ამირან გამყრელიძე 40 წლამდე ექიმებს მოუწოდებს წითელაზე აიცრან
ამირან გამყრელიძე
ფოტო: facebook
"მოვუწოდებ განსაკუთრებით 40 წლამდე ექიმებს, აიცრან წითელაზე,”- ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს ბათუმში, ექიმებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას გავრცელება ამჯერად სამედიცინო მუშაკებიდან დაიწყო, რადგან „40 წლამდე ადამიანების დიდი ნაწილი და მათ შორის ექიმები, წითელაზე აცრილი არ არის. "რაც შეეხება 40 წელს ზემოთ ექიმებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ შედარებით მყარი იმუნიტეტი აქვთ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ექიმებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მედიკამენტი, რითაც კეთდება ვაქცინა წითელაზე, სანდოა და რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
"გთხოვთ, მოგვეხმაროთ ამ საკითხში. ექიმთა საზოგადოება ამ პროცესში უნდა იყოს სამაგალითო პირველ რიგში,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დღევანდელ შეხვედრას ექიმთა საზოგადოებასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც ესწრებოდა.
მანამდე მასობრივი ვაქცინაცია საჯარო დაწესებულებებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო და მას კამპანიური სახე ექნება. ხოლო, მათ ვისაც წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმური ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ, აცრის გაკეთება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში შეეძლებათ.
საქართველოში 7 თებერვლის მდგომარეობით წითელას ვირუსის 130-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენმოუწოდებს.
წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 12:50
საზოგადოება
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრში გამართულ „ოფიცრის/მიჩმანის მორიგეობის საკვალიფიკაციო“ და „სწრაფმავალი კატარღის მართვის“ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა.
21 ივლისი 2026, 12:48
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
21 ივლისი 2026, 12:41
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ
ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენებას ეხმიანება.
21 ივლისი 2026, 12:35
საზოგადოება
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა
დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 12:30
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ სოციალურ ქსელებსა და ტელესტუდიებში ყოველ ცალკეულ კრიმინალურ ეპიზოდს აგემოვნებს და ქართულ ეკონომიკას „ასაფლავებს“, თავად ეკონომიკა მშვიდად ზრდის ექსპორტს, იზიდავს ტურისტებს, იძენს ახალ ფინანსურ ფუნქციებს
„ძალიანაც რომ მოინდომო, ქვეყანაზე ნეგატივის ტირაჟირებით დაკავდე - ხელში შეგრჩება ან „სვანეთის ქეისი", ან „თელავის ეპიზოდი". გაცილებით ხელმისაწვდომია პოზიტიური „ნიუსების" დინამიკა, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებული ცნობიერებისთვის გაუსაძლისად გამაღიზიანებელია. მაგრამ, კლინიკაშიც კი, სწორება არა პროზექტურის, არამედ საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებულების გამოწერაზე უნდა კეთდებოდეს. ნორმალურების რაოდენობა ქვეყანაში ჯერ კიდევ დამაიმედებელია, ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელოთ“.
21 ივლისი 2026, 12:29
ტაბლოიდი
ჩინეთის ერთ-ერთ აეროპორტში მიუსაფარი კატებისთვის „თაგვებთან ბრძოლის დეპარტამენტი“ შექმნეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, ახლა აეროპორტში ცხოვრობენ ხვადი კატა სანბაო, ძუ კატა ცუიჰუა და მათი შვილი ცუიგო. ფუმფულა მამა „თაგვებთან ბრძოლის დეპარტამენტის“ დირექტორად დაინიშნა, ხოლო დედა-კატა დირექტორის მოადგილედ.
21 ივლისი 2026, 12:14
სამართალი
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა. გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
21 ივლისი 2026, 12:12
სპორტი
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო
„ესპანეთსა და არგენტინას შორის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესაბამისი ანგარიშების შეფასების შემდეგ და FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა დანიშნა დისციპლინური პროკურორი და ეთიკის პროკურორი მატჩისშემდგომ ინციდენტებთან დაკავშირებით კოდექსის შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.
21 ივლისი 2026, 12:05
საზოგადოება
რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები 23 ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში იწარმოებს, რა დროსაც ქალაქის მთავარ გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
21 ივლისი 2026, 12:01
ეკონომიკა
საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს
საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს - ამ სიახლეს Nasdaq მომხმარებელს ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე გამოფენილი ბანერით ამცნობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 12:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, დედაქალაქში 1075 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
21 ივლისი 2026, 11:57
რეგიონი
ფოთის მერი: საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი მოზარდებისთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო, ეთამაშათ მაღალი დონის მოჭადრაკეებთან, მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ მომავალი წარმატებებისკენ
წელს ღონისძიებამ განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. ფესტივალში 530-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, ხოლო საპრიზო ფონდი 65 000 ლარს შეადგენდა.
21 ივლისი 2026, 11:35
პოლიტიკა
ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური განრიგის მიხედვით, 2026 წლის 23 ივლისს ელჩების აკრედიტაციის ოფიციალური ცერემონია იგეგმება.
21 ივლისი 2026, 11:23
რეგიონი
რუსთავში სპორტის ქუჩაზე არსებულ ისტორიულ შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ძველი რუსთავის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში - ისტორიული სპორტის N2-ის საცხოვრებელი შენობის რესტავრაცია, არქიტექტურული იერ-სახის სრული შენარჩუნებით ხდება.
21 ივლისი 2026, 11:22
მსოფლიო
უნგრელმა მოჭადრაკემ პრეზიდენტობაზე უარი თქვა
ცნობილმა უნგრელმა მოჭადრაკემ, იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. მან განაცხადა, რომ არ არის მზად „იკისროს ისტორიული პასუხისმგებლობა და გაერთიანოს გაყოფილი ერი“. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უპასუხა, რომ პატივისცემით შეხვდა პოლგარის გადაწყვეტილებას.
21 ივლისი 2026, 11:22
საზოგადოება
კახა კალაძე: ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს
„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე110 მილიმეტრი შეადგინა, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ იყო კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
21 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
კანადაში ხანძრის 190 კერას ებრძვიან
კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ტყის ხანძრების ფართობი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და 735 ათასი ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა. იქ ხანძრის 190 აქტიურ კერას ებრძვიან. სტიქიის გავრცელების გამო ბოლო დღეებში დამატებით 1 800 მცხოვრებლის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.
21 ივლისი 2026, 11:17
საზოგადოება
პატრიარქი: ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია - ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. როგორც შიო მესამე მილოცვაში აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია და მის შემოქმედებას დრო ახალ სიღრმეს სძენს.
21 ივლისი 2026, 11:09
რეგიონი
ფოთში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა.
21 ივლისი 2026, 11:08
საზოგადოება
სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები. სოფელ ნატანების ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, გათვალისწინებულია სველი წერტილების, რეკრეაციული ზონების, ეზოს და სათამაშო მოედნების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.


