რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში საქართველოზე. მთავარი
ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად ცალკე საქართველოს ეძღვნება.
საქართველოს ნაწილში ანგარიშში არაერთ საკითხზეა საუბარი. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. აგრეთვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე.
ანგარიშის თანახმად, ევროპაში ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც კონკურენტუნარიანი და პროფესიულად ორგანიზებულა აღწერეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თამაშის არათანაბარი პირობები და ამომრჩევლის დაშინება.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები მაინც დარჩა“.
დოკუმენტის შესავალში ასევე წერია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებმა ეთნიკურად ქართველების უფლებები შეზღუდეს.
როგორც დოკუმენტში წერია, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უკან დაბრუნების ნება არ დართო 2008 წლის კონფლიქტის გამო განდევნილ ეთნიკურად ქართველებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ სამხრეთ ოსეთში, რათა ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.
ანგარიშში ასევე საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. დოკუმენტში წერია, რომ 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზე ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.
ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებაზე და სასამართლო სისტემაზე. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე საუბარია მედიაგარემოზე. როგორც დოკუმენტში აღნიშნული, საქართველოში დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და განსხვავებულ შეხევდულებებს გამოთქვამდა. „17 ოქტომბერს 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზიამ „იბერია“ მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირდება. „იბერიის“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის ახლო ურთიერთობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ყოფილი პრეიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე, რომელიც მან მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს დაადო.
მედიაზე საუბრისას ანგარიშში აღნიშნულია რუსთავი2-ის საქმეც. დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის მარტში სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რომელიც ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას ითვალისწინებდა.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 14:25
სამართალი
2026 წლის 1-ლი ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
უწყების ინფორმაციით, საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.
01 ივლისი 2026, 14:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც დღეს არის და გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით
01 ივლისი 2026, 14:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია
განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რამაც 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა
პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის სწორედ ის, რამაც 2021-2025 წლებში 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
01 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის
დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
01 ივლისი 2026, 14:16
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც - მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი
„შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:14
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება, პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ - ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:12
სამართალი
მამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა.
01 ივლისი 2026, 14:10
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე
შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:09
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:09
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს ეფუძნება
„ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას მოგვცემს, ქვეყანამ მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს სარეიტინგო სააგენტოების შეფასებების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
01 ივლისი 2026, 14:01
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი: ევროკომისია დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ევროკავშირს, არამედ - მხოლოდ ევროკომისიას
ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ევროკომისიას საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროში მზარდი როლის გამო მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სცდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 13:56
პოლიტიკა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 13:38
მსოფლიო
Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში ივნისში გაუსაძლისი სიცხეების გამო 1 029 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 13:20
მსოფლიო
ABC News: დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტის ბიზნესიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ABC News-ი ტრამპის პირად ფინანსურ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 13:10
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 13:01
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული და კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის დიპლომატიური მისიის შესრულების ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა.
01 ივლისი 2026, 12:51
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 12:48
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას, საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში, დაბალ ფისკალურ პარამეტრებსა და ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.


