imedi /  05 ივნისი 2018, 11:05 / სანდო წყარო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორების მიერ მიღებული ხელფასები გასაჯაროვდა

სატრანსპორტო კომპანიის
დირექტორები

სატრანსპორტო კომპანიის
დირექტორები

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ და უკვე მეორე დღეა მეტრო არ მუშაობს. მემანქანეები ამჟამად არსებული საათობრივი ანაზღაურების გაზრდას, კერძოდ, საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. 

გამოცემა droa.ge დაინტერესდა, რა ანაზღაურება აქვთ მიღებული თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხოლოდ გენერალურ დირექტორებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე.

2014 წლიდან სატრანსპორტო კომპანიაში სამი ხელმძღვანელი შეიცვალა. 2014 წლის აგვისტოს ბოლოს კომპანიის დირექტორად ალექსანდრე ჯაფარიძე დანიშნა.  მან 2014-2015 წლებში ხელფასის სახით 121 280 ლარი აიღო.

2016 წლის აპრილის ბოლოს ალექსანდრე ჯაფარიძე ნუგზარ ჭეიშვილმა შეცვალა. ჭეიშვილს, ამ თანამდებობაზე ყოფნისას, დეკლარაცია ორჯერ – 2016 და 2017 წლებში აქვს შევსებული. პირველ დეკლარაციაში სხვა უწყებებში მიღებული შემოსავლებია ნაჩვენები, სატრანსპორტო კომპანიიდან ამ დროისთვის ანაზღაურება მიღებული არ ჰქონია, შესაბამისად, თანხაც დეკლარაციაში ასახული არ არის.

რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, მისი შევსებისას ჭეიშვილმა კანონი დაარღვია და სახელფასო ანაზღაურების სახით მიღებული თანხა არ გაასაჯაროვა, თუმცა, მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მაინც გავრცელდა. On.ge-ს მიერ კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცის თანახმად ირკვევა, რომ 2016 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე, 8 თვეში, ჭეიშვილმა ამ თანამდებობაზე 56 080 ლარი გამოიმუშავა. ჭეიშვილი ამ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე მუშაობდა, თუმცა დეკლარაცია აღარ შეუვსია. ამიტომ უცნობია რა ანაზღაურება მიიღო 11 თვის განმავლობაში.

2017 წლის ნოემბრის ბოლოს სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დანიშნა. კობახიძემ 2017 წლის შემოსავლებთან დაკავშირებით დეკლარაცია 2018 წლის მარტში შეავსო და ამ თანამდებობაზე 2017 წელს, 42 დღის განმავლობაში მიღებული შემოსავალიც ასახა.  კობახიძემ არასრულ 2 თვეში, სახელფასო ანაზღაურების სახით, 13 333 ლარი მიიღო.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 25 თვეში, ჯამში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორებზე, სახელფასო ანაზღაურების სახით, 190 693 ლარია გაცემული.

"თუ დავუშვებთ, რომ თბილისის მერია მართალია და მეტროს მემანქანეების ყოველთვიური ანაზღაურება მართლაც 1800 ლარია, გამოდის, რომ სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორების მხოლოდ 25 თვის ხელფასებზე გაცემული თანხა მეტროპოლიტენის მემანქანეების 105,9 თვის, ანუ თითქმის 9 წლის ხელფასს შეადგენს. ხოლო თუ მემანქანეებს ვენდობით, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ხელფასი 1200 ლარია, გამოდის, რომ გენდირექტორებზე 25 თვეში გაცემული თანხა მემანქანეების 158,9 თვის, ანუ 13 წლის ხელფასს ეყოფა", - წერს გამოცემა droa.ge

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2026, 11:45

საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

მიმდინარე მიღების ფარგლებში ჯამში გამოცხადებულია 2302 ადგილი, საიდანაც 2112 ადგილი განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ხოლო 190 ადგილი - სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

30 ივლისი 2026, 11:26

ტექნოლოგიები

Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დამყარა

ლაინერმა Airbus A350-1000 ULR-მა ისტორიაში ავსტრალიიდან ევროპაში პირველი უწყვეტი ფრენა შეასრულა, რა დროსაც ჰაერში 24 საათი და 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავმა 23 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი დაფარა, გადაუფრინა ორ ოკეანესა და სამ კონტინენტს. ეკიპაჟმა ორი აისისა და ორი დაისის ნახვა მოასწრო.

30 ივლისი 2026, 11:22

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

30 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.

30 ივლისი 2026, 11:19

რეგიონი

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.

30 ივლისი 2026, 11:17

საზოგადოება

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 104 ტრენინგი ჩაატარა და 1650 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის სერტიფიცირებული ტრენინგები სრულიად უფასოდ თემებზე: „ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.

30 ივლისი 2026, 11:13

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული , პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

30 ივლისი 2026, 10:53

პოლიტიკა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.

30 ივლისი 2026, 10:51

მსოფლიო

Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს

საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.

30 ივლისი 2026, 10:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინეს

2025 წელს სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.

30 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 32 კაფსულა „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 13 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30 ივლისი 2026, 10:16

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

30 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

დონალდ ტრამპი

30 ივლისი 2026, 10:15

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 13 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“ და 7 კილოგრამი „მარიხუანა“.

პეტერ მადიარი

30 ივლისი 2026, 09:50

მსოფლიო

Euractiv: უნგრეთში პეტერ მადიარის მთავრობის პოპულარობა შემცირდა

უნგრეთის პროდასავლური მთავრობის პოპულარობა პირველად შემცირდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მხარდაჭერაზე უარყოფითად იმოქმედა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ივლისს საქართველოში

30 ივლისს ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ქსენია ფიოდოროვა

30 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:19

მსოფლიო

რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა

რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.