imedi /  06 ნოემბერი 2018, 19:58 / სანდო წყარო

ოთარ ფარცხალაძის ქონების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ინფორმაციას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს, ინფორმაციის მიხედვით, მთავარი პროკურორობის პერიოდში ფარცხალაძე და მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართს და 2 უძრავ ქონებას ფლობდა, ახლა კი ის 7 900 კვ.მ ფართობის და 24 -მდე უძრავი ქონების მეპატრონეა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, 2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების მომენტში, ოთარ ფარცხალაძე 76 კვ.მ ფართობის ბინას ფლობდა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე და 150 კვ.მ ფართობის ბინას ჯანაშიას ქუჩაზე.

ამ პერიოდში ჰქონდა დაახლოებით 30 000 ლარის ანაბარი, 100 000 დოლარიანი იპოთეკური სესხი და 20 000 ლარის კრედიტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ქონებაში შედის: ტაბახმელაში, სოფელი წავკისში, 4089 კვ.მ საერთო ფართობის 4 მიწის ნაკვეთი, 1509 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში, 77,5 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 38 კვ.მ ფართი კოსტავას ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე 90 კვ.მ ფართი, 101 კვ.მ კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 204 კ. კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 130 კვ.მ ფართი მშენებარე ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, 143 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 33 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 26 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში, 25 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია ოთარ ფარცხალაძის მეუღლის ქონებრივ მდგომარეობაზეც.

მათი ინფორმაციით, ფარცხალაძის მეუღლის ქონებაში შედის: 59 კვ.მ ფართი ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე. ყოფილი ცოლის ქონებაში კი შედის, 40.2 კვ.მ ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, 16, 20 კვ.მ ავტოსადგომი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 61.70 კვ.მ მშენებარე ფართი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 44.12 კვ.მ ფართობი ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 15 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე.

შვილის, ანდრია ანზორ ფარცხალაძის უძრავ ქონებაში შედს: 38 კვ.მ ფართი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 417 კვ.მ მიწა ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 119 კვ.მ ფართი ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 93 კვ.მ ბინა თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე.

როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2015 წლის 18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძემ შპს “როიალ დეველოპმენტის” 40% წილი იყიდა 50 ლარად. 2016 წლის 29 ივნისს მან 50 ლარად ნაყიდი წილი,155 000$-ად გაყიდა.

2014-2016 წლებში ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს მიტერას 100% წილი იყიდეს 2500 ლარად, რაც 2016 წლის აგვისტოში 65 000 ლარად გაასხვისეს.

2016 წლის 29 ივნისს ოთარ ფარცხალაძემ შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% იყიდა 235 000$-ად.

ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ოჯახის წევრებთან ოთხი კომპანიაა დაკავშირებული: შპს „ეკო გრუპი“, სადაც 50-50% ოთარ ფარცხალაძის მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი და ოთარ ფარცხალაძის ვაჟი, ანზორ ფარცხალაძე ფლობენ. გარდა ამისა, ისინი ფლობენ რესტორან „წინანდალის“ 49%, კლუბი „ სავანე“ 49%, ხოლო შპს „ჰექსას“ 20% ვაჟი ფლობს.

 

ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და იმავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას მხოლოდ 37 დღის განმავლობაში მართავდა და არც მანამდე და არც მერე პრესასთან საჯარო კომუნიკაციის ინტერესი არ გამოუჩენია. 

ქვეყნის მთავარი ყოფილი მბრალდებელი, დღეს თავადაა ბრალდებული. ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 6 ნოემბერს წარუდგინეს.

ფარცხალაძის გვარი დაკავშირებულია შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან, აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსთან ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებასთან და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში სპორტის ყოფილ მინისტრთან ასევე შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებასთან.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.

21 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.

21 აგვისტო 2026, 21:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.

ნიკოლოზ ბენიაიძე

21 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

21 აგვისტო 2026, 20:48

სამართალი

შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

21 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

21 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.

21 აგვისტო 2026, 20:18

პოლიტიკა

საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.