12 აგვისტო 2022, 15:22 / სანდო წყარო

ირაკლი მუკნიაშვილი: ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე დამატებით 200 სოციალურად დაუცველს დაასაქმებს

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“, ჯამში, 233 მოქალაქე დაასაქმა.

ეროვნული სააგენტოს უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დამატებით, მოთხოვნის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ 200 მოქალაქეს დაასაქმებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონის „საქმიანი ეზო“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.

დღეისთვის, აღნიშნულ „საქმიან ეზოში“ 9 მეტყევე და 3 დასაქმების პროგრამის ბენეფიციარია დასაქმებული. იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახური 12 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება. დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, უკვე დასაქმდა 37 სოციალური შემწეობის მიმღები პირი, რომლებიც ჩართულები არიან სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებში, რაც გულისხმობს სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას, სოციალური ტყეკაფებიდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემას შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, „საქმიან ეზოებში“ სამასალე და საშეშე მერქნის დახარისხება-დასაწყობებას, საშეშე მერქნის პირდაპირი მიყიდვის წესით სარგებლობას და ტრანსპორტირების მომსახურებას.

„დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის სატყეო სამსახურში ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მარტო ვზრდი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოთხი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნდება საარსებო შემწეობა, ამავდროულად, ვიქნები დასაქმებული და მექნება დამატებითი შემოსავალი”, - აღნიშნა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარმა, ეთერ ბაქრაძემ „საქმიან ეზოში“ გამართულ შეხვედრაზე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებისთვის 790 სამუშაო ადგილია განსაზღვრული. სააგენტოს 9 რეგიონულ სამსახურში უკვე დასაქმებულია: კახეთში 17 ბენეფიციარი (ტყის მცველი), ქვემო ქართლში - 33 (ტყის მცველი), შიდა ქართლში - 4 (ტყის მცველი), მცხეთა-მთიანეთში - 17 (ტყის მცველი), იმერეთში - 37 (ტყის მცველი) სამეგრელო -ზემო სვანეთში - 8 (ტყის მცველი), სამცხე ჯავახეთში - 21 ბენეფიციარი (ტყის მცველი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 46 (ტყის მცველი), გურიაში - 17 (ტყის მცველი).

ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, უკვე 43 „საქმიანი ეზო“ მოეწყო.

„საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

07 ოქტომბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ნიკა მელია: არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! - საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონ ნახევარზე მეტი უჯდება, თავად მელია ფეისბუქ პოსტით პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საზოგადოება თავის დროზე პირადად მისგან გაიგებს სრულ სიმართლეს. მელია მსგავსი განცხადებების გამავრცელებლებს საკადრისი პასუხის მიღებას ჰპირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ოქტომბერი 2022, 09:29

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: 1-ელი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვ.კმ ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს - დადგება დღე, როდესაც ყირიმის გათავისუფლებასაც აღვნიშნავთ

მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

07 ოქტომბერი 2022, 09:09

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესკომპანიების საჭიროებებზე მორგებული პროექტები შექმნეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესკომპანიებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები შექმნეს. „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)” - ასეთი იყო იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა აღნიშნული აქტივობები განახორციელეს.

07 ოქტომბერი 2022, 08:52

რეგიონი

სოფელ უდეში, ე.წ. ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ უდეში, ე.წ ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.

პეტრ ფიალა

07 ოქტომბერი 2022, 08:39

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ჩვენი საერთო უსაფრთხოების, სტაბილურობისთვისა და კეთილდღეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს

ეს შეხვედრა ევროპის კონტინენტისთვის კრიტიკულ დროს გაიმართა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაია სანდუ

07 ოქტომბერი 2022, 08:28

მსოფლიო

მაია სანდუ: ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევებს, ზამთარსაც გადავიტანთ და ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან

მთავარი ამოცანა გახლავთ ერთობლივი მოქმედება, რათა მდგრადი მშვიდობა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემა აღდგეს ყველგან ევროპის კონტინენტზე, ჩვენი საზღვრები და ხალხი დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

07 ოქტომბერი 2022, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში +28 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ილჰამ ალიევი

07 ოქტომბერი 2022, 01:26

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: სომხეთის მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია.

