ზაზა სარალიძე წმინდა სინოდის წევრს მეუფე ვახტანგს შეხვდა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი მამა წმინდა სინოდის წევრს მეუფე ვახტანს შეხვდა.სასულიერო პირი ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ესტუმრა.
"მხოლოდ ნუგეში მივეცი ადამიანს. სადაც არის გაჭირვება იქ უნდა იდეს ეკლესია თავისი ღირსებით", - განაცხადა მეუფემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ზაზა სარალიძეს ილია მეორე საპატრიაქოში 16:00 საათზე შეხვდება.
ზაზა სარალიძე თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მესამე დღეა მართავს. აქციის დაწყების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქალაქო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
აქცია დღეს 18:00 საათიდან განახლდება.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 11:17
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 26 მაისს აქციას რომ აორგანიზებ და შემდეგ ამ აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტად პატიმარი სააკაშვილის სურათები ფრიალებს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია
„ეს არის „ნაცების“ უშინაარსო, არაფრისმთქმელი აქცია. ვინც იქ იყვნენ, ისინი სინამდვილეში საქართველოს დროშაზე მეტად წინ პატიმარი სააკაშვილის პორტრეტს აყენებენ და თან მორჩილებისა და მონობის ბუნებით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს არანაირი გაგრძელება და პერსპექტივა ვერ ექნება. ახდა ვაშაძის წინასწარმეტყველება - შეიკრიბნენ და წავიდნენ სახლში“, - ამბობ იონათამიშვილი.
27 მაისი 2026, 11:16
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციის აქციაზე: ეს იყო ნაცნობი სცენარი, გარედან მიღებული მითითებები, სააკაშვილის პოსტერები, ხმამაღალი განცხადებები, იმ სრულიად სახე დაკარგული და დისკრედიტებული რადიკალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკურ ველზე
ეს იყო ნაცნობი სცენარი, გარედან მიღებული მითითებები, სააკაშვილის პოსტერები, ხმამაღალი განცხადებები იმ სრულიად სახე დაკარგული და დისკრედიტებული პოლიტიკოსებისგან, რადიკალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკურ ველზე, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის მიერ გუშინ გამართული აქცია.
27 მაისი 2026, 11:10
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა სულ რაღაც 45 წუთი გაგრძელდა.
27 მაისი 2026, 11:09
პოლიტიკა
ოპოზიციამ იგორ ბლაჟევიჩის გეგმა ზედმიწევნით შეასრულა - განსაკუთრებული მობილიზაციის შემდეგ შეკრებილ ხალხს ოპოზიციამ სამოქმედო გეგმად მხოლოდ თანხის შეგროვება, სოციალურ ქსელში სტატუსების დაწერა და ვიდეოების ჩაწერა შესთავაზა
ოპოზიციამ იგორ ბლაჟევიჩის გეგმა ზედმიწევნით შეასრულა. გახმოვანდა ყველა ის მესიჯბოქსი, რომელიც მანამდე „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა და დაწერა.
27 მაისი 2026, 11:03
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ამერიკის პრეზიდენტისთვის დემოკრატიის დაწუნების ფაქტზე.
27 მაისი 2026, 10:57
კულტურა
BTS-ი და Oreo ორცხობილების ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებენ
CNN-ი წერს, რომ ლიმიტირებული სერიების გამოშვება საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბრენდს კულტურული აქტუალობის შენარჩუნებაში, BTS-თან პარტნიორობა კი კორეული პოპ-კულტურის მზარდი პოპულარობის თავის სასიკეთოდ გამოყენებაში დაეხმარება. ეს კოლაბორაცია ასევე დამატებითი ბიძგი იქნება თავად BTS-ისთვისაც, რადგან ჯგუფი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გლობალურ სცენაზე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც კეი-პოპის სამყაროში მასშტაბური ცვლილებები მოხდა.
