11 აგვისტო 2026, 09:20 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრედიტირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს ემსახურება ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას - კიდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრიმინირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს თავისი შინაარსით ემსახურება მსოფლიოს თვალში, ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ბარამიძეს ელაპარაკა იმ გმირობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომის დროს, როდესაც ჩვენი გმირი პატრიოტები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში თითქმის შიშველი ხელებით ებრძოდნენ მტერს, გამოვიდა და საქართველო ტყვეთა ხოცვაში დაადანაშაულა.

„გამოუსწორებელი შეცდომა თუ დივერსია საქართველოზე

გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრიმინირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს თავისი შინაარსით ემსახურება მსოფლიოს თვალში, ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას.

ბარამიძისა და დანარჩენი აგენტურის მიერ ამ ფრაზის შელამაზება აზრს კარგავს, ვინაიდან ტყვედ ჩავარდნილი, განიარაღებული და ვერავისთვის საფრთხის მიმყენებელი ადამიანების დახვრეტა, ან წამება, ომის დროსაც კი ითვლება ყოვლად მიუღებლად, დანაშაულად და აკრძალულია საერთაშორისო ნორმებითაც კი. ბარამიძემ სწორედ ეს ყოვლად ამორალური და კანონით აკრძალული დანაშაული დააბრალა ქართულ ჯარს და მოხალისეებად მებრძოლ ქართველ პატრიოტებს.

ამ ფაქტის შემდეგ საინტერესო და აქტუალური ხდება ის, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, იქნება არა იმდენად ბარამიძის მიმართ სამართლებრივი რეაგირების ამსახველი, რამდენადაც თვითონ ხელისუფლების მამხილებელი, თუ როგორ უპასუხებს ის მსოფლიოს თვალში ქვეყნის იმიჯისა და პრესტიჟის დამანგრეველს. ნაცების რიტორიკა, “ოცნება რუსულია” - დასრულდა, დასრულდა რუსების წარმოჩენა, ქართველების ერთადერთ დაუძინებელ მტრად, ვინაიდან თვით რუსებსაც კი არ უკადრიათ დაებრალებინათ ქართველებისათვის ის, რაც ამ უცხო ქვეყნის აგენტმა იკადრა და დააბრალა ქართველ მეომრებსა და ქართველ ერს.

ნაცვლად იმისა, რომ ბარამიძეს, იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში, ელაპარაკა იმ თავგანწირვასა და გმირობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომის დროს, როდესაც ჩვენი გმირი პატრიოტები, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს, 13 თვის და 13 დღის განმავლობაში თითქმის შიშველი ხელებით ებრძოდნენ (ფაქტიურად ბრძოლებში მოპოვებული, "ტრაფეინი" იარაღებით, ვინაიდან ეს ომიც გაყიდული იყო) და ეთქვა, მსოფლიოს გასაგონად, რომ საქართველოს მიერ, გმირულად დაღვრილი სისხლი არ გვაძლევს იმის უფლებას, შეგვაგუონ ჩვენი ტერიტორიების წართმევასო, გამოვიდა და საქართველო ტყვეთა ხოცვაში დაადანაშაულა.

მერამდენე და კიდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე. იშვიათია ისეთი მტერი, რომელიც შეძლებლა რეპუტაციულად ასე დაეზიანებინა საქართველო. ომი შეიძლება მოიგო ან წააგო ღვთის განგებით, მაგრამ ძალიან უნდა მოინდომო, რომ ომმა რეპუტაციულად ისე დაგაზიანოს, როგორც ეს ბარამიძემ შეძლო და მოახერხა.

