გელა ბეჟუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა
გელა ბეჟუაშვილი
ფოტო: Facebook
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
როგორც ცნობილია, ის დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული.
პროკურატურაში შესვლამდე ბეჟუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა და მედიის წარმოამდგენლებს განუცხადა, რომ კომენტარს საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
გელა ბეჟუაშვილის ადვოკატის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რომ გელა ბეჟუაშვილი გარეჯის საქმეზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214-ი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 09:57
მსოფლიო
ჯანმოს მონაცემებით, რეკორდული სიცხე ევროპაში 1300-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება
„თერმულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპული სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ამგვარი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული. ევროპის კონტინენტი დედამიწაზე ყველაზე სწრაფად თბება და გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად ცხელდება“, - გააფრთხილა მოსახლეობა გებრეიესუსმა.
29 ივნისი 2026, 09:42
მსოფლიო
საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
29 ივნისი 2026, 09:22
მსოფლიო
მედია: აშშ და ირანი დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
„ტექნიკური მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტზე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ორივე მხარე თავს შეიკავებს შემდგომი ქმედებებისგან, ხოლო გემები სრუტეში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა The Hill-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
29 ივნისი 2026, 09:16
მსოფლიო
ბაიდენი ტრამპზე: მან მსოფლიოში ჩვენი ავტორიტეტი იმაზე მეტად შელახა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა ისტორიაში
„ეს მხოლოდ მისი პატივმოყვარეობის პროექტები არ არის. თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელის დანგრევა, რათა იქ საბანკეტო დარბაზი აშენდეს, კენედის ცენტრის ფასადზე საკუთარი სახელის განთავსება, საკუთარი თავისთვის ტრიუმფალური თაღის აშენება და იმ კონტრაქტორის დაქირავებაც კი, რომელიც მის საცურაო აუზს ემსახურება. ეს კორუფციაა – თავხედური, აშკარა კორუფცია. კორუფცია ისეთი მასშტაბით, როგორიც ამერიკის ისტორიაში არცერთ ადმინისტრაციას არ უნახავს. რა „ლუზერია. მან მსოფლიოში ჩვენი ავტორიტეტი იმაზე მეტად შელახა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა ისტორიაში“, - განაცხადა ბაიდენმა.
29 ივნისი 2026, 09:09
კულტურა
„პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა
ორბელიანის მოედანზე, „თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. საღამოზე შესრულდა მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი.
29 ივნისი 2026, 09:06
მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყება: ისრაელის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას
ისრაელის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას, - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია.
29 ივნისი 2026, 09:04
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 კი იძულებით გადაადგილდა.
29 ივნისი 2026, 09:03
მსოფლიო
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებს დაარტყეს
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებს დაარტყეს. ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა. ლიკვიდირებულია 29 ადამიანი.
29 ივნისი 2026, 08:58
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინს: ოთხი წლის განმავლობაში მილიონ 300 ათასამდე ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება
ზედიზედ მეხუთე წელია, პუტინი ისე ლაპარაკობს, თითქოს ომს მოიგებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.
29 ივნისი 2026, 08:53
მსოფლიო
ირანის უმაღლესი ლიდერის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, თეირანმა კვირას დაგეგმილ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო
ირანის უმაღლესი ლიდერის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, თეირანმა კვირას დაგეგმილ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო. მეჰდი ფაზაელის თქმით, ამის მიზეზი გახდა ირანზე თავდასხმები და შეერთებული შტატების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
29 ივნისი 2026, 08:49
მსოფლიო
ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ამის თაობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა.
29 ივნისი 2026, 08:39
მსოფლიო
რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა
რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა.
29 ივნისი 2026, 08:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.
29 ივნისი 2026, 08:24
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა
რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა. საგანგებო თათბირზე პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის საკმარისი მარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობს. ასევე განიხილება დიზელის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა.
29 ივნისი 2026, 08:18
სპორტი
ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. დაშნით მოფარიკავე დანიილ ტარასკინმა ფინალში უნგრელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მიიღო.
29 ივნისი 2026, 08:12
საზოგადოება
ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა
ფონდი ქართუს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. სიახლეა ის, რომ შეიქმნა აპლიკაცია ,,თბილისის ურბანული ტყე,” რომელიც მოსახლეობას დაეხმარება ამ მიდამოების კორდინაციაში, აპლიკაცია აჩვენებს ტერიტორიაზე შემოსასვლელებს, ბილიკებს, მანძილს, მოსასვენებელ სივრცეებს, რაც მეტად გაამარტივებს გადაადგილებას.
29 ივნისი 2026, 08:07
პოლიტიკა
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით 10 რეგიონში უკვე გაიმართა. დასკვნითი მე-11 შეხვედრა დღეს შედგება.
29 ივნისი 2026, 07:59
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
29 ივნისი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა, მან უთხრა ზვიადს, პარტია უნდა შევქმნაო - ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ - გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი
გიორგი გამსახურდია ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.
28 ივნისი 2026, 23:57
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა
დიდი ბრიტანეთის ანალოგიური პრობლემებია გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში ეროვნული ძალები ძლიერდება. ლადღობელაშვილის თქმით, გერმანიასა და საფრანგეთშიც დიდი ბრიტანეთის მსგავსად აკლდება ხალხს და ხმარდება სხვას.


