ზაზა შათირიშვილი: ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც არაერთხელ ვთქვი - ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ევროპული მედიასაშუალებები საბჭოთა სტილის ცენზურის ქვეშ მოქმედებენ, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
„ჩვენ კარგად გვახსოვს ანალოგიური ვითარება 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ. რამდენჯერმე ხსნიდნენ ერთი და იგივე გზას თუ საწარმოს და ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოს დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ჰქონია. ბევრს ემახსოვრება, კლიპებით როგორ გვიჩვენებდნენ აქსის თაუერის მშენებლობას და გვიცხადებდნენ, რომ მისი ფუნდამენტის მოსამზადებლად ლამის ბომბეიმდე უწევდათ მიწის ამოღება, როცა ჯერ მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო. სხვათა შორის, იმ მშენებლობის დასრულება საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიებს გასდევდა კომუნისტური სტილის ყალბი ლოზუნგი - არ შეაჩეროთ მშენებლობა! მონოპოლიური მედიის ნარკოტიკული ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ აღმშენებლობის ბუმის ყალბი აღქმის გავლენის ქვეშ ნაცმოძრაობის ათეულობით ათასი ამომრჩეველი დღემდეა დარჩენილი.
დღეს, როდესაც გზების, საწარმოების, სასტუმროების თუ სხვა ობიექტების მშენებლობის ტემპი ხუთჯერ და ათჯერ არის გაზრდილი, მოქმედი ხელისუფლება ამით ჭარბად არ ტრაბახობს, რასაც თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება ეჩვევა აზრს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა არა ხელისუფლების წყალობა, არამედ მისი ვალდებულებაა.
მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს. საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. სინამდვილეში პოლიტიკა სიბინძურეა, დიდი პოლიტიკა კი - დიდი სიბინძურე. დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ეშმაკები და ანგელოზები და აქ ყველა მოქმედებს თომას ჰობსისეული პრინციპით - კაცი კაცისთვის მგელია.
ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა.
ყველას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი ამერიკელების აგენტია და მათ გარეშე ნაბიჯს ვერც 2008 წელს გადადგამდა. 2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა. მანამდე პუტინს სრულიად სუფთა რეპუტაცია ჰქონდა, არცერთი საგარეო ომი არ ჰქონდა წარმოებული და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპასთან კავშირების გამყარებაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული, რასაც წარმატებით ახერხებდა კიდეც. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2000 წლიდან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა 196 მილიარდიდან 1.7 ტრილიონამდე გაიზარდა, რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე პუტინი კი, ევროპაში მიღებული და პატივსაცემი კაცი გახდა. რუსეთის განვითარება მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც დადებითად აისახა და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სწორედ 2000-2007 წლებში ჰქონდა. იგივე ეხება ევროპასაც, რომელმაც რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომით უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მიიღო და რომლის ეკონომიკა იმავე, 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ, ორჯერ გაიზარდა.
ამერიკელებმა ევროპა და რუსეთი ერთმანეთს პირველად სწორედ 2008 წლის ომით დააშორეს, რამაც ევროპისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია. პირველად მაშინ დააზიანეს პუტინის იმიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს არაპროვოცირებულს არავინ უწოდებდა. 2008 წელს მკვეთრად დააშორეს რუსეთი საქართველოსაც, რამაც ჩვენს ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მოუტანა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვასა და აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომმა საქართველოს ეკონომიკა და რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი უმძიმესად დააზარალა. აქვე ვიტყვი, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან.
ამერიკელებს ამ ყველაფრისთვის გარკვეულწილად ვერც გაამტყუნებ. მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და როგორც უკვე ვთქვი, კაცი კაცისთვის მგელიას პრინციპით მოქმედებენ. მათი გამტყუნება მხოლოდ იმაში შეიძლება, რომ ამ ყველაფერს ისინი ძალიან უხეში ფორმითა და მეთოდებით აკეთებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გაწირვასაც კი არად დაგიდევენ.
დღეს ამერიკელები სრულად აკონტროლებენ ევროპაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მედიას. როდესაც კეტავ სიტყვის თავისუფლებას, ყველაფრის გაყიდვა შეგიძლია. ასე მარტივად გაყიდეს მათ შარშან ევროპის თვითგანადგურებაც, რაზეც ევროპულ ისტებლიშმენტთან ერთად, ევროპის მოსახლეობასაც იოლად მოაწერინეს ხელი.
ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება. თუმცა, ისინი იმას ვეღარ თვლიან, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ამ პირობებში, საქართველოში მათი გეგმების რეალიზება ისეთი მარტივი აღარ არის, როგორც ეს 2012 წლამდე იყო. თავისუფალი მედიის პირობებში ვეღარ გაყიდი აზრს, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი ან ვალერი გელაშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია. ნებისმიერ ასეთ სიცრუეს თავისუფალი მედიის წყალობით საქართველოში მარტივად გაეცემა პასუხი.
ბოლოს, ვიტყვი, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ ამ ინტერესების სადარაჯოზე თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე არავინ იზრუნებს, თუ ეს ჩვენ თავად არ გავაკეთეთ. ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, შარშან და წელს საქართველოში ჯერ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, შემდეგ კი, ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული. აგენტოკრატიის პირობებში ქვეყნისთვის უმძიმესი ზიანი გარდაუვალია, რაც 2004-12 წლის გამოცდილებამ ყველაზე კარგად გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკელების თამაშებს არ ავყვეთ, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და ქვეყანა მათი აგენტურის ხელით გასანადგურებლად არ გავწიროთ. ილია ჭავჭავაძის შეგონება - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, არამედ ჩვენი იდენტობის გულის გული“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 13:54
მსოფლიო
The Times: „მათ ეშინიათ უარი თქვან ტარებაზე“: ტრამპი თავისი მაღალჩინოსნებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს
გამოცემა The Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახალი გატაცება აქვს. ის თავისი კაბინეტის მამაკაცებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს და შემდეგ მათ აჩუქებს.
11 მარტი 2026, 13:49
საზოგადოება
გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესებში აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.
11 მარტი 2026, 13:12
მსოფლიო
The Financial Times: ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ინდუსტრია საბრძოლო მოქმედებების გამო ყოველდღიურად 600 მილიონ დოლარამდე კარგავს
გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ყოველდღიურად ტურისტული ინდუსტრია 600 მილიონ დოლარს კარგავს.
11 მარტი 2026, 13:02
საზოგადოება
საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა
მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან -Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიულ რეჟიმში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:48
რეგიონი
სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში შემეცნებით -კულტურული პროექტი - „მსოფლიო კულტურა‘‘ გაიმართა
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მოწვეული უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში განხორციელდა შემეცნებით-კულტურული პროექტი „მსოფლიო კულტურა“. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:47
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავს, სუს-ს და პროკურატურას კი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
„2025 წლის 20 დეკემბერს შპს „სიცრუის ფორმულამ“ გაავრცელა აბსოლუტურად სიცრუით სავსე სიუჟეტი ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს საქმიანობაზე. ამ სიუჟეტში არცერთი სიტყვა მართალი არ იყო. ეს იყო მცდელობა, საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის გამო ჩემთვის ზიანი მიეყენებინათ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, რომ შევიტანდი სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვდი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი, პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“.
11 მარტი 2026, 12:45
პოლიტიკა
გეკა გელაძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:33
საზოგადოება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:30
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის ვაჟის განცხადებით, ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ვაჟის, იუზეფ პეზეშკიანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა ახლა ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:12
მსოფლიო
დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
დაშავებულთა შორის არის ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, განის 2 და ბანგლადეშის 1 მოქალაქე, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
11 მარტი 2026, 12:11
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განხილული იყო მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
11 მარტი 2026, 12:06
საზოგადოება
სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მცხეთის სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს დიანა კოსტას უმასპინძლა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:04
მსოფლიო
The New York Times: როგორ შეცდნენ ტრამპი და მისი მრჩევლები ომზე ირანის რეაქციასთან დაკავშირებით
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიას ავრცელებს სახელწოდებით „როგორ შეცდნენ ტრამპი და მისი მრჩევლები ომზე ირანის რეაქციასთან დაკავშირებით“.
11 მარტი 2026, 11:59
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 11:56
საზოგადოება
გიორგი წკრიალაშვილი TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
11 მარტი 2026, 11:50
პოლიტიკა
გიორგი სახოკიამ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 მარტი 2026, 11:49
მსოფლიო
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა გერმანიის კანცლერი ტრამპთან „ვასალივით“ მოქცევაში დაადანაშაულა
„დღეს ევროპას ლიდერები სჭირდება და არა ვასალები, რომლებიც ტრამპს პატივს მიაგებენ“, - აცხადებს დიასი.
11 მარტი 2026, 11:47
საზოგადოება
ზაჰესში, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
„ქალაქში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს გლდანის რაიონის გამგეობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
11 მარტი 2026, 11:37
საზოგადოება
ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება
ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს.
11 მარტი 2026, 11:36
პოლიტიკა
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკური ცენტრმა - ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2026 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.


