imedi /  26 თებერვალი 2019, 11:42 / სანდო წყარო

პრემიერმინისტრი „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხმაურება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე "თიბისი ბანკის" საკითხზე აკეთებს კომენტარს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, "თიბისი" ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია არა მხოლოდ ფინანსური სექტორისათვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის. ბახტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ობიექტური ზედამხედველობის პროცესი მიმდინარეობდა.

„ამავე დროს, ვფიქრობ, ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთა თიბისი ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა, გამოხატავს იმ სულისკვეთებას,რასთანაც რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს. ეროვნული ბანკის მხრიდან ობიექტური ზედამხედველობის პროცესი მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება თიბისი და ეროვნული ბანკის მხრიდან. ფიჩმაც აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ატარებს სწორ პოლიტიკას, და ის, რომ ჩვენი საბანკო ფინანსური სექტორი არის ძალიან მდგრადი. ეს არის კონკრეტული ფაქტი. დანარჩენი ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მისცეს შეფასება ნებისმიერ საკითხს. ჩვენ მოვისმენთ ალბათ დღეს კომიტეტზე თითოეული ადამიანის შეფასებას. მე ზოგადად მივესალმები ამ პროცესს, კითხვები როცა არსებობს, მასზე უნდა იყოს პასუხებიც.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მივა პარლამენტში, ეს პროცედურული საკითხია, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, არ ვარ მე ნამდვილად ამ თემის ექსპერტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მივიდეს, არ უნდა მივიდეს, ან როდის უნდა მივიდეს. პარლამენტის წინაშე არსებობს ანგარიშვალდებულება, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვიხილეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, მე პირადად, როგორც მოქალაქე, ამას მივესალმები ყოველთვის", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მამუკა ხაზარაძისგან წერილი მიიღო, სიმართლე არ არის.

„მამუკა ხაზარაძისგან ოფიციალური წერილი არ მიმიღია. ის, რომ მე არ გამოვეხმაურე, რეალობას არ შეესაბამება. მე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მქონდა შეხვედრა მათივე ინიციატივით", - აღნიშნა ბახტაძემ.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

ყველა სიახლე

თემურ მიქელაძე

22 სექტემბერი 2026, 19:29

ჯანდაცვა

პედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსი შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ

ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია - ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

ვლადიმირ პუტინი ალიშერ უსმანოვი

22 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა საფრანგეთის მოთხოვნით სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვი ამოიღო

ევროკავშირი დათანხმდა, სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი - ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის საკითხს დაუკავშირა, რამაც ბრიუსელში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია, - წერს Euronews-ი.

22 სექტემბერი 2026, 19:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

დავით ნარმანია

22 სექტემბერი 2026, 18:57

პოლიტიკა

დავით ნარმანია: ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი

ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად კიდევ უფრო მეტად თვითკმარი ანუ გვქონდეს ჩვენი საკუთარი მეტი ენერგია საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:52

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის Air China-ს პრეზიდენტს ცუ გუანგძს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გაფართოების, მათ შორის პეკინიდან პირდაპირი ფრენის დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.აღინიშნა, რომ 2025 წელს არაპირდაპირი მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოსა და კუანგჭოუსს, ასევე პეკინს შორის 2024 წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა. ამ მზარდი სტატისტიკისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყების შესაძლებლობას შეისწავლის, ასევე მოხდება შუალედური პუნქტების გავლით საქართველოსა და ჩინეთის დაკავშირებადობის ზრდა.

დავით ნარმანია

22 სექტემბერი 2026, 18:43

ეკონომიკა

დავით ნარმანია: არაერთი დაინტერესებული ინვესტორი მოდის მარეგულირებელ კომისიაში, მათ ვაძლევთ განმარტებებს ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით - ისინი უზრუნველყოფილი არიან სწორედ მარეგულირებელი გარემოთი და ეს არის დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ

ზოგადად ქვეყანაში არსებული ლიბერალური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა შეიძლება იზიდავდეს ინვესტორებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში.

დავით ნარმანია

22 სექტემბერი 2026, 18:28

პოლიტიკა

დავით ნარმანია: ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს

ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, აღნიშნული ღონისძიება სამ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს გვერგო პატივი, რომ საქართველომ და კონკრეტულად, ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლოს ამ ფორუმს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2026, 18:25

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: მხოლოდ სამხედრო ძალას არ შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააფრთხილა მსოფლიო, რომ „ჩვენს სამყაროში ბზარები ფართოვდება“.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ებულინგებინათ ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ნამდვილად არ იმსახურებს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო შანტაჟის ენით საუბარს. თუ გინდა მიიღო ამხელა ისტორიის ქვეყანა, რომელმაც თავი გადაირჩინა ისტორიის გზაზე და მოაღწია თავისი ძალიან დიდი გამძლეობით აქამდე, ბუნებრივია, რომ მას არ უნდა ელაპარაკო მუქარის ენით

ნამდვილად ბუნებრივი გზა გვაქვს დასახული ევროპისკენ, ერთიანი ევროპული ოჯახისკენ და ეს გზა მხოლოდ სლოგანებით არ არის გამოხატული. ეს გზა ჩვენ, ჩვენი არსებობის ისტორიის მანძილზე დავადასტურეთ და გარდა ამისა, კონსტიტუციაშია გაწერილი ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2026, 18:10

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა

ბზარები ღრმა უფსკრულებად იქცა, ბოლო ათწლეულში, ერთმანეთს მიჰყვა გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:10

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია

გვარამიას განცხადება არის გარედან ნაკარნახეივ, რომ შერიგების პროცესი შეაფერხონ. არც განიხილება, რომ ოდესმე ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა რომელიმე კავშირში გაწევრიანება რომელიმე ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე განიხილოს, წარმოუდგენელია, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ევრობიუროკრატებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო

ევრობიუროკრატებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო და უნდა გადახედონ ჩვენს ისტორიას. გუშინ არ დაბადებულა ჩვენი სახელმწიფო, ტრადიციები და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. თავისთავად ცხადია, უნდა გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

22 სექტემბერი 2026, 17:59

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანა.

22 სექტემბერი 2026, 17:56

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა.

22 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე: მნიშვნელოვანი სამიტია და კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი ქვეყნის დიდი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო უსაფრთხოებაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამიტზე მონაწილეობა ადასტურებს, თუ რა დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

ლი ჯე მიონი

22 სექტემბერი 2026, 17:50

მსოფლიო

NYT: სეული ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული პროგრამის გაყინვის სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

„მიმაჩნია, რომ არსებობს სერიოზული სარგებელი კომპრომისში სანქციებსა და დამატებითი ბირთვული იარაღისა თუ ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტების განვითარების შეჩერებას შორის“, - განაცხადა ლიმ ინტერვიუში.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის. ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას - აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში

ეს მათი ერთიანი კამპანია იყო - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ასე უპასუხა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში და ამჯერად „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის, არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობის გამო გამძაფრებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული. მისი თქმით, რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი, არის რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.