imedi /  03 ივნისი 2018, 18:54 / სანდო წყარო

მოსახლეობის მოთხოვნით, ისანში 14 ავტოფარეხის ნაცვლად სკვერი გაკეთდება

ავტოფარეხების დემონტაჟი
ისანში

ავტოფარეხების დემონტაჟი
ისანში

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის N9-ში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერიის ცნობით, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ ავტოფარეხების ნაცვლად, ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყოს.

"ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენს წამოწყებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქ არსებული ავტოფარეხები დაიშალოს და მათ ადგილას მწვანე სივრცე - პატარა სკვერი გაკეთდეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ, რომ უბნებში მწვანე სივრცეები იქმნება. აქ მცხოვრები ადამიანების საკუთრების ფასიც მოიმატებს, რადგან გარშემო ბევრი მწვანე სივრცე იქნება. მიხარია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების თანადგომა და ჩართულობა არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით აპრილში, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გამოვიდა. ამ ინიციატივით უკვე ისარგებლეს წერეთლის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებმა. 

ყველა სიახლე

გიორგი მუჯირი

11 მარტი 2026, 20:42

სამართალი

პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან

კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.

ვაკო თურნავა

11 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ვაკო თურნავა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: შევხვდით სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში. შეხვედრები საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა

შევხვდით ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში, თუ რატომ ვიღებთ ამ კანონებს [გამჭვირვალობის, გრანტების] - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვაკო თურნავამ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

11 მარტი 2026, 20:40

პოლიტიკა

საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა - საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. „ქრონიკა” სტრასბურგიდან

საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დღეს ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მარტი 2026, 20:39

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

11 მარტი 2026, 20:31

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს, თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა - ამისთვის იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ციხეში ზის იმიტომ, რომ თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს; თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა, - განაცხადა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

11 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება - ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ შეთანხმება დაირღვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება. ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში წესების დარღვევა ნიკა გვარამიამ აღიარა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს გაემიჯნა, ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებული ცისკარიშვილი კი ანა წითლიძემ შეაქო.

11 მარტი 2026, 20:27

პოლიტიკა

მოგზაურობა, დასვენება და გართობა ბიუჯეტის ხარჯზე - სააკაშვილს სახელმწიფოსთვის 9 მილიონამდე ლარის დაბრუნება მოუწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკუთარი და ოჯახის წევრების, მეგობრების და სტუმრების მოგზაურობა და გართობა, პირადი ინტერესები და საყიდლები საზღვარგარეთ - ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ფინანსებით ჰქონდა უზრუნველყოფილი და დამალული. სასამართლოს გადაწყვეტილება არც მეორე ინსტანციას შეუცვლია და მსჯავრდებულს 9 მილიონამდე ლარის ქვეყნისთვის დაბრუნება მოუწევს.

11 მარტი 2026, 20:20

ეკონომიკა

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. ასევე: ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ზოგიერთ სახელმწიფოს.

11 მარტი 2026, 20:17

პოლიტიკა

ყულევის ტერმინალი, საქართველოს ძალისხმევა სანქციების დაცვის კუთხით და ოპოზიციის მანიპულაცია - როგორ ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყულევის ტერმინალის სანქციების პაკეტიდან ამოღებამ ოპოზიცია ახალ გამოწვევამდე მიიყვანა.

11 მარტი 2026, 20:11

პოლიტიკა

ეუთო-ს გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია, დიალოგი-აუცილებელი; ცვლილებები კი, არჩევნებით უნდა ხდებოდეს.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 20:10

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს

ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, - წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი.

11 მარტი 2026, 19:53

მსოფლიო

The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა

ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.

შოთა ბერეკაშვილი

11 მარტი 2026, 19:49

ეკონომიკა

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასწარმოქმნის მიზეზების შესწავლას აგრძელებს.

გიორგი გამსახურდია

11 მარტი 2026, 19:33

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია გეკა გელაძისთვის ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე: ასეთი ე.წ ჟურნალისტები ჰყავს ამ ქვეყნის მტერ ძალას, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს

გიორგი გამსახურდია, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს.

11 მარტი 2026, 19:10

მსოფლიო

The New York Times: მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით

მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით. როგორც გამოცემა The New York Times-ი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა პირები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ შედეგებს.

ისრაელ კაცი

11 მარტი 2026, 19:01

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება

ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვითი ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე.

შოთა ბერეკაშვილი

11 მარტი 2026, 18:47

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: არის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს როგორც მოკლევადიანი გეგმა, რომ მნიშვნელოვან პროდუქტებზე კონკურენტული ფასები გვქონდეს და გრძელვადიან პროცესში, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე

„ქეშბექი“ არის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაზარს, ფასდაკლებები აკეთოს- განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 18:46

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“

ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“.

თორნიკე ჭეიშვილი

11 მარტი 2026, 18:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები

რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებულ განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.

11 მარტი 2026, 18:25

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ორ გემზე მიიტანა იერიში

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ (Fars News Agency) ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს ჰორმუზის სრუტეში ორ გემს დაესხა თავს.