ბილაინს მოსმენების კანონპროექტი არ მოსწონს
საქართველოს პარლამენტი
ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი დასახვეწია, - ფიქრობენ "ბილაინში". კომპანიის ინფორმაციით, არცერთი ავტორიზებული პირი, რომელსაც უშუალოდ შეეხება ასამოქმედებლი კანონპროექტი, არ ყოფილა ჩართული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაში. "ბილაინს" მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება.
"საკანონმდებლო პაკეტი ითვალისიწინებს ახალი ორგანოს - სსიპ "საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს" შექმნას, რომელიც გვევლინება ავტორიზებული პირების დამატებით მარეგულირებელ ორგანოდ. კანონპროექტით, სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს ავტორიზებული პირების საქმიანობის აუდიტი, დააკისროს მათ სანქცია, მოახდინოს დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება და, აგრეთვე, გააუქმოს ავტორიზაცია, რაც გულისხმობს ამ სფეროში საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, კანონპროექტის აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმადაც, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ბილაინის" ინფორმაციით, კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივებს, რომლებიც ითვალიწინებს მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე მათ მიერ რეგულირებად ბაზარზე მოქმედი სუბიექტებისგან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი სააგენტოს მიერ ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების შემოღება ავტორიზებული პირებისთვის დამატებით ხარჯებს გამოიწვევს.
ბაზარზე კიდევ ერთი მარეგულირებლის გაჩენა მიუღებელია "მაგთიკომისთვისაც", რომელმაც სპეციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 09:38
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.
01 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
01 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
01 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში
ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
01 აპრილი 2026, 08:35
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა
სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.
01 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.
01 აპრილი 2026, 08:29
რეგიონი
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
01 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
01 აპრილი 2026, 08:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული
კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.