27 მაისი 2026, 10:44
მსოფლიო
Sky News: ვაშინგტონის შტატში ქიმიური ავზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაკარგულად ითვლება
ვაშინგტონის შტატში ქიმიური ავზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 10:42
კულტურა
ოზი ოსბორნი ციფრული ავატარის სახით დაბრუნდება
პროექტზე მუშაობს Hyperreal-ი - კომპანია, რომელმაც მანამდე Notorious B.I.G.-სა და ლიონელ მესის ციფრული ავატარები შექმნა. ოსბორნების ოჯახის თქმით, საუბარია არა უბრალოდ არტისტის ვიზუალურ ასლზე, არამედ სრულფასოვან „ციფრულ დნმ-ზე“ - ოზის ხმით, მისი მიმიკით, მოძრაობებითა და ურთიერთობის საფირმო მანერით.
27 მაისი 2026, 10:39
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
27 მაისი 2026, 10:23
ტაბლოიდი
იაპონელმა პოლიციელმა საკუთარი წვეულება ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებით ჩაშალა, რადგან ღონისძიებაზე წასვლა არ უნდოდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოსამშვიდობებელი წვეულების წინა დღეს, ქალაქ საგას ყოფილმა პატრულმა დაწესებულებაში დარეკა და თანამშრომლებს უთხრა: „შესასვლელთან შეხედეთ“. ბარის შესასვლელთან მას წინასწარ ჰქონდა დატოვებული წარწერა ტექსტით: „მე ბომბი დავდე“.
27 მაისი 2026, 10:17
მსოფლიო
Bild: გერმანიაში ხელისუფლების კრიზისის ფონზე მერცის შეცვლას განიხილავენ
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის მმართველი კოალიცია რეკორდულად დაბალი რეიტინგებისა და მზარდი უკმაყოფილების გამო ქვეყნის კანცლერის ფრიდრიხ მერცის შეცვლას განიხილავს.
27 მაისი 2026, 10:14
მსოფლიო
ჩინეთში, ისტორიაში პირველად, ხანდაზმული ადამიანების რაოდენობამ ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობაც მცირდება. დღეს 15-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანები მთლიანი მოსახლეობის 61,89%-ს შეადგენენ. სულ რაღაც 10 წლის წინ შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი დაახლოებით 5,5%-ით მეტი - 67,33% იყო.
27 მაისი 2026, 10:11
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 09:34
ტექნოლოგიები
NASA-მ მთვარეზე პირველი ბაზის მშენებლობის გეგმის დეტალები გაამხილა
NASA-მ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, 4 ამერიკული კომპანია კი შეიმუშავებს ტექნიკას რთულ პირობებში მუშაობისთვის. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin 2 დასაჯდომ მოდულს შექმნის. ისინი ზედაპირზე სპეციალურ ყველგანმავლებს მიიტანენ, თავად ამ ბაგების შემუშავებით კი ფირმები Astrolab-ი და Lunar Outpost-ი არიან დაკავებულნი.
27 მაისი 2026, 09:22
ტექნოლოგიები
Ferrari-მ თავისი პირველი ელექტროკარი წარადგინა
Luce-ის ღირებულება ევროპაში 550 000 ევროს შეადგენს. Ferrari ელექტროკარზე წინასწარი შეკვეთების მიღებას უკვე ამ კვირაში დაიწყებს. მოდელი Apple-ის დიზაინის ყოფილ დირექტორთან, ჯონი აივთან და მის სააგენტო LoveFrom-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
27 მაისი 2026, 09:20
მსოფლიო
რუსეთმა ქალაქ ჩერნიგოვზე მასირებული თავდასხმა განახორციელა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი ბრიჟინსკი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის.
27 მაისი 2026, 08:53
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:50
პოლიტიკა
მაროკოს მეფე მუჰამედ VI მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:45
პოლიტიკა
ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, ხოლო პირადად თქვენ - ჯანმრთელობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.


