imedi /  24 ივნისი 2019, 20:57 / სანდო წყარო

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი, რომლითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორი იქნება ის ქართულ რეალობაში.

ნულოვანი, ანუ ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მოხვედრას ბევრი პოლიტიკური სუბიექტი შეძლებს, რომელთაც თავის დროზე ვერ გადალახეს 5 პროცენტიანი ბარიერი. 

„ქართულ ოცნებაში“გამართულ ბრიფინგზე დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2019, 15:00

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს 8000 ლარიანი გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა

20 21 ივნისის საქმეზე დაკავებულ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ვ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 8 ათასი ლარის ოდენობოთ გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი იყო დანაშაულის ამსახველი ვიდეომტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დგინდება დანაშაულებრივი ქმედება და არსებობდა მიმალვის საფრთხე, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის ვერსია არ გაიზიარა.

რუსთავი 2

18 ივლისი 2019, 14:55

საქართველო

„ნაციონალებისგან“ განსხვავებით „ევროპელები“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება "საფრთხის შემცველი და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის“.

ნიკა გვარამია

18 ივლისი 2019, 14:47

საქართველო

ნიკა გვარამია: კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია, ომი თუ იქნება, ვიომებთ

„არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, - დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 14:30

საქართველო

ხალვაშის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში წარადგინა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების დარეგისტრირება დღესვე შეიძლება. სალია ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს დირექტორის გათავისუფლება არ შეიძლება. განმარტავს, რომ არ იცის, რა ხელშეკრულება აქვს ნიკა გვარამიას და სამართლებრივ ნაწილზე განცხადებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

გია ვოლსკი

18 ივლისი 2019, 14:29

საქართველო

ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება ფინალის მიუხედავად ჩვენთვის მისაღები იქნებოდა

„სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი.

18 ივლისი 2019, 14:27

კულტურა

სარაევოს კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს უჩვენებენ

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში #TalentsSarajevo ტრადიციულად უმასპინძლებს ახალგაზრდა, წარმატებულ კინემატოგრაფისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს პროგრამის მეცამეტე გამოშვებისთვის შერჩეულია 2 ქართველი მონაწილე – პროდიუსერი ვლადიმერ ჩიხრაძე და კინოკრიტიკოსი ალექსანდრე გაბელია.

ხანძარი

18 ივლისი 2019, 14:20

მსოფლიო

იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმე-სტუდიაში ცეცხლის განზრახ გაჩენის შემდეგ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცს გადააჭარბა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე 40-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. 10 არსებული ინფორმაციით, დაღუპული შენობის მეორე სართულზე იპოვეს.

დავით დვალი  ჯარჯი აქიმიძე

18 ივლისი 2019, 14:00

საქართველო

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები: სამართლიანობა მაშინ აღდგება როცა ტელევიზიას დაგვიბრუნებენ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძე და დვალი ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას ულოცავენ, თუმცა დასძენენ, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

ნიკა გვარამია

18 ივლისი 2019, 13:38

საქართველო

ნიკა გვარამია: სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ ეთანხმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუტოვა მათ გასაჩივრების უფლება.

ქიბარ ხალვაში

18 ივლისი 2019, 13:37

საქართველო

ხალვაში რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენი რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს. ამის შესახებ ის „ქრონიკას“ ესაუბრა. „დღესვე მოვითხოვთ რეგისტრაციას. ეს შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ. მე უკვე ვესაუბრე ქიბარ ხალვაშს ვერდიქტის თაობაზე და ის ძალიან ბედნიერია".

ქართლის ქარის ელექტროსადგური

18 ივლისი 2019, 13:27

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი იყიდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის. განკარგულებით ელექტროსადგურის აუქციონის წესით გაყიდვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

სტრასბურგის სასამართლო

18 ივლისი 2019, 13:07

საქართველო

სტრასბურგის სასამართლო: 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგოლაძე ნაწამებია

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლის მიმართ 6 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ქიბარ ხალვაში

18 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება

მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა მის მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო.

მიხეილ სააკაშვილი

18 ივლისი 2019, 13:04

საქართველო

სააკაშვილი: რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო „რუსთავი 2“ და ახლა მიაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. „ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები“.

18 ივლისი 2019, 12:56

ეკონომიკა

ანგარიში: აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის პროგნოზები 2019 და 2020 წლებისათვის მეტობით შესწორდა 2.5%-დან 2.6%-მდე, რაც ასახავს ნავთობის მაღალ ფასებს და სხვადასხვა საშინაო ფაქტორებს, როგორიცაა აფრიკული ღორის ცხელების უწყვეტი ეპიდემია რამდენიმე აზიურ ქვეყანაში, რაც, სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის რეგიონში ღორის ხორცის ფასის ზრდას გამოიწვევს.

გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი 2019, 12:54

ძალოვნები

გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხვა დასრულდა. გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხა.

სტრასბურგის სასამართლო

18 ივლისი 2019, 12:45

საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს ვაზაგაშვილების სასარგებლოდ 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. სახელმწიფომ განმცხადებელს ეს თანხა 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს. 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

18 ივლისი 2019, 12:38

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დაიწყო

სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე.

თეა წულუკიანი

18 ივლისი 2019, 12:35

საქართველო

წულუკიანი: რუსთავი 2-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო. მინისტრის ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინარეობს. წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

18 ივლისი 2019, 12:12

საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. „რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დაობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.