imedi /  25 იანვარი 2019, 20:14 / სანდო წყარო

რა საკითხები განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს თითქმის რვა საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კი, ცნობილი ხდება, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულმა დეპუტატებმა პოზიციების დაახლოება შეძლეს.

მთავარი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კრიტერიუმები იყო.

კონკრეტულად, როგორი იქნება კრიტერიუმები, ამაზე უკვე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს, რომელიც კვირას შეიკრიბება და მას პარლამენტის თავმჯომარე , ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარსაც გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანმა სიამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ეკა ბესელია ამბობს, პარლამენტში ამ სიის განხილვის პროცესის შესაჩერებლად მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. თუმცა ამ განცხადებას არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ სიის განხილვის შეჩერება ბესელიას მიერ პოსტის დატოვებას არ შეეძლო.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

ყველა სიახლე

ანაკლიის პორტი

17 სექტემბერი 2019, 11:11

ეკონომიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ხელისუფლებას ორი ახალი ინვესტორი წარუდგინა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა. ამის შესახებ კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კონსორციუმში იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ინვესტორებს პროექტში ჩართვას ოფიციალური წერილით დაუდასტურებს და სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

17 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის შემოსავალმა და დანახარჯმა 301-500 ლარი შეადგინა

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გასულ თვეში გამოკითხულთა უმრავლესობის შინამეურნეობის შემოსავალმა და დანახარჯმა 301-500 ლარი შეადგინა. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე ჩატარდა.

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები

17 სექტემბერი 2019, 10:56

სპორტი

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედალი აიღეს - 6 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლები.

ავიამშენი გაფიცვა

17 სექტემბერი 2019, 10:49

ეკონომიკა

„ავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილისში, სს ,,ავიამშენში" დასაქმებულებმა აქცია გამართეს. ისინი კომპანიისგან კუთვნილი ხელფასების და დანამატის დროულად გაცემა ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს კუთვნილი ანაზღაურება ერთი თვეა არ აუღიათ. „ავიამშენის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ბერიძის თქმით ხელფასები „ამ დღეებში“ დაირიცხება, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი

17 სექტემბერი 2019, 10:42

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 49% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, გამოკითხულთა 49% პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ვერნ ანსუორტი ილონ მასკი

17 სექტემბერი 2019, 10:34

მსოფლიო

ილონ მასკმა განმარტა რა იგულისხმა, როცა მყვინთავს „პედოფილი“ უწოდა

კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ სიტყვები „pedo guy“, რომლებიც მან ბრიტანელი მყვინთავის ვერნ ანსუორტის მიმართ გამოიყენა, „პედოფილს“ სულაც არ ნიშნავს. ამის შესახებ სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით BBC წერს. მასკი ამტკიცებს, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის გაიზარდა, ეს სიტყვები „საზიზღარი მოხუცის“ სინონიმია.

პროფესიული მომზადება

17 სექტემბერი 2019, 10:31

საქართველო

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადებისთვის რეგისტრაციის ვადა 20 სექტემბერს იწურება

სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" მორიგ ეტაპს იწყებს. რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.

ვახტანგ გომელაური მარიო გატიკერი

17 სექტემბერი 2019, 10:19

საქართველო

საქართველომ შვეიცარიასთან „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ დეკლარაცია გააფორმა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

დონალდ ტრამპი

17 სექტემბერი 2019, 10:00

მსოფლიო

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოითხოვა

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა საირუს ვენს უმცროსმა 2011 წლიდან დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოითხოვა. შესაბამისი მოთხოვნა გაეგზავნა კომპანია Mazars-ს, რომელიც ტრამპის, მისი ოჯახისა და ბიზნესის ფინანსურ დოკუმენტაციას ამზადებდა.

პოლიცია

17 სექტემბერი 2019, 09:50

ძალოვნები

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს. დღეს დილით მომხდარი შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ქურდობას გულისხმობს.

ევროკავშირის დამკვირვებლები

17 სექტემბერი 2019, 09:19

საქართველო

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება

რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებულ პირთა მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი

17 სექტემბერი 2019, 09:14

საქართველო

პარლამენტი სუს-ის უფროსისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

კანონმდებლობის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელის არჩევა მოუწევს. კერძოდ, კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერმინისტრი მთავრობას წარუდგენს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

შემთხვევის ადგილი

17 სექტემბერი 2019, 09:02

ძალოვნები

ზესტაფონში დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ, ბინა კი დალუქულია. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

ბორის ჯონსონი

17 სექტემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ლუქსემბურგში დემონსტრანტებმა ბორის ჯონსონს ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს

ევროკომისიის ხელმძღვანელთან ჟან-კლოდ იუნკერთან მოლაპარაკებების შემდეგ ჯონსონს და ბეტელს ჟურნალისტებთან განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. მათ „სირცხვილიას“ ძახილით დემონსტრანტები დახვდნენ. ჯონსონმა მიკროფონთან მისვლაზე უარი განაცხადა და დაცვის თანხლებით ავტომობილისკენ გაემართა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 სექტემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ვადამდელი არჩევნების გამართვა აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა და მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ელისაბედ მეორე

17 სექტემბერი 2019, 08:25

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლის პერსონალმა ელისაბედ მეორის პირადი ბარი დაცალა

ამის შესახებ შოუზე „სამეფო სასახლეების საიდუმლობანი“ დაყრდნობით გამოცემა Daily Star-ი წერს. დედოფლის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის დიკ არბიტერის განცხადებით, სასახლის პერსონალის თანამშრომლები დიდ დროს ატარებდნენ ბარში, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2019, 08:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.