imedi /  05 ივლისი 2019, 12:18 / სანდო წყარო

მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის მოვლენებზე სპეციალური დადგენილების პროექტი მოამზადა

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის მოვლენებზე სპეციალური დადგენილების პროექტი მოამზადა. როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, დადგენილების პროექტის შემუშავება განაპირობა არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასების აუცილებლობამ, ვინაიდან სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების აშკარა ნიშნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება.

მისივე თქმით, მოცემული დადგენილებით მმართველ გუნდს სურს, ხაზი გაუსვას პრინციპულ მიდგომებს, რომლებიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას და იმედოვნებს, რომ მას საზოგადოება სწორად გაიგებს და შეაფასებს.

„საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა
საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია; ხელისუფლების მიერ აზრის, მისი მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი; ხელისუფლებამ 2019 წლის 20 და 21 ივნისს მაქსიმალურად უზრუნველყო აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს; აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები
ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ; საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების
წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იყოს განხილული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელიც წარმოშობს უშუალო საშიშროებას, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რაც დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით; ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის
წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საჭიროებს სათანადო რეაგირებასა და გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში. 

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 ადამიანის დაკავების შესახებ შსს-ში 5 ივლისს განაცხადეს. ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ცოტნე სოსელია მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

30 ივნისი 2026, 01:59

მსოფლიო

Financial Times: ესპანეთის საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გადავადებისკენ მოუწოდებს

ევროპის ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2027 წელს დაგეგმილი აკრძალვის ძალაში დატოვებამ შესაძლოა ევროპა აშშ-ზე ზედმეტად დამოკიდებული გახადოს, ამიტომ აკრძალვა უნდა გადავადდეს, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

30 ივნისი 2026, 01:37

მსოფლიო

ერდოღანი: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშვიდობო ძალისხმევისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 ივნისი 2026, 01:14

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპასუხებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუსუსტოს.

პროკურატურა ღამით

30 ივნისი 2026, 00:45

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიაა“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გურამ მაჭარაშვილი

29 ივნისი 2026, 23:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, სტრატეგიული შეთანხმებები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცებას.

29 ივნისი 2026, 23:14

სპორტი

ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის გუნდს სძლია. ჰიუსტონში გამართული 1/16 ფინალური შეხვედრა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

29 ივნისი 2026, 23:13

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

დასკვნით ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა. შეხვედრას სასტუმრო „პარაგრაფში“ სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინო

29 ივნისი 2026, 23:10

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო

ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

ნანა კაკბაძე

29 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის - შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგო

„ისე, საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული დიდი ბანკები და საბანკო კორპორაციები, რომლებსაც არა იმ სახელმწიფოს, არამედ უცხო ქვეყნების დიდი კაპიტალის წარმომადგენლები ფლობენ, ვერ ხვდებიან ასეთ „სასიკვდილო საშიშროებას“ საკუთარი მოქალაქეებისათვის თუ მხოლოდ ჩვენმა "გენიოსებმა" გაშიფრეს კარს მომდგარი ეს უსაშიშესი საფრთხეები?“

29 ივნისი 2026, 22:14

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია

ვენესუელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 269-ით მეტია.

ესმაილ ბაღაი

29 ივნისი 2026, 22:07

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კატარში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან რაიმე სახის მოლაპარაკება ან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ცოტნე ივანიშვილი

29 ივნისი 2026, 21:53

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა – მათ ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი

29 ივნისი 2026, 21:48

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს

მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი.

ცოტნე ივანიშვილი

29 ივნისი 2026, 21:34

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს

ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

29 ივნისი 2026, 21:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს

ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით გვქონდეს დატვირთული დღის წესრიგი, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

29 ივნისი 2026, 21:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება - ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში

„ყაზახეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიურად ვითარდება. ჩვენს ურთიერთობებს აქვს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისათვის, რომ სტრატეგიულ დონეზე გადასულიყო საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

29 ივნისი 2026, 21:23

მსოფლიო

სიცხეს ევროპაში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვინ როგორ უმკლავდება ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ევროპის ქვეყნებში ანომალიური სიცხეა. რეკორდული ტემპერატურის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მილიონობით ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს. მონაცემებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ცოტნე ივანიშვილი

29 ივნისი 2026, 21:16

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის. სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან, - ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას პარლამენტში მოხმდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ცოტნე ივანიშვილი

29 ივნისი 2026, 21:13

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, არასასიამოვნო. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება

ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილი

29 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები

სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.