ნინო ლაცაბიძე: როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფოტო: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2023 წლის ,,რუსთავის ახალი განვითარების გეგმის“ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციისას ნინო ლაცაბიძემ, ინფრასტრუქტურული, სოციალური და ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია, მიმდინარე წელს გეგმავს, საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მერიის გუნდთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზენტაცია მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში მოეწყო, რომელიც რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ძირითადი კომპონენტი და ნინო ლაცაბიძის მიერ, რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილია.
„დღეს წარმოვადგინეთ 2023 წლის რუსთავის ახალი განვითარების ის გეგმა, რომლის განხორციელებაზეც ყველა ერთად ვიმუშავებთ. მახარებს ის, რომ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები წარმოვადგინეთ ჩვენს გუნდთან ერთად, რადგან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებული სახსრებით ვაგრძელებთ რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მთავარ აქცენტებს ვაკეთებთ, რუსთავში ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, ასევე ახალი საგზაო და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე. გამორჩეული იქნება 2023 წელი სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის განხორციელების შედეგად, რუსთავის მერიის გუნდს, სხვადასხვა მიმართულებით სერვისების გაუმჯობესებისა და რეფორმების განხორციელების საშუალება მიეცა.
„დღეს გავეცანით იმ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომელიც დაკავშირებულია იმ პროექტებთან რომელიც 2023 წლის განმავლობაში რუსთავში უნდა განხორციელდეს. ყველა ამ პროექტის პარალელურად რა თქმა უნდა საჭიროა შესაბამისი ნორმატიული ბაზების განახლება, საკანონმდებლო ცვლილებები. მაგალითად გასულ წელს განხორციელდა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და ჩამოყალიბდა მუნიციპალური ინსპექცია, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განახლებას საჭიროებდა“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„დღეს წარმოვადგინეთ რუსთავის განვითარების ახალი გეგმა. სახელმწიფოს მხარდაჭერით უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება ის მასშტაბური პროექტები რომელიც საქართველოს პრემერ მინისტრის მიერაა ინიცირებული, ეს არის ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე პრემიერის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გაგრძელდება მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია, მასშტაბური სკვერებისა და პარკების მოწყობა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა - ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება, რომელიც რუსთავმა გასულ წელს დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით დამატებით 5 მილიონი ლარი გამოიყო ამ პროგრამის გასაგრძელებლად“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთავის ბიუჯეტი, დღეისათვის 108 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე იგორ ბლაჟევიჩი აირჩია, რომელიც ოპოზიციასთან აფილირებული პერსონაა. მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე
„საბოლოოდ, პოლიტიკაში შედეგს განსაზღვრავს არა კონსულტანტების ცვლილება, არამედ ნდობის აღდგენა, მკაფიო ხედვა და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება, რომელთაგან ოპოზიციას არცერთი არ გააჩნია. ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს რადიკალური სცენარების რეალიზება, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ ეროვნულობის განცდა და არ აქვთ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
16 აპრილი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ათ ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთან, 35 ცალად დაფასოებული 13, 65 გრ. „ალფა-პვპ“ შეინახა თბილისში, სპეციალურ სამალავში.
16 აპრილი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:46
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას
„მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. კანონის პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 13:38
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 13:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება
ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
16 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 13:27
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:25
მსოფლიო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:24
საზოგადოება
ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა
პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
16 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 13:16
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
16 აპრილი 2026, 13:14
მსოფლიო
BBC: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ლიბანის პრეზიდენტთან საუბარს გამართავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან საუბარს გამართავს. ინფორმაციას BBC ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წევრზე, გილა გამლიელზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:11
საზოგადოება
23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.
16 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი იტალიური კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთ უმსხვილეს კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ქართველიშვილი: უსამშობლოთა ნაცსექტამ აბასთუმანზე ავიარეისების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის „კერძო ინტერესებს“ დაუკავშირა, თუმცა იგნორირებულია მთავარი - ინიციატორები აბასთუმნის ობსერვატორიის ქართველი მეცნიერები იყვნენ
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი მეცნიერების მოთხოვნა, რომ აბასთუმნის ირგვლივ ფრენების მარშრუტი შეიცვალოს, სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, თუ ირანის კრიზისის გამო საქართველოს თავზე საჰაერო ნაკადი დღეში რამდენიმე ათას რეისამდე გაიზარდა და ახალი ტრასა მგრძნობიარე ასტრონომიულ ზონას გადაუვლიდა, მეცნიერები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ.