ამირან სალუქვაძე

07 ოქტომბერი 2022, 01:16

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე პრაღის სამიტზე: იმ გარემოებით, რომ ჩვენ ვიმყოფებით 44 სახელმწიფოს შორის და პრემიერ-მინისტრი თანათავმჯდომარე იყო მნიშვნელოვანი დისკუსიის, ამით ევროპამ საქართველოს ადგილი მიუჩინა

„თქვენ წარმოიდგინეთ, სააკაშვილი მსგავს სიტუაციაში ყოფილიყო ჩვენ 2-3 დღის განმავლობაში სანამ იქ იქნებოდა გადაგვასახლებდნენ მთელ ქვეყანას“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ემანუელ მაკრონი

07 ოქტომბერი 2022, 01:06

მსოფლიო

მაკრონი: ევროპა უკრაინას უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნიან, მათ შორის ჰაუბიცებს.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი პირველ რიგში მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისკენ

ჩვენს პოზიციებში, რომლებიც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან ევროპელ ლიდერებთან, იყო ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის დაანონსებული გეგმა, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროპელი ლიდერებისგან ძალიან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ

ძალიან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ ევროპელი ლიდერებისგან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა, იყო ძალიან მეგობრულ გარემოში.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა

„პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან ესაუბრა, თუ რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ რეკომენდაციებთან მიმართებაში გადავდგათ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები და ჩვენ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვფიქრობ, ორივე შეხვედრა იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და ამას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ოქტომბერი 2022, 00:39

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირი შეხვედრა გაიმართა.

დათო მაღრაძე

07 ოქტომბერი 2022, 00:37

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: სამწუხაროდ, აქ ეკერმანს არ აგზავნიან, რომ გოეთეზე ლექციები წაიკითხოს, აკერმანები ჩამოდიან და მასტერკლასს უტარებენ ოპოზიციას, თუ როგორ დაამხონ ხელისუფლება

ყველა პარამეტრით, დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნის გზაზე საქართველო იყო ყველა პარამეტრით წინ იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისთან ერთადაც განიხილებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ერთ დღეში შეტრიალდა ყველაფერი. ერთ წამში შეიცვალა მანამდელი ჩვენი უპირატესობა, როცა უარი ვთქვით მეორე ფრონტზე და ჩვენს დამაქცეველ სანქციებზე. თუმცა, საქართველო ყველა საერთაშორისო დოკუმენტსაც მიუერთდა, სანქციებსაც მიუერთდა, ინიციატორიც იყო, არათუ მიუერთდა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი პრაღის სამიტზე: მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ ფორმატებში მონაწილეობას იღებს

„ეს განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, იმას, რომ ევროპისთვის საქართველო გამორჩეული ქვეყანაა, მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩვენ მოხარული ვართ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეცა, რათა თავი წარმოეჩინა აღნიშნულ პლატფორმაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენ ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირთან და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

დღეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სადაც შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და ასევე, მოწვეულია ყველა იმ სახელმწიფოს პირველი პირი, ვისი პოლიტიკური ასოცირებაც, პოლიტიკური მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

07 ოქტომბერი 2022, 00:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი გაძევების საქმეზე გამოძიება და ნებისმიერ დროს შეეძლოთ ეს ადამიანი დაეკითხათ მანამ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ საქართველოში

სამართლებრივად და თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას წყვეტს ის სახელმწიფო, სადაც იმყოფება კონკრეტული პატიმარი, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეეხებოდა. კერძოდ, უკრაინული მხარის განცხადებას, რომელიც ექსპრეზიდენტის მოწმის სახით უკრაინაში გადაყვანას ითხოვს.

დათო მაღრაძე

07 ოქტომბერი 2022, 00:08

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილი ბულინგსა და შანტაჟს არ ექვემდებარება

მე ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, რაღაც განსაცდელიც გაგვივლია ერთად და ეს პიროვნება არ ექვემდებარება ბულინგსა და შანტაჟს, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

07 ოქტომბერი 2022, 00:04

პოლიტიკა

თეა წულუკიანი კელი დეგნანის განცხადებაზე: მთავარია გაირკვეს, რას გულისხმობდა ელჩი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნიდან არ უნდა იყოს კანონები გადმოღებულიო, მე სხვანაირი გამოცდილება მაქვს

„მე ცოტა სხვანაირი გამოცდილება მაქვს: 8 წელი იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი და რეფორმა არ არსებობს თითქმის ბუნებაში, რომელიც არ გაგვიტარებია და იუსტიციის სამინისტრო იყო ყოველთვის ამ დიდი რეფორმების ავტორი უწყება, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით მიდიოდა პარლამენტში და მე სხვა გამოცდილება მაქვს - პირიქით, ყოველთვის იყო მოწოდებები რომ „გადმოვაკოპიროთ“ სხვა ქვეყნის კანონები, ახლა რა შეიცვალა საინტერესო იქნება ჩემთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.