imedi /  08 იანვარი 2019, 16:25 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეთა სიას ქართული ოცნების ხელმძღვანელი არ ლობირებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის საბჭომ წარადგინა, პარტიის ხელმძღვანელი არ ლობირებს. ამის შესახებ მდინარაძემ კაჭრეთში, უმრავლესობის შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებთან თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანდიდატთა სიის გაწვევის პრეროგატივა პარლამენტს არ აქვს, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია. 

"რაც შეეხება მოსამართლეების სიას, ჩვენ ვთქვით და პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებულ რეჟიმში ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა, არც ერთი თუნდაც შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს. უფრო მეტიც, როგორც პარტიის თავმჯდომარის, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან საუბარი იყო არა იმაზე, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, არამედ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი. არასწორია იმაზე საუბარი 10-კაციან სიას უჭერს თუ არა ვინმე მხარს. ყველა მათგანთან დაკავშირებით კონკრეტული და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ უმრავლესობამ ჯერ იმაზე უნდა იმსჯელოს, გაიწეროს თუ არა შესაბამისი კრიტერიუმები მოსამართლეების შესარჩევად.

"სიაზე და კონკრეტულ პერსონებზე საუბარი არის ძალიან ნაადრევი და ეს თემაც ძალიან ნაადრევად არის წამოწეული წინა პლანზე. არანაირ სიას დამერწმუნეთ, პარტიის ხელმძღვანელი არ ლობირებს. მისი აზრიც იყო, რომ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია კონკრეტული პერსონების მიმართ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს არის პარლამენტის საქმე და არავინ ამაში არ ჩარეულა, არავითარი მოწოდება არ ყოფილა მხარი დაეჭირათ ან არ დაეჭირათ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

დღეს უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესის მოსამართლეების სიის დამტკიცების შემთხვევაში ის უმრავლესობას დატოვებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანმა სიამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ეკა ბესელია ამბობს, პარლამენტში ამ სიის განხილვის პროცესის შესაჩერებლად მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. თუმცა ამ განცხადებას არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერება ბესელიას მიერ პოსტის დატოვებას არ შეეძლო. 

24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

20 იანვარი 2019, 22:02

საქართველო

ვინ უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე. ვიდეო

2012 წელს, რეფორმის მორიგ ეტაპზე, ხელისუფლების ღია განაცხადი სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მისი დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას გულისხმობდა. თუმცა, კანონშემოქმედებით საქმიანობას სხვადასხვა ეტაპზე სასამართლო ხელისუფლების გარკვეული წრის წინაარმდეგობა და პოლიტიკური უთანხმოებაც ახლდა.

ციხე „ტეგელი“

20 იანვარი 2019, 21:53

მსოფლიო

რამდენიმე პატიმრის გაქცევის შემდეგ ბერლინის ციხემ კონტროლი გაამკაცრა

ბერლინის ციხე „ტეგელმა“ სპეცილური თანამედროვე მოწყობილობა მიიღო, რომელიც თავიდან აიცილებს რეზონანსულ გაქცევებს, რომელიც 2018 წელის დასაწყისში მოხდა. საქმე ეხება ადამიანის გულისცემის აღმრიცხველ ტექნოლოიას. ამის შესახებ გამოცემა DW ბერლინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინდია გოგოჭური

20 იანვარი 2019, 21:51

საქართველო

რა აკავშირებს მინდია გოგოჭურს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან. ვიდეო

იმედის კვირის" ინფორმაციით, ზურაბ კუჭავა, რომელსაც გამოძიების ცნობით, გიორგი ადუაშვილმა ესროლა, ექსპრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურსა და მის სამეგობროსთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია.

ტონი მენდესი

20 იანვარი 2019, 21:49

მსოფლიო

ფილმ „Argo“-ს მთავარი ინსპირაცია, CIA-ს აგენტი ტონი მენდესი გარდაიცვალა

CIA-ში მუშაობის დროს მისი მთავარი საქმიანობა შენიღბვა, დოკუმენტების გაყალბება და სამაშველო ოპერაციები იყო. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1979-81 წლებში არსებული მძევლების კრიზისის პერიოდში.

საპატრიარქო

20 იანვარი 2019, 21:36

საქართველო

რომელი სასულიერო პირები გამოირჩევიან პოლიტიკური განცხადებებით

სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში სულ უფრო ხშირად ერთვებია. სახელწიფო საქმეებში ჩარევის სურვილს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირები პირდაპირ ამბიონიდან გამოთქვამენ. მათ შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

მოწამლვა

20 იანვარი 2019, 21:27

საქართველო

რუსთვავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ასევე სოკარ-ჯორჯია გაზის წარმომადგენლები და პოლიცია.10 წლამდე ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაერო

20 იანვარი 2019, 20:52

მსოფლიო

მალიზე თავდასხმისას გაეროს 8 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

მალის ჩრდილო-დასავლეთით გაეროს მისიის ერთ-ერთ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, უნცობმა შეიარაღებულმა პირებმა 8 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. თავდამსხმელები "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ჯიჰადისტები იყვნენ.

