imedi /  14 ივლისი 2022, 15:17 / სანდო წყარო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროკავშირის დირექტივაზე აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის თემაა „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის გამოცდილება“ .

„გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესოა ევროსაბჭოს და ევროკავშირის გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ, ერთი მხრივ, დეტალურად განვიხილავთ თუ რა ვალდებულებები გვაქვს აღებული ასოცირების ხელშეკრულებით შესასრულებელი, რომელთაგან მედიის პროფესიული რეგულირება ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იგი წლის ბოლომდე გვაქვს მისაღები და შესაბამისად, აუცილებელია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყოთ. მეორე მხრივ, საინტერესოა თუ რა არის ევროკავშირის ქვეყნებში საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით და კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ჩვენ ვაპირებთ, როგორ თანხვედრაშია ასოცირებით აღებულ ვალდებულებებთან“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა, გამოხატვის თავისუფლების სფეროში თანამშრომლობის სამმართველოს წარმომადგენელმა თამარ კობახიძემ.

„ევროპის საბჭოს მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. ჩვენი მისიაა მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია სხვადასხვა სტანდარტებთან დაკავშირებით, თუ როგორ დანერგეს აღნიშნული დირექტივა სხვა ქვეყნებმა და ამით ხელი შევუწყოთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით“, - განაცხადა თამარ კობახიძემ.

გამოხატვის თავისუფლება, ევროკავშირის აუდიოვიზუალური მომსახურების შესახებ დირექტივა და მედიის პროფესიული რეგულირება, ზოგადად, მედიის პროფესიული რეგულირება საქართველოში - ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით იმსჯელეს.

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, რომ მოახდინოს ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ დირექტივასთან (EU Audiovisual Media Services Directive (EUAVMSD)) საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

მსჯელობა გაიმართა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე (გამოხატვის თავისუფლება), მათ შორის, მედიის თავისუფლების კონტექსტში. გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, ყურადღება სხვა უფლებებსაც დაეთმო, მათ შორის, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო ინტერესს და ა. შ.

ყურადღება დაეთმო ასევე იმ მოთხოვნებს, რასაც ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ დირექტივა მედიის პროფესიულ რეგულირებასთან დაკავშირებით ზოგადად აწესებს. გაიმართა მსჯელობა ასევე მედიის პროფესიული რეგულირების სისტემაზე საქართველოში და დირექტივის მოთხოვნებთან მის შესაბამისობაზე.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები მეორე დღეს იმსჯელებენ სიძულვილის ენასა და უხამსობაზე, მედიის პროფესიული რეგულირების კუთხით ევროპული ქვეყნების მაგალითებზე და ამ მხრივ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტით წარმოდგენილ მოდელზე.

სამუშაო შეხვედრაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობენ ევროპის საბჭოს ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი, ტობი მენდელი და ივ სალომონი, ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა” საქართველოს დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია და კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

გარეთ ოურდი

26 თებერვალი 2026, 11:50

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია

„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.

26 თებერვალი 2026, 11:41

ეკონომიკა

საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა

2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.

26 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა

ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი

უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.

ვიქტორ ორბანი

26 თებერვალი 2026, 11:37

მსოფლიო

ორბანი ზელენსკის ღია წერილით მიმართავს: 4 წლის განმავლობაში მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან

„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - წერს ორბანი.

26 თებერვალი 2026, 11:35

პოლიტიკა

მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა

მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს კითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

26 თებერვალი 2026, 11:31

ჯანდაცვა

ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო - ქირურგებმა ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარეს

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

26 თებერვალი 2026, 11:20

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში 10 ბრალდებულის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ადგილი დაათვალიერა.

დავით მათიკაშვილი

26 თებერვალი 2026, 11:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა. ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ

ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

26 თებერვალი 2026, 11:14

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება

ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

26 თებერვალი 2026, 11:14

მსოფლიო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ოდენობით ივაჭრეს

საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Russia ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 11:01

მსოფლიო

Politico: თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს პირველი ისრაელი დაარტყამდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლები ფიქრობენ, უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს ჯერ ისრაელი დაარტყამდა, ხოლო შემდეგ ამერიკა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

26 თებერვალი 2026, 11:00

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.