწყება, კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან ეს პაპის პირველი საგარეო ვიზიტია. რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება, ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს შეხვდება, ასევე პაპი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.

დიმიტრი ხუნდაძე და ანა ნაცვლიშვილი

05 მარტი 2021, 15:53

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან. რადგან კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო“.

05 მარტი 2021, 15:40

პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომელსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს“.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 15:37

კულტურა

თეა წულუკიანი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს

მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ადეკვატური და კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს.

ლევან დავითაშვილი

05 მარტი 2021, 15:36

რეგიონი

ლევან დავითაშვილი ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე: ვფიქრობ, ხალხმა მიიღო ის ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ

მათივე განმარტებით, ჰესი საფრთხის შემცველი არ არის და მისი ნგრევის შანსი არ არსებობს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენწრგოდამოუკიდებლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინისტრები რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად სოფელ ნამოხვანში გაემგზავრნენ, სადაც 132 დღეა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კარავში ღამეებს ათენებენ.

ელენე ხოშტარია

05 მარტი 2021, 15:34

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: პლებისციტი ნამდვილად არის გზა რიგგარეშე არჩევნებამდე

„მოლაპარაკებებში არის თუ არა პლებისციტი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან - არის. ამაზე ნამსჯელია, ყველა შეჯერდა ამაზე, როგორც კომპრომისზე. თავის დროზე მე ამის დიდი მომწონებელი არ ვიყავი, მაგრამ რადგან ერთიან პოზიციად ჩამოყალიბდა ეს ნამდვილად არის გზა რიგგარეშე არჩევნებამდე. დანარჩენზე საუბარი სპეკულაციაა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იაგო ხვიჩია

05 მარტი 2021, 15:29

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, მე ვფიქრობ, რომ მისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო

მიხეილ სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო. ეს იციან ჩვენმა კოლეგა ოპოზიციონერებმაც და შეიძლება ამიტომაც არიან უფრო თამამად, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

05 მარტი 2021, 15:27

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების რეიტინგში საქართველოს მოწინავე ადგილი დადებითად მოქმედებს პოტენციურ ინვესტორებზე

ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგლებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს“ - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.