ალექსი პეტრიაშვილი ივანიშვილის მიმართვაზე: მზად ვარ, ქვეყნის სამსახურში ვიყო, ჩემი მისამართი ყველამ იცის
ალექსი პეტრიაშვილი
ფოტო: facebook
მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, მისი პოვნა არ გაუჭირდებათ.
„მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოვადგე. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილი 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი იყო, შემდეგ კი ქართული ოცნების კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს პარლამენტის წევრად, ხოლო 25 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.
თუმცა, მან "ქართული ოცნების" კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" წასვლის შემდეგ, 2014 წელს მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ახლა ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გადაცემა “საქმიანი დილის” თანაწამყვანია.
დღეს გავრცელდა ვიდეო, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ივანიშვილის განცხადებით, მას ესმის საქართველოს მოქალაქეების, მათი გულისტკივილისა და იმედგაცრუების.
ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვაში ქართული ოცნების "ძველ გვარდიასაც" მიმართა.
"მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 13:19
მსოფლიო
მედია: ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში 9 მაისს გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცე გაუხსნა
ჩეხეთის ხელისუფლებამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხური მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:57
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აშშ-ის ხელისუფლების მიერ გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელებმა საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:55
ეკონომიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.
02 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
New York Post: ირანი ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის კამიკაძე-დელფინების გამოყენებას განიხილავს
ირანის ხელისუფლება ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას ახდენენ, კამიკაძე-დელფინების გამოყენებას აპირებს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:06
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:06
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კონცერტი გაიმართა
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა.
02 მაისი 2026, 11:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების გამო საქართველო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული.
02 მაისი 2026, 11:49
მსოფლიო
ევროპარლამენტში გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ, ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის წარმომადგენელი, ბერნდ ლანგე გამოეხმაურა და შეერთებულ შტატებს არასანდო პარტნიორი უწოდა.
02 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია, რათა მათი საჭიროებები გაიგონ და ამის საფუძველზე რეგიონი მეტად განვითარდეს.
02 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ
ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით იღებს.
02 მაისი 2026, 11:39
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: კონფერენციების დასასრულს შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები ჩვენს სამომავლო საქმიანობაში განვახორციელოთ
ნაყოფიერი აღმოჩნდა განვლილი 4 კონფერენცია, რადგანაც ამ კონფერენციებზე გაჟღერებული იდეები უკვე გადავიდა სამუშაო რეჟიმში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა საგურამოში, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
02 მაისი 2026, 11:27
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.
02 მაისი 2026, 11:19
მსოფლიო
ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან
დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
02 მაისი 2026, 11:14
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეზე, დღეს მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობენ. ამ წუთებში კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს.
02 მაისი 2026, 10:55
რეგიონი
დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა
დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
02 მაისი 2026, 10:44
მსოფლიო
რუსეთმა ხერსონში ავტობუსი დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 10:33
რეგიონი
დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება
დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო დაიწყო. ღონისძიებაში ქუთაისობის სიმბოლო გიმნაზისტ გოგონებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
02 მაისი 2026, 10:13
მსოფლიო
საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად საჭირო საბანკო ბარათები დაუბლოკეს
საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის ინფორმაციით, პარიზში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავტომობილებისთვის საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
02 მაისი 2026, 09:59
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.
02 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა.


