10 მთავარი პრინციპი რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება
უზენაესი სასამართლო
ფოტო: Facebook
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის საკანონმდელო პაკეტის ის მთავარი 10 პრინციპი დაასახელა, რომელსაც პროექტი ეფუძნება.
„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანიდან, გაგრძელებული იუსტიციის უმაღლოს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით და პარლამენტისთვის წარდგენით, დასრულებული საქართველოს პარლამენტში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენით, წარმოდგენილია მთლიანობაში ხუთ ეტაპიანი პროცესი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, აქამდე არსებობდა მოდელი, როდესაც ერთი პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის გარეშე, არ არსებობდა არანაირი პროცედურა. დღეის მდგომარეობით, კონსტიტუციით შეცვლილია მდგომარეობა - კანდიდატებს წარადგენს არ ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო. "ჩვენ არ გვქონდა აქამდე არც ერთი პროცედურა დეტალურად გაწერილი, თუ როგორ წარიმართებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ ამ პროცედურების დეტალურად გაწერას", - თქვა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მეორე ძირითადი პრინციპი ის, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს შეეზღუდოს ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
მესამე ძირითადი პრინციპია ის, რომ ვაკანტური თანამდებობზე, ამ შემთხვევაში არის 18 ვაკანტური პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატის. მისი თქმით, ორნახევარჯერ მეტი კანდიდატის მოხვედრა არის გათვალისწინებული ე.წ. გრძელ სიაში.
მეოთხე ძირითადი პრინციპია ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას არ ექნება საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.
მეხუთე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატებს გაესაუბრება ინდივიდუალურად, რაც იქნება საჯარო.
მეექვსე ძირითადი პრინციპით - საბჭოს წევრების მხრიდან მოხდება კანდიდატების შესაბამისი ქულებით შეფასება.
მეშვიდე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.
მერვე ძირითადი პრინციპია, ის რომ საბჭოში პროცესი წარიმართება ორი თვის განმავლობაში
ასევე, გასათვალისწინებელია მეცხრე ძირითადი პრინციპი, რომ თუკი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებზე საბჭოს რომელიმე წევრს ექნება განსხვავებული პოზიცია, არ დაეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭო თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და დაასაბუთოს თავის პოზიცია, თუ რატომ არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას.
"მეათე ძირითადი პრინციპი უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, თუ როგორ წარიმართება პროცესი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი ფორმირებას და სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ტარდება ე.წ. ამერიკული მოდელით ინდივიდუალური გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან. ჩვენ ამ საკითხს დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება ამისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისა ღირსეული გადაწყვეტილება. პროცესი საქართველოს პარლამენტში იქნება საჯარო, რაც ნიშნავს იმას, რომ სხდომის დახურვა იქნება დაუშვებელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტში 3 კანონპროექტი 11 მარტს დარეგისტრირდა. მმართველი გუნდის გარდა უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესზე კანონპროექტი ეკა ბესელიამ და „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადეს.
4 მარტს უმრავლესობა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე შეთანხმდა.
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.
21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა


