ზაზა შათირიშვილი: ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: არქივი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც არაერთხელ ვთქვი - ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ევროპული მედიასაშუალებები საბჭოთა სტილის ცენზურის ქვეშ მოქმედებენ, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
„ჩვენ კარგად გვახსოვს ანალოგიური ვითარება 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ. რამდენჯერმე ხსნიდნენ ერთი და იგივე გზას თუ საწარმოს და ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოს დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ჰქონია. ბევრს ემახსოვრება, კლიპებით როგორ გვიჩვენებდნენ აქსის თაუერის მშენებლობას და გვიცხადებდნენ, რომ მისი ფუნდამენტის მოსამზადებლად ლამის ბომბეიმდე უწევდათ მიწის ამოღება, როცა ჯერ მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო. სხვათა შორის, იმ მშენებლობის დასრულება საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიებს გასდევდა კომუნისტური სტილის ყალბი ლოზუნგი - არ შეაჩეროთ მშენებლობა! მონოპოლიური მედიის ნარკოტიკული ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ აღმშენებლობის ბუმის ყალბი აღქმის გავლენის ქვეშ ნაცმოძრაობის ათეულობით ათასი ამომრჩეველი დღემდეა დარჩენილი.
დღეს, როდესაც გზების, საწარმოების, სასტუმროების თუ სხვა ობიექტების მშენებლობის ტემპი ხუთჯერ და ათჯერ არის გაზრდილი, მოქმედი ხელისუფლება ამით ჭარბად არ ტრაბახობს, რასაც თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება ეჩვევა აზრს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა არა ხელისუფლების წყალობა, არამედ მისი ვალდებულებაა.
მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს. საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. სინამდვილეში პოლიტიკა სიბინძურეა, დიდი პოლიტიკა კი - დიდი სიბინძურე. დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ეშმაკები და ანგელოზები და აქ ყველა მოქმედებს თომას ჰობსისეული პრინციპით - კაცი კაცისთვის მგელია.
ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა.
ყველას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი ამერიკელების აგენტია და მათ გარეშე ნაბიჯს ვერც 2008 წელს გადადგამდა. 2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა. მანამდე პუტინს სრულიად სუფთა რეპუტაცია ჰქონდა, არცერთი საგარეო ომი არ ჰქონდა წარმოებული და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპასთან კავშირების გამყარებაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული, რასაც წარმატებით ახერხებდა კიდეც. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2000 წლიდან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა 196 მილიარდიდან 1.7 ტრილიონამდე გაიზარდა, რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე პუტინი კი, ევროპაში მიღებული და პატივსაცემი კაცი გახდა. რუსეთის განვითარება მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც დადებითად აისახა და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სწორედ 2000-2007 წლებში ჰქონდა. იგივე ეხება ევროპასაც, რომელმაც რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომით უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მიიღო და რომლის ეკონომიკა იმავე, 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ, ორჯერ გაიზარდა.
ამერიკელებმა ევროპა და რუსეთი ერთმანეთს პირველად სწორედ 2008 წლის ომით დააშორეს, რამაც ევროპისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია. პირველად მაშინ დააზიანეს პუტინის იმიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს არაპროვოცირებულს არავინ უწოდებდა. 2008 წელს მკვეთრად დააშორეს რუსეთი საქართველოსაც, რამაც ჩვენს ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მოუტანა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვასა და აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომმა საქართველოს ეკონომიკა და რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი უმძიმესად დააზარალა. აქვე ვიტყვი, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან.
ამერიკელებს ამ ყველაფრისთვის გარკვეულწილად ვერც გაამტყუნებ. მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და როგორც უკვე ვთქვი, კაცი კაცისთვის მგელიას პრინციპით მოქმედებენ. მათი გამტყუნება მხოლოდ იმაში შეიძლება, რომ ამ ყველაფერს ისინი ძალიან უხეში ფორმითა და მეთოდებით აკეთებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გაწირვასაც კი არად დაგიდევენ.
დღეს ამერიკელები სრულად აკონტროლებენ ევროპაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მედიას. როდესაც კეტავ სიტყვის თავისუფლებას, ყველაფრის გაყიდვა შეგიძლია. ასე მარტივად გაყიდეს მათ შარშან ევროპის თვითგანადგურებაც, რაზეც ევროპულ ისტებლიშმენტთან ერთად, ევროპის მოსახლეობასაც იოლად მოაწერინეს ხელი.
ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება. თუმცა, ისინი იმას ვეღარ თვლიან, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ამ პირობებში, საქართველოში მათი გეგმების რეალიზება ისეთი მარტივი აღარ არის, როგორც ეს 2012 წლამდე იყო. თავისუფალი მედიის პირობებში ვეღარ გაყიდი აზრს, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი ან ვალერი გელაშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია. ნებისმიერ ასეთ სიცრუეს თავისუფალი მედიის წყალობით საქართველოში მარტივად გაეცემა პასუხი.
ბოლოს, ვიტყვი, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ ამ ინტერესების სადარაჯოზე თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე არავინ იზრუნებს, თუ ეს ჩვენ თავად არ გავაკეთეთ. ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, შარშან და წელს საქართველოში ჯერ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, შემდეგ კი, ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული. აგენტოკრატიის პირობებში ქვეყნისთვის უმძიმესი ზიანი გარდაუვალია, რაც 2004-12 წლის გამოცდილებამ ყველაზე კარგად გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკელების თამაშებს არ ავყვეთ, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და ქვეყანა მათი აგენტურის ხელით გასანადგურებლად არ გავწიროთ. ილია ჭავჭავაძის შეგონება - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, არამედ ჩვენი იდენტობის გულის გული“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 16:48
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
11 მარტი 2026, 16:45
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.
11 მარტი 2026, 16:39
ეკონომიკა
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.
11 მარტი 2026, 16:24
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტით ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 16:09
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა.
11 მარტი 2026, 16:09
საზოგადოება
პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
11 მარტი 2026, 16:03
ეკონომიკა
„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს" კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, - განაცხადა „უნივერსამის" დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა.
11 მარტი 2026, 15:56
მსოფლიო
ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
ესპანეთმა ისრაელში თავისი ელჩი, ანა მარია სალონომი გაიწვია. შესაბამისი ბრძანება ესპანეთს მეფის, ფილიპე მეექვსის ხელმოწერით ესპანეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა ატვირთული.
11 მარტი 2026, 15:54
ეკონომიკა
„ზღაპარი“- ს დირექტორი: რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით
ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში, - განაცხადა კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
11 მარტი 2026, 15:46
ეკონომიკა
ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი).
11 მარტი 2026, 15:42
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ გარემოს
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია შეაფასა, სადაც ქვეყანა 184 სახელმწიფოს შორის 35-ე ადგილს იკავებს.
11 მარტი 2026, 15:41
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა, ევროკავშირიდან შემოსული კაპიტალის 19%-იანი მატების ფონზე, ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ საინვესტიციო მიმზიდველობას
„2025 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კვალდაკვალ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები გამოქვეყნდა. 2025 წელს, ჯამურად ინვესტიციებმა 1.68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის 7.6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ევროკავშირიდან ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 19%-ით გაიზარდა და 525 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზე, ქვეყნების მიხედვით, არის დიდი ბრიტანეთი - დაახლოებით 20%-ით; მეორე ადგილზეა თურქეთი - 180 მილიონი აშშ დოლარი, დაახლოებით 11%-ის პარამეტრებში“.
11 მარტი 2026, 15:21
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირემ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ამერიკა-ისრაელის თავდასხმა ირანზე საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
11 მარტი 2026, 15:14
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქ.გორის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებები გააცნო
6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ.გორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 15:08
ეკონომიკა
ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით, ხოლო ღირებულება 51%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
11 მარტი 2026, 15:07
ეკონომიკა
„უნივერსამის“ დამფუძნებელი: პირველადი მოხმარების საქონელი 6%-მდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია - სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება
„უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც „ქეშბექი“ არ აქვს და მინიმალური ფასნამატით იყიდება.
11 მარტი 2026, 15:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობებს.
11 მარტი 2026, 15:01
ეკონომიკა
ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის-Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
11 მარტი 2026, 14:53
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ელჩთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
11 მარტი 2026, 14:48
ეკონომიკა
გლობალურად მოქმედი მრავალაქტივიანი ფინანსური სერვისების პლატფორმა „ბაიბით"-ი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა
ღონისძიებაზე საქართველოში მიმდინარე ოპერაციები და ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები, წარადგინეს.


