imedi /  10 აგვისტო 2018, 13:02 / სანდო წყარო

ანა ნაცვლიშვილი: წულუკიანს პოლემიკაში არ ავყვებით

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თეა წულუკიანს უპასუხეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკაში შესვლას არ აპირებენ.

„ის კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს გადაიტანოს აქცენტი მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური პროცესიდან სხვა საკითხებზე და ამგვარად შეაფერხოს ის ინკლუზიური, ფართო და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კანდიდატურის შერჩევის მიზნით. ჩვენ მას ამ პოლემიკაში არ შევყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს საუბარი. ჩვენ ახლა გვაქვს სახელმწიფოებრივი ამოცანა და მთელი ჩვენი გუნდის ენერგია და რესურსი მიმართულია, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე შევასრულოთ ჯეროვნად. იმედი გვაქვს, რომ ყველა სხვა სახელმწიფო უწყება გაიაზრებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, შექმნილ მძიმე ვითარებას და იმოქმედებს სახელმწიფოებრივად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

„საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნინო გვენეტაძე თავის დროზე პარლამენტს შესთავაზა, ვიდრე არ შეაფასებს მისივე გადაწყვეტილებას და არ გვეტყვის, რა იყო ამაში კარგი, ან რა იყო ნაკლოვანი, ზედაპირული მეჩვენება მისგან საუბარი, რა უნდა იყოს მომავალში“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. 

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.

2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა.  მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

არქივი

20 აგვისტო 2018, 18:17

ვიდეო

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობას ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს

20 აგვისტო 2018, 18:09

ვიდეო

პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის გაფართოებული შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

20 აგვისტო 2018, 17:54

ეკონომიკა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი ემატება

მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი.

20 აგვისტო 2018, 17:53

კულტურა

გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ გერმანულად გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის, Frankfurter Verlagsanstalt-ის მიერ გამოიცა გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა.

20 აგვისტო 2018, 17:46

მსოფლიო

ლონდონის აეროპორტში მგზავრებს ფრენების შესახებ ინფორმაცია დაფაზე დაუწერეს

აეროპორტის მონიტორებზე, რომელზეც ფრენების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული სერვისს კომპანია Vodafone-ი ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელია. აეროპორტის სპიკერი განმარტავს, რომ მომხდარის გამო ზოგმა რეისსზეც კი დააგვიანა.

20 აგვისტო 2018, 17:43

ვიდეო

ზებედა რეხვიაშვილმა ევროპის ღია პირველობაზე გაიმარჯვა

გო ჩენიანი

20 აგვისტო 2018, 17:35

ტაბლოიდი

ჩინელმა ძიუდოისტმა ქალმა სპორტიდან წასვლის შემდეგ 100 კილოგრამი მოიმატა

1 წლის შემდეგ ის ტრავმის გამო იძულებული გახდა სპორტისთვის თავი დანებიბინა. ის აქტიურად აღარ ვარჯიშობდა, რის გამოც წონაში მატება დაიწყო. საბოლოო ჯამში, მომდევნო 9 წელში მისი წონა 200 კილოგრამს მიუახლოვდა.

20 აგვისტო 2018, 17:33

მსოფლიო

ჩეჩნეთის ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დღეს უცნობმა პირებმა თავდასხმები ჩეჩნეთის 4 სხვადსხვა რაიონში განახორციელეს. 2 მათგანი გროზნოში მოხდა, დანარჩენი კი შალში. ხელისუფლების თქმით, 4 თავდამსხმელი მოკლულია. მათ შორისაა ორგანიზატორი, რომლის ვინაობა არ სახელდება.

20 აგვისტო 2018, 17:08

ეკონომიკა

Walmart-მა ინდური ონლაინ გაყიდვების გიგანტის 77%-იანი წილი შეიძინა

კომპანიების გარიგების შესახებ პირველად მაისში გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ Flipkart-მა $16 მილიარდის სანაცვლოდ 77%-იანი წილი დათმო. საინვესტიციო კაპიტალი 2 მილიარდი დოლარია და ის ახალ სააქციო კაპიტალსაც მოიცავს, რომელსაც კომპანიის ზრდისთვის გამოიყენებენ.

20 აგვისტო 2018, 17:04

საქართველო

მესამე სექტორი მთავარი მოსამართლის შესარჩევ კონსულტაციებს გამოეთიშა

როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, მიზეზი არის ის ფორმატი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა, მათ კანდიდატის შესარჩევად შესთავაზა. მანამდე კოსულტაციებში ჩართვის მზაობა იყო მმართველ გუნდში, თუმცა, 14 აგვისტოს გადაწყვეტილება შეცვალეს.

ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი

20 აგვისტო 2018, 17:02

ტაბლოიდი

კოპოლამ დაადასტურა, რომ ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი შეიძლება ცოლ-ქმარი იყვნენ

კინორეჟისორმა და პროდიუსერმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ დაადასტურა, რომ მსახიობები, ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი შეიძლება ცოლ-ქმარი იყვნენ. კოპალას თქმით, 1992 წელს, ფილ. „ბრემ სტოკერის დრაკულას“ გადაღებისას, სადაც რაიდერი და რივზი თამაშობენ, მათი ჯვრისწერის სცენა რეალურია.

მამუკა ბახტაძე

20 აგვისტო 2018, 16:51

ეკონომიკა

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ

მათი თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნედლეული გაურკვეველი ვადით გააჩერეს. ცემენტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული – კლინკერი თვეზე მეტია ცემენტის მწარმოებლებს არ მიუღიათ, რის გამოც რვა ქარხანაში წარმოება შეჩერდა.

20 აგვისტო 2018, 16:50

საქართველო

ევროპაში წითელათი ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა

2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანებიდან 37 გარდაიცვალა. ევროპაში 7 ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, მათ შორის არის საქართველოც.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

20 აგვისტო 2018, 16:45

ტაბლოიდი

მეგან მარკლის საქორწილო კაბა გამოფენის ექსპონატი გახდება

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მის სანახავად სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან ჩავლენა. გამოფენის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ანგელა მერკელი

20 აგვისტო 2018, 16:30

ეკონომიკა

მერკელი თურქეთის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აუცილებლობას ვერ ხედავს

„მან კიდევ ერთხელ კონკრეტულად თქვა, რომ ამ დროისთვის ვერ ხედავს საჭიროებას თურქეთს ფინანსურად დაეხმაროს“, - განაცხადა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა. მანამდე თურქეთსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებას მოჰყვა ლირის კურსის ვარდნა.

ნინო ლომჯარია

20 აგვისტო 2018, 16:22

საქართველო

ომბუდსმენი მოზარდების ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს ასახელებს

ობუდმენის განმარტებით, ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის. სახალხო დამცველი ოზურგეთში 16 წლის გოგოს სუიციდის ფაქტს გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2018, 16:07

ტექნოლოგიები

ევროკავშირი ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმებას განიხილავს

ამ საკითხზე დოკუმენტი მარტში შემუშავდა, თუმცა კანონპროექტში ცვილებების შესატანად მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდა. რეგულაციის ასამოქმედებლად ევროპარლამენტისა და ევროგაერთიანების ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

20 აგვისტო 2018, 16:04

საქართველო

17 სექტემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი სტუდენტებს და პედაგოგებს უფასოდ მოემსახურება

ამ მომსახურებით შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები ისარგებლებენ.

20 აგვისტო 2018, 16:03

ძალოვნები

ქართველ სამხედროთა ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

ეროვნული გვარდიის ნაკრების ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით, მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მონაწილეობდა.

,

კულტურა