ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი, "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარბაზის დატოვებამდე ერთმანეთს სიტყვიერად გიორგი ვოლსკი და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. დარბაზიდან გასვლის წინ, თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისკენ გაემართა და მას სხდომის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც მანდატურებმა ბოკუჩავა დარბაზიდან გააცილეს.
პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დღეს საბოლოოდ უნდა გააფორმოს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში.
"ყველას ნების წინააღმდეგ სახელმწიფოს თავზე მოახვიეს დოკუმენტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" სურდა და ჩვენს ქვეყანას აზიანებს. ნაცვლად იმისა, რომ მათ ეზრუნათ დაპირებების შესრულებაზე, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, "ქართულმა ოცნებამ" ყველა ტყუილს ძალიან დიდი ტყუილი დაუმატა, რადგან აიღეს და მიიღეს ფუნდამენტური დოკუმენტი საკუთარი პარტიული ინტერესებით. ეს მხოლოდ მათ სისუსტესსა და კრიზისზე მეტყველებს და "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ვერანაირი კონსტიტუციით ვერ შეინარჩუნებს. "ქართული ოცნების" გარდა, სამწუხაროდ, ამ ჩავარდნის ფასს ჩვენი ქვეყანა გადაიხდის, რადგან უკან ძალიან ცუდი ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" არადეპუტატ წევრებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. სხდომათა დარბაზთან მისულ ოპოზიციონერებს მანდატურის სამსახურის უფროსმა განუმარტა, რომ დარბაზში სტუმრებისთვის გამოყოფილი ადგილები დაკავებულია.
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს, უკვე გაიხსნა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 10:47
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები.
05 მარტი 2026, 10:39
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ ფარგლებში პლასტმასით დაბინძურების შემცირების კვლევის მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში განხორციელებული კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა.
05 მარტი 2026, 10:33
მსოფლიო
Politico არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში სექტემბრამდე გაგრძელდეს
გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა პენტაგონს სთხოვს, რომ მან ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა მინიმუმ 100 დღით უზრუნველყოს.
05 მარტი 2026, 10:32
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
05 მარტი 2026, 10:30
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ლევან იოსელიანს შეხვდა და სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფის მიზნით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა გააცნო
მინისტრის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა რეალურად ესაჭიროებათ. მისი თქმით, სოციალური რესურსი უნდა მიემართოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისკენ და განაწილდეს სამართლიანობის პრინციპით.
05 მარტი 2026, 10:26
ტექნოლოგიები
Apple-მა 600-დოლარიანი MacBook-ი წარადგინა
კომპანია Apple-მა თავისი ყველაზე იაფი ნოუთბუქი - MacBook Neo წარადგინა. მისი საწყისი ფასი 599 დოლარია, თუმცა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის სპეციალური ფასი - 499 დოლარი იმოქმედებს. შედარებისთვის: MacBook Air-ის ფასი 1099 დოლარიდან იწყება, ხოლო MacBook Pro-სი - 1699 დოლარიდან.
05 მარტი 2026, 10:25
სამართალი
აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1974 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
05 მარტი 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ დაკავებულია - 1997 წელს დაბადებული გ.გ.
05 მარტი 2026, 10:16
ეკონომიკა
გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან 200-ზე მეტი შეხვედრა განახორციელა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
05 მარტი 2026, 09:40
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 მარტს საქართველოში
5 მარტს თებერვალს ქუთაისში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.
05 მარტი 2026, 09:27
საზოგადოება
ნანა ბარნაბიშვილი: დოჰადან წამოვედით, 171 ადამიანი ვიყავით, ჩვენი ელჩი ვაკო ავალიანი ჩაერთო, გამოგვაცილეს კატარიდან, საუდის არაბეთშიც დაგვხვდნენ წარმომადგენლები, სანამ საბოლოოდ არ ჩავსხედით თვითმფრინავში, მანამდე იყვნენ
რიადიდან შესრულებული სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს.
05 მარტი 2026, 09:25
მსოფლიო
„ცაჰალმა“ გვიან ღამით ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გვიან ღამით ირანის ქალაქებში ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
05 მარტი 2026, 09:16
საზოგადოება
ერ-რიადიდან ავიარეისით თბილისში 171 მგზავრი დაბრუნდა
რიადიდან თბილისში ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა. დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რეისები შესრულდება ომანის სასულთნოდან და საუდის არაბეთიდან.
05 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული შეტევის ახალ კადრებს აქვეყნებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს.
05 მარტი 2026, 08:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტთან შეხვედრაზე: საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები
დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
05 მარტი 2026, 08:48
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, ბულინგის გზას ვინც ადგას, უხერხულია - მონაწილეობასაც მივიღებთ და უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს! ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის, - წერს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
05 მარტი 2026, 08:45
პოლიტიკა
მაია ბითაძე ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ: ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობის შესახებ.
05 მარტი 2026, 08:34
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიისა და იმპორტიორ-დისტრიბუტორების შეხვედრაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, გვინდა, კიდევ ერთხელ გავერკვეთ ბიზნესპროცესებში
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დღევანდელი სხდომის მნიშვნელობაზე საუბრობს.
05 მარტი 2026, 08:12
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
კომისიის წევრები მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის მუშაობას დადებითად აფასებენ “ქართულ ოცნებაში” და მიაჩნიათ, რომ საზოგადოება შედეგს მალე ნახავს.
05 მარტი 2026, 08:11
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა
დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.


