imedi /  01 დეკემბერი 2020, 09:19 / სანდო წყარო

დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს გამოკითხავენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღეს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს.

დავით გარეჯის საქმეზე სასაამართლო პროცესების პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება.

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214-ი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ყველა სიახლე

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივნისი 2026, 11:17

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი

ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, რადგან ბოლო პერიოდში გვახსოვს პოლარიზაცია, რომელიც თავს გვახვევდნენ. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.

29 ივნისი 2026, 11:16

მსოფლიო

ჰააგაში ნიდერლანდების ხელისუფლების საიმიგრაციო პოლიტიკა და უკრაინის მხარდაჭერა გააპროტესტეს

აქცია ჰააგის ცენტრში გაიმართა. ხალხმა ხელისუფლებას მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის წესების გამკაცრებისა და უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

29 ივნისი 2026, 11:12

რეგიონი

თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა

თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალი ალ-ზაიდი

29 ივნისი 2026, 11:10

მსოფლიო

ერაყში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში პოლიტიკოსები დააკავეს

დაკავებულებს შორისაა ნავთობის მინისტრის მოადგილე ასევე, წარმომადგენელთა საბჭოს წევრები, რომლებსაც რამდენიმე დღით ადრე პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა.

29 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, რომელმაც 5.29 მაგნიტუდა შეადგინა, სიჩუანის პროვინციაში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

29 ივნისი 2026, 10:52

რეგიონი

ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ5-კმ15) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მარიამ ქვრივიშვილი

29 ივნისი 2026, 10:36

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.

29 ივნისი 2026, 10:35

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

29 ივნისი 2026, 10:33

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების დანერგვას სკოლამდელ განათლებაში იწყებს

კომუნიკაციების კომისია სკოლებისა და უნივერსიტეტების შემდეგ მედიაწიგნიერების დანერგვას უკვე სკოლამდელ განათლებაში იწყებს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ლეო XIV

29 ივნისი 2026, 10:28

მსოფლიო

ვატიკანი ევროკავშირს ომებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

„თუ ქვეყანა მტერია, მას არადემოკრატიულად აცხადებენ და გმობენ. მაგრამ თუ ის მოკავშირეა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა თუ დემოკრატიული ღირებულებების არარსებობას თვალს არიდებენ“, - განაცხადა მან.

ალექსანდრ ლუკაშენკო და სი ძინპინი

29 ივნისი 2026, 10:19

მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა

ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე.

ირაკლი კობახიძე

29 ივნისი 2026, 10:02

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს.

29 ივნისი 2026, 09:57

მსოფლიო

ჯანმოს მონაცემებით, ევროპაში 1300-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება რეკორდულ სიცხეს უკავშირდება

„თერმულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპული სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ამგვარი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული. ევროპის კონტინენტი დედამიწაზე ყველაზე სწრაფად თბება და გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად ცხელდება“, - გააფრთხილა მოსახლეობა გებრეიესუსმა.

29 ივნისი 2026, 09:42

მსოფლიო

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

29 ივნისი 2026, 09:22

მსოფლიო

მედია: აშშ და ირანი დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

„ტექნიკური მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტზე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ორივე მხარე თავს შეიკავებს შემდგომი ქმედებებისგან, ხოლო გემები სრუტეში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა The Hill-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

ჯო ბაიდენი

29 ივნისი 2026, 09:16

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპზე: მან მსოფლიოში ჩვენი ავტორიტეტი იმაზე მეტად შელახა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა ისტორიაში

„ეს მხოლოდ მისი პატივმოყვარეობის პროექტები არ არის. თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელის დანგრევა, რათა იქ საბანკეტო დარბაზი აშენდეს, კენედის ცენტრის ფასადზე საკუთარი სახელის განთავსება, საკუთარი თავისთვის ტრიუმფალური თაღის აშენება და იმ კონტრაქტორის დაქირავებაც კი, რომელიც მის საცურაო აუზს ემსახურება. ეს კორუფციაა – თავხედური, აშკარა კორუფცია. კორუფცია ისეთი მასშტაბით, როგორიც ამერიკის ისტორიაში არცერთ ადმინისტრაციას არ უნახავს. რა „ლუზერია. მან მსოფლიოში ჩვენი ავტორიტეტი იმაზე მეტად შელახა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა ისტორიაში“, - განაცხადა ბაიდენმა.

29 ივნისი 2026, 09:09

კულტურა

„პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

ორბელიანის მოედანზე, „თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. საღამოზე შესრულდა მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი.

29 ივნისი 2026, 09:06

მსოფლიო

თურქეთის საგარეო უწყება: ისრაელის გადაწყვეტილება, 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას

ისრაელის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას, - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია.

29 ივნისი 2026, 09:04

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 კი იძულებით გადაადგილდა.

29 ივნისი 2026, 09:03

მსოფლიო

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებს დაარტყეს

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებს დაარტყეს. ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა. ლიკვიდირებულია 29 ადამიანი.