20 იანვარი 2019, 20:40

ტაბლოიდი

ბრიტანული სკოლის დირექტორი მისი მოსწავლეების ნახატებით მორთულ კუბოთი დაკრძალეს

ინგლისის ქალაქ ბატში ადგილობრივი სკოლის დირექტორი სიუ იტი სიმსივნისგან გარდაიცვალა. დაკრძალვის დროს, ის ფერად კუბოში ჩასვენეს, რომელიც მისი მოსწავლეების ნახატებით იყო მორთული.

მაკედონია

20 იანვარი 2019, 20:19

მსოფლიო

100 000-ზე მეტმა ბერძენმა მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა გააპროტესტა

მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საბერძნეთში აქციები გაიმართა. პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ ზოგიერთ ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი და ხელჯოხი გამოიყენა.

დევნილები

20 იანვარი 2019, 19:58

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი სირიელი დევნილების სამშობლოში დაბრუნების მოწოდებით გამოვიდა

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი მსოფლიო ლიდერებს სირიიდან დევნილების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ბეირუთში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე განაცხადა.

20 იანვარი 2019, 19:39

ძალოვნები

22 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა

22 წლის ქართველი მეზღვაური, გორელი დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. მან ზუსტად ორი კვირაა ოჯახთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.

სერიალები

20 იანვარი 2019, 19:34

კულტურა

ახალი სერიალები, რომლებიც 2019 წელს არ უნდა გამოტოვოთ

2019 წელს მაყურებელი ბევრ კარგ სერიალს იხილავს, თუმცა წარმოგიდგენთ საუკეთესოებს, რომლებიც სერიალების მოყვარულებმა წელს არ უნდა გამოტოვონ. მათ შორის არის "Watchmen"-ი, "Good Omens"-ი და სხვა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2019, 18:58

მსოფლიო

ტრამპი დემოკრატებს „შათდაუნის“ დასრულებაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს

როგორც დონალდ ტრამპმა მათ საპასუხოდ განაცხადა, მას ჯერ დასრულებული არ ჰქონდა შეთავაზება, რომ ოპონენტებმა მაშინვე უარით უპასუხეს. დემოკრატებმა ტრამპის შეთავაზებს "მიუღებელი" უწოდეს და ის "მძევლად აყვანას" შეადარეს.

20 იანვარი 2019, 18:48

კულტურა

როგორ იღებდნენ „ბოჰემური რაფსოდიის“ ფინალურ სცენას

ფილმმა, რომელიც ბრიტანული როკ-ჯგუფის, Queen-ის ლიდერის, ფრედი მერკურის კარიერას ასახავს, საერთაშორისო ჩვენებებზე 600 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და თავის ჟანრში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმი გახდა.

20 იანვარი 2019, 18:46

ტაბლოიდი

ქალები, რომლებმაც პარტნიორებს ხელი სთხოვეს

ქალები სულ უფრო და უფრო ხშირად პირველები სთავაზობენ თავიანთ პარტნიორ კაცებს ოფიციალურ ქორწინებას. მედია ამას ფემინიზმის მომძლავრებულ გავლენას უკავშირებს. ქალები, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზთან აკავშირებენ.

ენდრიუ ჯორჯ ვაინა

20 იანვარი 2019, 18:43

კულტურა

ტერმინატორის და რემბოს პროდიუსერი გარდაიცვალა

74 წლის უნგრელი კინოპროდიუსერი ენდრიუ ჯორჯ ვაინა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბუდაპეშტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ვაინა იყო ფილმების - „რემბო: პირველი სისხლი“, „რემბო: პირველი სისხლი 2“, „რემბო 3“, „კერკეტი კაკალი 3“, „ტერმინატორი 3“ - პროდიუსერი.

მიგრანტები

20 იანვარი 2019, 18:38

მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ 170 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, არსებული ინფორმაციით, 170 მიგრანტი დაიღუპა, ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა. მხოლოდ რამდენიმე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

დავით გამყრელიძე

20 იანვარი 2019, 18:34

საქართველო

გამყრელიძე: ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, წითელას ვირუსით ავადობის 357 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კულინარია

20 იანვარი 2019, 18:20

საქართველო

საქართველო მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე „Sirha“ პირველად წარდგება

საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha, რომელიც ლიონში ტარდება. გამოფენის პარალელურად მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატი Bocuse d'Or-ი მიმდინარეობს.

ილია მეორე

20 იანვარი 2019, 18:15

საქართველო

პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ეს ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობაა. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.