გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა
შემთხვევის ადგილი
გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გაავრცელა.
კომპანიის ცნობით, დილით მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა.
"ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. ამ საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება", - ეწერა კომპანიის განცხადებაში.
გუდაურში საბაგიროების მუშაობა 1 დღეში, 12 მარტს აღდგა. "გუშინ მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. ამ ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა, – აღნიშნული იყო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ენერგოპრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით,გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო და ამის შედეგად დაშავდნენ ტურისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პირველივიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.
გუდაურში მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი თბილისში ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. ცნობილია, რომ ქალი ორსულადაა და ის სხვა ქვეყნის, კერძოდ კი, შვედეთის მოქალაქეა. როგორც გაირკვა, ისიც ვერტმფრენით მოჰყავთ.
თბილისში გადმოჰყავთ ასევე უკრაინელი კაცი, რომელიც მძიმედაა დაშავებული.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს.
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარის ამსახველი რამდენიმე ვიდეო ვრცელდება.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 12:13
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში
საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
04 მარტი 2026, 12:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე - სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
04 მარტი 2026, 12:05
პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.
04 მარტი 2026, 11:55
მსოფლიო
Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.
04 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
მახო გარსევანიშვილი საამიროებიდან დაბრუნებაზე: ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!
„დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ. ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გვქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა [დაბრუნება] და მართლა ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!“, - აღნიშნა გარსევანიშვილმა.
04 მარტი 2026, 11:51
რეგიონი
სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
04 მარტი 2026, 11:26
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით.
04 მარტი 2026, 11:21
სამართალი
მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
04 მარტი 2026, 11:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტზე და აღვნიშნეთ, რომ ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მივესალმებით
გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
04 მარტი 2026, 11:16
საზოგადოება
ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქე: ღამით ირთვებოდა „ალარმი“ და გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა „საქართველოს ავიახაზებს“, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე
ხანდახან გვესმოდა რაღაც ხმები, რომელიც გვაშინებდა. ღამით ირთვებოდა ალარმი და არ იყო ეს სასიამოვნო, გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ავიახაზებს, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა, - განაცხადა ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო კვაშალმა.
04 მარტი 2026, 11:14
საზოგადოება
გიორგი გოგშელიძე: ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია
გიორგი გოგშელიძე, რომელიც დღეს დილას ომანიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე.
04 მარტი 2026, 11:14
ტაბლოიდი
როგორი იყო „სისხლიანი მთვარე“🌕ფოტოგალერეა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფოტოგრაფებმა „სისხლიანი მთვარე“ დააფიქსირეს - მთვარის დაბნელება, რა დროსაც დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი ცაზე წითლად ჩანს.
04 მარტი 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა, რადგან ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე „ძალიან სწრაფად მოხდა“. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 10:50
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ესე გაწირო შენი ხალხი!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
04 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
04 მარტი 2026, 10:37
მსოფლიო
მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს
ნარკოკარტელ „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიკვიდირებული ხელმძღვანელის, რუბენ ოსეგერა სერვანტესის (ელ მენჩოს) ნეშტი ხალისკოს შტატის მუნიციპალიტეტ საპოპანის სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.
04 მარტი 2026, 10:34
საზოგადოება
ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა
ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.
04 მარტი 2026, 10:30
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 მარტი 2026, 10:29
სამართალი
აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს.
04 მარტი 2026, 10:28
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.