მეორე გამოსვლისას, როდესაც ბარამიძე შეეცადა თავის მართლებას, ჯერ თქვა, არასწორად გაიგეს ჩემი სიტყვებიო და თან იქვე გაიმეორა, სწორი და კაცური საქციელია, როდესაც ომში შენ ოჯახის წევრს ან ნათესავს გიკლავენ, შენ მტრის მეომარი ტყვედ კი არ უნდა აიყვანო, არამედ უნდა დახვრიტო და რა არის ამაში გასაკვირიო? თავიდან ნათქვამი - “რუსებს დისციპლინა ჰქონდათ და იმიტომ არ ხვრეტდნენ ქართველ ტყვეებს”-ო, თავის მართლების დროს, მეორე გამოსვლაში თავისივე ნათქვამი, მის ჭკუით ასე გამოასწორა: “არა, რუსები დისციპლინის გამო კი არ ამბობდნენ უარს ქართველი ტყვეების დახვრეტაზე, არამედ უნდოდათ, რომ მათგან ჩვენი ჯარის პოზიციებზე, აღჭურვილობაზე და გეგმებზე მიეღოთ ინფორმაცია”-ო.ანუ რა გამოდის, ჩვენ არ გვაინტერესებდა მტრისგან ამ სახის ინფორმაციის მიღება თუ ყველაფერი ისედაც ზეპირად ვიცოდით? მოკლედ, მის პირველ და მეორე გამოსვლაშიც ზედაპირზე დევს ბარამიძის და ზოგადად, ნაცების დამოკიდებულება, ადამიანის სიცოცხლისადმი. თუ შენ არ მოგწონს სხვისი პოზიცია, თუ მტრად მიგაჩნია მეორე მხარე, რომელმაც, მით უმეტეს, ცუდი რაღაცები ჩაიდინა, შენ უფლება გაქვს დახვრეტისა და მისი სიცოცხლის სხვაგვარი მოსპობისა. ამის ჩამდენს კი თურმე ყველამ უნდა გაუგოს.

ასეთი აზროვნების გამო იყო ნაცების მმართველობის დროს გაუფერულებული და გაუფასურებულ ადამიანის (ვინც ნაცებს არ ეთანხმებოდა) სიცოცხლე და ღირსება. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბარამიძის ნაბოდვარიც, რომელმაც სათავე დაუდო და ახალი საკვები მისცა გარეული მტრების გააქტიურებას საქართველოს მიმართ“, - წერს კაკაბაძე,

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 12:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უსასყიდლოდ გადასცა.

ჯანი ინფანტინო დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 12:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.

11 აგვისტო 2026, 11:54

სამართალი

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 11:48

რეგიონი

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 11:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეს წარმოაჩენს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.

ლევან მეხუზლა

11 აგვისტო 2026, 11:30

რეგიონი

ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია

„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

დავით ქართველიშვილი

11 აგვისტო 2026, 11:18

ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

 გიორგი ღონღაძე

11 აგვისტო 2026, 11:14

საზოგადოება

გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები

მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

ნიკოლოზ რაჭველი

11 აგვისტო 2026, 11:07

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის „ელიტის“ წევრი, ნიკოლოზ რაჭველი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მართავდა კონცერტებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში - პარალელურად წერს, რომ „ქართული ოცნება“ გულის ამრევია და მზად არის, შეეწიროს უკრაინის გამარჯვებას

კომპოზიტორი, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე სანქტ-პეტერბუგრის ფილარმონიაში ორი კონცერტი ჩაატარა. ასევე, მოსკოვს 2015 და 2017 წლებში ესტუმრა და ნინო ქათამაძესთან ერთად კონცერტი გამართა.

11 აგვისტო 2026, 11:06

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.

გურამ სუჯაშვილი

11 აგვისტო 2026, 11:03

საზოგადოება

ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ

სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.

11 აგვისტო 2026, 11:02

მსოფლიო

POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება

ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის რაკეტების მოძიებას ცდილობენ, რადგან კიევი რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის მასშტაბური იერიშების წინ ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მორგან ფრიმენი

11 აგვისტო 2026, 10:43

კულტურა

მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა

„ბლუზი პირველად მისისიპის დელტაში, ბებიაჩემის ტერასაზე მოვისმინე და მას შემდეგ არასოდეს მიმტოვებია“, - განუცხადა ფრიმენმა ჟურნალ Rolling Stone-ს.

11 აგვისტო 2026, 10:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს

სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე მუდმივ ხასიათს მიიღებს, რაც მათი ნავთობისა და გაზის ექსპორტს და, შესაბამისად, გლობალურ ენერგომომარაგებას განუსაზღვრელი ვადით შეაფერხებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:34

სპორტი

„იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

11 აგვისტო 2026, 10:33

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:28

რეგიონი

პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.

11 აგვისტო 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.