imedi /  23 მარტი 2018, 12:33 / სანდო წყარო

ქუმსიშვილი: გუდაურში ძაბვის ვარდნის შემდეგ ოპერატორმა შეცდომა დაუშვა

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით საქართველოში „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები ჩამოვიდნენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გაასაჯაროვა.

"ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია. თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.  სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დასკვნის თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს ინსპექტირება კვალიფიციურად ჩატარდა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.

გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

17 სექტემბერი 2026, 16:53

მსოფლიო

პესკოვი აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონზე: რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება ცალსახად გაართულებს უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების გზების მოძიების ძალისხმევას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონს გამოეხმაურა.

17 სექტემბერი 2026, 16:52

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ულფ კრისტერსონი

17 სექტემბერი 2026, 16:39

მსოფლიო

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

17 სექტემბერი 2026, 16:33

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 16:21

რეგიონი

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ.

17 სექტემბერი 2026, 16:04

პოლიტიკა

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

17 სექტემბერი 2026, 15:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

17 სექტემბერი 2026, 15:41

ტაბლოიდი

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

„მთავარი გზავნილი, რომელიც სინგაპურის მცხოვრებლამდე გვინდა მივიტანოთ, არის ის, რომ კითხვა გონების შესანიშნავი ვარჯიშია. კითხვის დაწყება და ამ ჩვევის შენარჩუნება მარტივია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ეს ჩვენს საერთო ჩვევად ვაქციოთ“, - განმარტა ტამმა.

17 სექტემბერი 2026, 15:32

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2026, 15:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად

ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

17 სექტემბერი 2026, 15:22

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა

თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადახდო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადახდო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გურამ დუმბაძე

17 სექტემბერი 2026, 15:21

პოლიტიკა

გურამ დუმბაძე: ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, წელსვე ჩავუშვათ საპილოტე ნაწილი

ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება, - განაცხადა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.

17 სექტემბერი 2026, 15:14

რეგიონი

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერეს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 15:11

მსოფლიო

The Guardian: თურქეთში LGBTQ+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მასშტაბური დაკავებები განხორციელდა

თურქეთის ხელისუფლებამ LGBTQ+ თემის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდებისა და დაკავებების ტალღა დაიწყო. ხელისუფლება ოპერაციების გასამართლებლად „უხამსობის“ ბრალდებებს იყენებს, იუწყება The Guardian-ი.

გურამ დუმბაძე

17 სექტემბერი 2026, 15:08

ეკონომიკა

გურამ დუმბაძე: სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, ჯერ ამას ვამოწმებთ, თუ დააკმაყოფილებს, შემდგომ ფასის მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა

281-ე დადგენილებით, რომელიც მივიღეთ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ გავწეროთ ხარისხის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გურამ დუმბაძე

17 სექტემბერი 2026, 15:04

ეკონომიკა

გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან

რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.

17 სექტემბერი 2026, 14:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა

კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 14:33

სამართალი

პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა. კანონდამრღვევმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენელს ფეისბუკში შეურაცხყოფა მიაყენა.

მაჰმუდ აბასი

17 სექტემბერი 2026, 14:30

მსოფლიო

აშშ-მა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ვიზა არ მისცა

აშშ-მა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს სექტემბერში ნიუ-იორკში გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.