imedi /  27 ივნისი 2019, 16:54 / სანდო წყარო

რა შეზღუდვები დაუწესა სასამართლომ ნიკა მელიას

ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 30-ათასლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ის დამატებითი ვალდებულებები და აკრძალვები დაასახელეს, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დაუწესდა. 

კერძოდ, როგორც სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ნიკა მელიას ეკრძალება:

1. საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;

2. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; 

3. მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;

ასევე, სასამართლომ მელია დაავალდებულა, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჩააბაროს პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, პროკურატურამ შუამდგომლობით ითხოვა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე, მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეებზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე. 

"სასამართლომ მოისმინა ორივე მხარის პოზიცია და მივიდა შემდეგ გადაწყვეტილებამდე. საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდით არსებობს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის რომ რეალურად მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო გაზრდილი ოდენობით (30 ათასი ლარი). ამავდროულად სასამართლომ გამოიყენა დამატებითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ ამ ვალდებულებების დაკისრებით შესრულებული იქნება აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობები და შესაბამისად გირაოს და ამ დამატებითი ვალდებულებების ერთობლივად გამოყენების პირობებში სრულად იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების ყველა მიზანი", - განაცხადეს სასამართლოში ბრიფინგზე.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, დაცვის მხარე კი 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2024, 04:01

LIVE ისრაელი

გაეროში ისრაელის ელჩი გაეროს გენერალურ მდივანს: ირანმა დაარღვია გაეროს წესდება - სად არის თქვენი ხმა? გაიღვიძეთ!

გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მოუწოდებს, დაგმოს ისრაელზე ირანის თავდასხმა.

14 აპრილი 2024, 03:49

LIVE ისრაელი

i24NEWS: ისრაელის მაღალჩინოსნების განცხადებით, ირანული რაკეტებისა და დრონების 99% ჩამოგდებულია

ისრაელის მაღალჩინოსნების განცხადებით, ირანული რაკეტებისა და დრონების 99% ჩამოგდებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური ტელეარხი i24NEWS-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 03:40

LIVE ისრაელი

ჯო ბაიდენი: აშშ-ის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევია.

14 აპრილი 2024, 03:33

LIVE ისრაელი

ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგად, 10 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა

ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგად, 10 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 03:23

LIVE ისრაელი

მედია: იორდანიის საჰაერო ძალებმა ქვეყნის თავზე ათობით ირანული დრონი ჩამოაგდეს

იორდანიის საჰაერო ძალებმა ქვეყნის თავზე ათობით ირანული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 03:12

LIVE ისრაელი

AFP: ირანის თავდასხმის ფონზე იერუსალიმში აფეთქებების ხმა ისმის

ირანის თავდასხმის ფონზე იერუსალიმში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP საკუთარ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 03:02

LIVE ისრაელი

„ქრონიკა“ ისრაელიდან. იერუსალიმში და ზოგადად ისრაელის 60 პროცენტში განგაშის ხმა ისმის

„პრობლემა ისაა, რომ რადგან ნასროლია დრონები, არ ვიცით სად წავა. ამიტომ განგაშის ხმა ერთი ქალაქის მაგივრად შეიძლება ჩაირთოს ოცამდე ქალაქში. ამ დროისთვის განგაშის სიგნალი ისმის იერუსალიმში, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე, როგორც ჩრდილოეთით, ასევე დასავლეთით. რადგან არ იციან სად მიდის დრონები, ამიტომ ისრაელის თითქმის 60 პროცენტში განგაშის ხმა ისმის“, - აღნიშნა ჩვენმა კორესპონდენტმა.

შარლ მიშელი

14 აპრილი 2024, 02:54

LIVE ისრაელი

შარლ მიშელი: მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 02:50

LIVE ისრაელი

ისრაელის პრემიერის ოფისი: ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმაზე იქნება მტკიცე და მკაფიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ოფირ გენდელმანმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმაზე იქნება მტკიცე და მკაფიო.

14 აპრილი 2024, 02:43

LIVE ისრაელი

მედია: ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 02:32

LIVE ისრაელი

გაეროში ირანის მისია: ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს

გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2024, 02:27

LIVE ისრაელი

ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 02:22

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო

ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 02:17

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის

ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი წერს. „ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე. ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის“, - აღნიშნავს ელჩი.

მოჰამედ რეზა აშტიანი

14 აპრილი 2024, 02:11

LIVE ისრაელი

ირანის თავდაცვის მინისტრი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელს გაუხსნის თავის საჰაერო სივრცეს ირანზე თავდასხმისთვის, მიიღებს მტკიცე პასუხს

ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ რეზა აშტიანიმ განაცხადა, რომ თეირანი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავის საჰაერო სივრცეს გახსნის ირანზე ისრაელის თავდასხმისთვის.

14 აპრილი 2024, 02:03

LIVE ისრაელი

ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2024, 01:59

LIVE ისრაელი

ტრამპი ისრაელზე ირანის თავდასხმაზე: ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 01:51

LIVE ისრაელი

ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის თანამშრომლის, შალვა ომიაძის ინფორმაციით, აეროპორტი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ბენ გურიონის აეროპორტი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ „იმედინიუსს“ აეროპორტის თანამშრომელმა შალვა ომიაძემ აცნობა.

რიში სუნაკი

14 აპრილი 2024, 01:43

LIVE ისრაელი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაგმო ირანის უგუნური თავდასხმა ისრაელზე.

დიანა გოგბერაშვილი

14 აპრილი 2024, 01:43

LIVE ისრაელი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი: კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, შეიძლება ნებისმიერ წამს გამოგვიძახონ - მოლოდინის რეჟიმში ვართ, რაც ძალიან რთულია

ისრაელში მცხოვრები, ქართველი ექიმი, დიანა გოგბერაშვილი „იმედინიუსთან“ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა მოლოდინის რეჟიმშია, რაც ემოციურად ძალიან რთულია. ექიმის თქმით, კლინიკიდან მიიღეს გაფრთხილებაა, რომ არც ერთმა თანამშრომელმა ტელეფონს ხმა არ გაუთიშოს